უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (19)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:
ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;
ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;
გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 11
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე, გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას. ფონდის მიერ ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ საჭიროებს შესაბამისი უწყებების დასკვნებს, თუ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ დასადები საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენის წესი განისაზღვრება „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებით.
4. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – აწარმოე საქართველოში და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საპრომოციო აქტივობების ორგანიზების პროცესში ან/და განხორციელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, ასევე შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ორგანიზების პროცესში ან/და ჩატარების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე;
გ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ – უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობის, თეატრების სადადგმო ხარჯების, ანსამბლების/ორკესტრების/მუსიკალური ცენტრების შემოქმედებითი და სახელოვნებო/სასპორტო სასწავლებლების სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფის, ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების, სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის, მუზეუმების მიერ ორგანიზებული აქტივობებისა და ქართული კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციისა და გავრცელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
დ) შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პირების სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
ე) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ დასაქმებული პირების სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
+

მუხლი 11🔗

3. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ დასადები საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის წესი განისაზღვრება „ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 4 მარტის №126 დადგენილებით.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ დასადები საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენის წესი განისაზღვრება „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებით.
4. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – აწარმოე საქართველოში და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საპრომოციო აქტივობების ორგანიზების პროცესში ან/და განხორციელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, ასევე შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ორგანიზების პროცესში ან/და ჩატარების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე;
გ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ – უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობის, თეატრების სადადგმო ხარჯების, ანსამბლების/ორკესტრების/მუსიკალური ცენტრების შემოქმედებითი და სახელოვნებო/სასპორტო სასწავლებლების სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფის, ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების, სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის, მუზეუმების მიერ ორგანიზებული აქტივობებისა და ქართული კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციისა და გავრცელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
დ) შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პირების სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
ე) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ დასაქმებული პირების სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1🔗
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:
ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;
ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;
გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 11🔗
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე, გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას. ფონდის მიერ ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ საჭიროებს შესაბამისი უწყებების დასკვნებს, თუ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ დასადები საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენის წესი განისაზღვრება „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებით.
4. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – აწარმოე საქართველოში და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საპრომოციო აქტივობების ორგანიზების პროცესში ან/და განხორციელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, ასევე შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ორგანიზების პროცესში ან/და ჩატარების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე;
გ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ – უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობის, თეატრების სადადგმო ხარჯების, ანსამბლების/ორკესტრების/მუსიკალური ცენტრების შემოქმედებითი და სახელოვნებო/სასპორტო სასწავლებლების სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფის, ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების, სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის, მუზეუმების მიერ ორგანიზებული აქტივობებისა და ქართული კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციისა და გავრცელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
დ) შპს „საქაერონავიგაციაში“ დასაქმებული პირების სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;
ე) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ დასაქმებული პირების სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე.
ე) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ დასაქმებული პირების სწავლებასთან, მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე. ასევე, საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, საავიაციო ფორუმებსა და გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის ან/და ორგანიზების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე;
ვ) სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ინფორმაციული მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებზე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 28.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის დადგენილება №26 – ვებგვერდი, 03.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აპრილის დადგენილება №169 - ვებგვერდი, 12.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის დადგენილება №111 - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება №179 - ვებგვერდი, 05.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №428 - ვებგვერდი, 14.09.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 16.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №510 - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №498 – ვებგვერდი, 17.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №413 – ვებგვერდი, 23.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №261 - ვებგვერდი, 14.08.2024წ.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №139, 11.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93976-16/