უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2010 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 13/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (19)

შემდგომი ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

    მუხლი 1

აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:

ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;

ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;

გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

     მუხლი 1​1  

1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სს „საპარტნიორო ფონდის“(შემდგომში – ფონდი) მიერ დასადებ ხელშეკრულებ ათა პროექტებზე, გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ “ საქართველოს კანონი თა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით ფო ნდის მიერ პროექტის დაფინანსების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას. ფონდის მიერ ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობის ა თვის განსახილველად წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი ხელშეკრულებები არ საჭიროებს შესაბამის ი უწყებებ ის დასკვნებს, თუ საქართველოს მთავრობ ა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

  3. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ დასადები საგრანტო ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის წესი განისაზღვრება „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 4 მარტის №126 დადგენილებით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება № 251 -ვებგვერდი, 28 .0 6 .2011წ.     

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

 

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის დადგენილება №251-ვებგვერდი, 28.06.2011წ.            

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 28.02.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №139, 11.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93976-2/