გადაწყვეტილება №24265/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24265/2/2024
12 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (ს/ნ "----------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ,,--------“-ის 7.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24265/2/2024).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №ELC26402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №ELC26403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №EL7777/383 (№081-383) საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18275 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 659.27 ლარი (26.10.2023 წლის №EL7777/383 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი: 2 479.5
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 2 340
იმპორტის გადასახადი - 139.5
საურავი - 179.77
დარიცხული თანხა: 3 479.5 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 1 000 ლარი ( 26.10.2023 წლის №ELC26403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი)
ჯარიმა - 2 479.5 ლარი (26.10.2023 წლის №ELC26402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს 26.10.2023 წლის №ELC26403 და №ELC26402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები, ხოლო №EL7777/383 საგადასახადო მოთხოვნით საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი.
სადავო აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.08.2024 წლის №18275 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით:
10. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №"-------" წერილით, შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18275 ბრძანება გადასახადის გადამხდელს საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, 2-ჯერ გაეგზავნა წერილობითი ფორმით (7.08.2024 წელს და 9.09.2024 წელს) საჩივარში მითითებულ მისამართზე ("-------") და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა (უკუგზავნილზე მითითებულია შემდეგი მიზეზები: „მისამართზე არავინ იყო, დავტოვე შეტყობინება“, „მისამართი არასრულია, კორპუსია ამ ნომერში“), ამასთან, ვინაიდან მომჩივანი არ ფიქსირდებოდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებულ მომხმარებლად, შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე განახორციელა 7.08.2024 წლის №18275 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 25.09.2024 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა წელს 15.10.2024 წელს.
აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.11.2024 წელი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია 7.11.2024 წელს (საფოსტო დაწესებულებაში წარდგენილია 5.11.2024 წელს). შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
აღნიშნულის თაობაზე მომჩივანთან 11.11.2024 წელს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია და ეთხოვა წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, თუმცა მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რაც შეიძლება გამხდარიყო დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 26.10.2023 წლის №ELC26403 და №ELC26402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები, ხოლო №EL7777/383 საგადასახადო მოთხოვნით საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი.
სადავო აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.08.2024 წლის №18275 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301.