გადაწყვეტილება №22838/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.09.2024
№ დოკუმენტი 22838/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22838/2/2024

05 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 11.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22838/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საწვავის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №083-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6036 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 429 320 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 251 541

დღგ - 83 626

მოგების გადასახადი - 972

საშემოსავლო გადასახადი - 166 943

ჯარიმა - 134 455

საურავი - 43 324

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 25.12.2023 წლის №32758 ბრძანება და 26.12.2023 წლის №083-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6036 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწვავის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტებით საბითუმო/საცალო ვაჭრობა. ახორციელებს როგორც იმპორტირებული (50%), ასევე, ადგილობრივი საქონლის შეძენარეალიზაციას. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით. შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა ან აღრიცხვის რაიმე სახის მასალა (დებიტორ-კრედიტორები, სალაროს მოძრაობის ამსახველი მასალა, საქონლის მოძრაობა და ა.შ.). საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის დაჯარიმდა სამჯერ, მათ შორის, მესამედ გაზრდილ პერიოდზე. შემოწმების პროცესში კომპანიის კონტრაგენტებისგან (მომწოდებლების/მყიდველები) გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მიწოდებული/გაცემული საქონლის შესახებ, ასევე გადახდების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით, შემოწმებით დადგინდა დაუდეკლარირებელი საქონლის ნაშთი (ბენზინი) 194 805 ლიტრის ოდენობით, რომელიც შემოწმებით მიწოდებულად განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციაში საბითუმო/საცალო წილის პროპორციულად მისსავე დოკუმენტებში დაფიქსირებული გასაყიდი ფასების მიხედვით. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 000 კგ. თხევადი აირი, ასევე, გაზგასამართი სადგურის ინვენტარი. აღნიშნული ინვენტარი გადამხდელმა ერთ თვეში გაყიდა სხვა კომპანიაზე, ხოლო შეძენილი აირიდან დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 000 კგ. საწვავი. შემოწმების პროცესში სარეალიზაციო პუნქტებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გადამხდელს საწვავის ნაშთი არ აღმოაჩნდა, რის გამოც დარჩენილი 9 000 კგ. თხევადი აირი ჩაითვალა რეალიზებულად იმ პერიოდში, როცა მოხდა მიღებული ინვენტარის (გაზგასამართი სადგურის მოწყობილობა) რეალიზაცია. აღნიშნული ბრუნვა დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბანკო ოპერაციების მოცულობის გამო საბანკო ამონაწერები დაანაწევრა და ისე გადააგზავნა აუდიტორებთან, თუმცა მათი გაერთიანება ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა ამონაწერების გაგზავნა. ოპერაციები ასახული იყო საბუღალტრო პროგრამა ორისში, რომელიც დაზიანდა და ვერ მოხერხდა ასლის გადაგზავნა აუდიტორებთან. გადასახადები სწორად იყო გამოანგარიშებული და დეკლარირებული, ყველა განაცემი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. დასაბეგრი ბრუნვა ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში. საგადასახადო აქტით დაიბეგრა 9000 კგ. თხევადი აირი, რომელიც რეალიზებული იქნა ფიზიკურ პირებზე და ასახულია დღგ-ს დეკლარაციაში. თხევადი აირის რეალიზაცია ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით რომელიც რეალიზებულია დოკუმენტურად და მიწოდების მომენტში მიწოდებულია თხევადი აირის ნაშთთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებით დადგინდა დაუდეკლარირებელი საქონლის ნაშთი (ბენზინი) 194 805 ლიტრის ოდენობით, რომელიც შემოწმებით მიწოდებულად განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციაში საბითუმო/საცალო წილის პროპორციულად მისსავე დოკუმენტებში დაფიქსირებული გასაყიდი ფასების მიხედვით. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 000 კგ. თხევადი აირი, ასევე, გაზგასამართი სადგურის ინვენტარი. აღნიშნული ინვენტარი გადამხდელმა ერთ თვეში გაყიდა სხვა კომპანიაზე, ხოლო შეძენილი აირიდან დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 000 კგ. საწვავი. შემოწმების პროცესში სარეალიზაციო პუნქტებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გადამხდელს საწვავის ნაშთი არ აღმოაჩნდა, რის გამოც დარჩენილი 9 000 კგ. თხევადი აირი ჩაითვალა რეალიზებულად იმ პერიოდში, როცა მოხდა მიღებული ინვენტარის (გაზგასამართი სადგურის მოწყობილობა) რეალიზაცია. აღნიშნული ბრუნვა დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით ამ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას გამოვლენილი საწვავის რეალიზებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას გამოვლენილი საკითხების და ხელთ არსებული მასალების (გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაცია, სალაროს ინვენტარიზაციის ნაშთი - პერიოდის ბოლოს 1 000 ლ.) მიხედვით გაანგარიშებული იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა განკარგვადი თანხა. სალაროს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფულის ნაშთის და ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა დააფიქსირა განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ სალაროს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფულის ნაშთის და ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფულის ნაშთის და ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით, გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საწვავის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმებით დადგინდა დაუდეკლარირებელი საქონლის ნაშთი (ბენზინი) 194 805 ლიტრის ოდენობით, რომელიც შემოწმებით მიწოდებულად განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციაში საბითუმო/საცალო წილის პროპორციულად მისსავე დოკუმენტებში დაფიქსირებული გასაყიდი ფასების მიხედვით. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 000 კგ. თხევადი აირი, ასევე, გაზგასამართი სადგურის ინვენტარი. აღნიშნული ინვენტარი გადამხდელმა ერთ თვეში გაყიდა სხვა კომპანიაზე, ხოლო შეძენილი აირიდან დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 000 კგ. საწვავი. შემოწმების პროცესში სარეალიზაციო პუნქტებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გადამხდელს საწვავის ნაშთი არ აღმოაჩნდა, რის გამოც დარჩენილი 9 000 კგ. თხევადი აირი ჩაითვალა რეალიზებულად იმ პერიოდში, როცა მოხდა მიღებული ინვენტარის (გაზგასამართი სადგურის მოწყობილობა) რეალიზაცია. აღნიშნული ბრუნვა დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს.

2. სალაროს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფულის ნაშთის და ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.