უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (19)
შემდგომი ცვლილებები (14)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:
ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;
ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;
გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №139, 11.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93976-5/