უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (19)
შემდგომი ცვლილებები (18)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:
ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;
ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;
გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 11
დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება № 251 -ვებგვერდი, 28 .0 6 .2011წ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება №251-ვებგვერდი,28.06.2011წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1🔗
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:
ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;
ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;
გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 11🔗
მუხლი 11🔗
დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სს „ საპარტნიორო ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე, გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ “ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას. ფონდის მიერ ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისა თვის განსახილველად წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი ხელშეკრულებები არ საჭიროებს შესაბამისი უწყებების დასკვნებს, თუ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ დასადები საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის წესი განისაზღვრება „ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 4 მარტის №126 დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება № 251 -ვებგვერდი, 28 .0 6 .2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 28.02.2012წ.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება №251-ვებგვერდი,28.06.2011წ.
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება №251-ვებგვერდი, 28.06.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 28.02.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №139, 11.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93976-1/