გადაწყვეტილება №21738/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 21738/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21738/2/2023

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 28.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21738/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №007-286 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32245 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 121 299 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 705

დღგ - (-4 707)

საშემოსავლო გადასახადი - 49 343

ქონების გადასახადი - 3 069

ჯარიმა - 16 053

საურავი - 57 541

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა-წარმოება. კომპანია არის საერთაშორისო კომპანია „-----“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. აწარმოებს 30 დასახელების რძის პროდუქტს სამი სავაჭრო ნიშნით: „-----“, „-----“, „------“. კომპანია მარაგდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან შემოტანილი ნედლეულითა და ინგრედიენტებით. პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარია საქართველო, ნაწილი გადის საექსპორტოდ. გარდა რძის პროდუქტებისა, მომხმარებელს სთავაზობს „-------“ ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წარმოებულ სხვადასხვა სახის კვების პროდუქტს: ხილის წვენებს „-----“, „------“, „------“, ჩიპსებს: „-----“, „------“ და „------“ და სხვ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის 1.01.2015 წლიდან 1.01.2016 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ბრუნვებისაგან. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი იქნა მუხლობრივად შემდეგი სახის დასაბეგრი ბრუნვები:

ა) საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები.

ბ) კვების მომსახურება, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, ინვენტარიზაცია/დანაკლისი სხვა შემოსავლები.

2. საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა წარდგენილია არასწორად. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა ხელფასის სახით განაცემები ჯამში 85 954 ლარის ოდენობით.

3. საწარმოს 2015 წელს არარეზიდენტი იურიდიული პირისათვის გადახდილი აქვს კუთვნილი სესხის პროცენტი, რომელზეც დარიცხული ვალდებულება (დაგროვილი) ასახულია, როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, ასევე სესხის ხელშეკრულებებში. საწარმოს მიერ გადახდის წყაროსთან დაბეგრილი თანხა, აყვანილია დარიცხვამდე. ამასთან, საწარმოს მიმართ ვალდებულება შემცირებულია ნეტო თანხით.

პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და საგადასახადო კოდექსის 134-ე და 154-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, საწარმოზე გადახდილი თანხიდან გაიმიჯნა არარეზიდენტის მიერ სესხის პროცენტის სახით მისაღები თანხები, რომლებიც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-ის ოდენობით, ხოლო დანარჩენი თანხა საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით დამატებით დაიბეგრა 10%-ის ოდენობით.

4. საწარმოს 2015 წლის ქონების დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების ღირებულება განსაზღვრული აქვს არასწორად. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, წარდგენილი გაანგარიშებების, ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების და მასზე დაგროვილი ცვეთის ღირებულებების მიხედვით, საწარმოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 31.12.2018 წლის №39724 ბრძანება და №007-551 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. ყველა სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში წარდგენილი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხების და გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების ზემოაღნიშნული პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 6.10.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა ჯარიმის ნაწილში 32 373 ლარით.

აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 12.10.2023 წლის №25333 ბრძანება და №007-286 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32245 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს კიდევ ერთხელ მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებლებთან განხილვებში შესვლის, მოსაზრებების და მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაცვლის და კონკრეტული კალკულაციების დონეზე პოზიციის დაფიქსირების მიზნით. შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას არ მიეცა ამის საშუალება და იმედს გამოთქვამს, რომ ამის შესაძლებლობა მიეცემა დავების განხილვის საბჭოში. აღნიშნული ეხება ყველა სადავო გადასახადს. გამოხატავს მზაობას და ინტერესს მიეცეს შესაძლებლობა სიღრმისეულად გაცვალოს მოსაზრებები და პოზიციები შემმოწმებელ მხარესთან, რათა შესაძლებელი გახდეს მისი მხრიდან შეჯერებული პოზიციის დაფიქსირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში წარდგენილი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხების და გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების ზემოაღნიშნული პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 6.10.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

1. დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხები გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ცვლის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას;

2. დამატებით შესწავლილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით დაკისრებული სანქციების შემსუბუქების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ჯარიმის შემცირება 32 373 ლარის ოდენობით.

მომჩივანი საჩივარში ზოგადად საუბრობს და მოითხოვს სადავო საკითხების შემმოწმებლებთან ერთად შესწავლას, მან ვერც საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას ვერ წარმოადგინა კონკრეტული არგუმენტები ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანება და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ბრუნვებისაგან. საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა წარდგენილია არასწორად. საწარმოს 2015 წლის ქონების დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების ღირებულება განსაზღვრული აქვს არასწორად. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 6.10.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა ჯარიმის ნაწილში.

აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 12.10.2023 წლის №25333 ბრძანება და №007-286 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32245 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის №6982 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21)