ბრძანება N 19993

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 19993
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19993

14 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ "------" (პ/ნ "-------" )

(მის.: "-------")

2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა ფ/პ "-------" -ის (პ/ნ "-------" ) №82814/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №081-144 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კანონმდებლობის არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის N13185 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ "------" -ის (პ/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 19 ივლისის №17563 ბრძანება და ამავე თარიღის №081-144 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 25 148 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 457 ლარი, ჯარიმა 7 228 ლარი, საურავი 3 463 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით: შემოწმებით გაანალიზდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ფ/პ "------" -ის (პ/ნ "------") და მისი მეუღლის ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მათ საკუთრებაში რეგისტრირებული მოძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები (სეს ესნ 8703). აღნიშნულის ანალიზის შედეგად დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელს და მის მეუღლეს შესამოწმებელ პერიოდში "-------"-სა და "-------"-ში გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ფ/პ "-------" -ის და მისი მეუღლის ფ/პ "------"-ის ყოველწლიური შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ მიუხედავად ვალდებულებისა "------"-ს და მის მეუღლეს ქონების გადასახადთან დაკავშირებით დეკლარირება არ განუხორციელებიათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ქალაქ "-------" -ში , "-------" -ის ქუჩა N 50-52/ "-------" -ის ქუჩა N13-15-ში გააჩნია ორი საცხოვრებელი ფართი და ერთი სარდაფი, საიდანაც ერთი საცხოვრებელი ფართი შეძენილი აქვს 2019 წლის 23 იანვარს და რეალიზებული აქვს 2022 წლის 15 ივნისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქონების გადასახადის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ნაყიდობის ხელშეკრულებების ფასის მიხედვით და განისაზღვრა "------"-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება (ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ღირებულებების საშუალო ღირებულების შესაბამისად). ასევე, ფ/პ "------"-ს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი "------"-ში , კარტალი 1 კორპუსი 6ა-ში, რომელიც რეალიზებული აქვს 2021 წლის 17 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 43 500 დოლარად. აღნიშნულის მიხედვით, შემოწმების მიერ მოხდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება (BMW "-------" VIN: "------"), რომლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლათფორმებზე რეგისტრირებული იდენტური მახასიათებლის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გაცხადებული ფასების მიხედვით.

იმის გათვალისწინებით, რომ ფ/პ "------" -ის ოჯახის შემოსავალმა 2019 წელს შეადგინა 121 044 ლარმა, 2020 წელს 129 365 ლარმა და 2021 წელს 106 419 ლარმა, ხოლო ფ/პ "------"-ს და ფ/პ"------"-ს ქონების გადასახადის დეკლარირება არ განუხორციელებია, შემოწმებით პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს კანონმდებლობის არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს და მის მეუღლეს შესამოწმებელ პერიოდშიგააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა. მომჩივანის და მისი მეუღლის ყოველწლიური შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს.ასევე,დგინდება, რომ მიუხედავად ვალდებულებისა მათ ქონების გადასახადთან დაკავშირებით დეკლარირება არ განუხორციელებიათ.

შემოწმებით პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

201,205,269(7),270,275.