ბრძანება N 12040

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.05.2023
№ დოკუმენტი 12040
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 12040

31.05.2023

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(მის:"-------" )

2023 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი N55) განიხილა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") N78117/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის NCB1456145 და NCB1456147 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და განმარტავს, რომ დროებით იმყოფებოდა მეგობრის მაღაზიაში, რა დროსაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და სამართალდარღვევის ოქმებზე მოაწერინეს ხელი. მომჩივანი აცხადებს, რომ არაფერი აკავშირებს აღნიშნულ მაღაზიასთან და ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო NCB1456147 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, "-------"-ს (ს/ნ "-------") ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. "-------" ) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის N6257 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ "-------"-ს (ს/ნ "-------") მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებელი (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) არ იყო განთავსებული მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა NCB1456147 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 100 ლარის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციის სახითა განესაზღვრა ,,გაფრთხილება“.

როგორც სადავო NCB1456145 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, "-------"-ს (ს/ნ "-------" ) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. "-------") საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის N6257 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 5 აპრილს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 10 ლარის ღირებულების პროდუქციაზე (ყვავილის თაიგული) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნულის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა NCB1456145 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის 200 ლარის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციის სახით განესაზღვრა ,,გაფრთხილება“.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით "-------"-მ (ს/ნ "-------") 2023 წლის 5 მაისს შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით რეკვიზიტის ცვლილების თაობაზე. კერძოდ, გვარი - ,,------“ შეიცვალა გვარი ,,-----“-თი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო NCB1456147 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე.

სადავო NCB1456145 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტის ფუნქციონირება საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი:

ა) პირს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა;

ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ ის არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში კონკრეტული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით;

გ) სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა;

დ) სსა-ზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.

სადავო ოქმებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273- ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, ამასთან, საჩივარს თან არ ერთვის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება NCB1456147 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო NCB1456145 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა რა დროსაც,საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებელი არ იყო განთავსებული მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 100 ლარის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციის სახითა განესაზღვრა ,,გაფრთხილება“.

შემდგომ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც გადამხდელის მიერ არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის 200 ლარის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციის სახით განესაზღვრა ,,გაფრთხილება“.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

291