ბრძანება N 8841

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 8841
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 8841

16 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------------ის (პ/ნ ------------------)

(მის.: -------------------------------)

2024 წლის 20 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა ------------ის (პ/ნ ------------------) №88576/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №21-10/21056 გადაწყვეტილებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №21-10/21056 გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ამერიკიდან ჩამოიტანა 2 ცალი ელექტრო ინსტრუმენტი. ტვირთის დეკლარირება მოხდა 2023 წლის 30 ნოემბერს, რის შემდეგაც დაწერა განცხადება გრანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისთვის უცნობი იყო, რომ გრანტის სტატუსის მიღება უნდა მოხდეს საქონლის გაფორმებამდე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაუბრუნდეს გ№-----/------ 30/11/2023 საბაჟო დეკლარაციის საფუძვლეზე ადახდილი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ მარტს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა №----- ელექტრონული განცხადება და მოითხოვა №---/----- 30/11/2023 საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანა დანართში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის მიმართ გრანტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გამოყენება - შესაბამისად იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლება.

მომჩივნის მიერ საქონელი დეკლარირებულია 2023 წლის 30 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ დეკლარაციებში მითითებულ საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადებაზე მიღებულია 2024 წლის 30 იანვარს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დატანილი გაცემის თარიღი. შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც ი/მ „-------------ს“ (ს/ნ --------------) საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი - დღგ - 826 ლარის ოდენობით.

იმპორტირებული საქონლის დეკლარირებისას, გრანტით განსაზღვრული შეღავათის მისაღებად წარდგენილი უნდა ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც გადამხდელის მიერ საქონლის დეკლარირებისას არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარი ეთქვა №------/----- 30/11/2023 საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე, რასთან დაკავშირებითაც 2024 წლის 15 მარტს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის №21-10/21056 გადაწყვეტილება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღების განცხადება;

ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

გ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;

დ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომლის მიხედვით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს ამავე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ხოლო, შემოსავლების სამსახური სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს მიანიჭებს გრანტის სტატუსს ან მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონლისათვის, რომელიც ფინანსდება გრანტებით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ).

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სპეციალური პროცედურა საშუალებას იძლევა, მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით.

ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათის გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი დანართი №8-II-03-ის შესაბამისად.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიებდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს და მის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე საქონელს მინიჭებული ჰქონდეს გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ.

დადგენილია, რომ საქონელი №----/------ 30/11/2023 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებულია 2023 წლის 30 ნოემბერს, ხოლო მომჩივნის განცხადების საფუძველზე საიმპორტო ტვირთს (ინვოისის ღირებულება: 344,99 აშშ დოლარი; ინვოისის ღირებულება: 779 აშშ დოლარი) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების შესაბამისად 2024 წლის 30 იანვარს მიენიჭა გრანტის სტატუსი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირს საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მხოლოდ ის გარემოება, რომ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების შემდეგ, არ უნდა გახდეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №21-10/21056 გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2023 წლის 30 ნოემბრის №----/---- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.----------ის (პ/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №21-10/21056 გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2023 წლის 30 ნოემბრის №-----/-------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტმა განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №21-10/21056 გადაწყვეტილებას.ითხოვს დაუბრუნდეს საბაჟო დეკლარაციის საფუძვლეზე ადახდილი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ მარტს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა ელექტრონული განცხადება და მოითხოვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანა დანართში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის მიმართ გრანტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გამოყენება - შესაბამისად იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლება.მომჩივნის მიერ საქონელი დეკლარირებულია 2023 წლის 30 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ დეკლარაციებში მითითებულ საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადებაზე მიღებულია 2024 წლის 30 იანვარს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დატანილი გაცემის თარიღი. შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც მომჩივანს საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი - დღგ - 826 ლარის ოდენობით.

ამასთან,იმპორტირებული საქონლის დეკლარირებისას, გრანტით განსაზღვრული შეღავათის მისაღებად წარდგენილი უნდა ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც გადამხდელის მიერ საქონლის დეკლარირებისას არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 15 მარტს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის №21-10/21056 გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №21-10/21056 გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63;