ბრძანება N 5969
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5969
27.03.2023
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 8 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 8 თებერვლის №67845/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №081-359 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრას. განმარტავს, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ შეძლო ბუნებრივი რესურსის მოპოვება, ადგილობრივი მოსახლეობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და მას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა სხვა ალტერნატიული მისამართის მოძიება. ------------ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის ბრძანებით ცვლილება შევიდა 2013 წლის ბრძანებაში და შეიცვალა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილი, გაუქმდა ლიცენზია №---------- და გაიცა ახალი ლიცენზია №----------. ახალი ლიცენზიის პირობების შესაბამისად მას არ აურიდებია ვალდებულებებისთვის თავი, რაც დასტურდება 2021 წლის პირველი და მეორე ექვსთვიანი სავადო ბუნებრივი რესურსების მოსაკლრებლის დეკლარირებით. მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №34969 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 8 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 20 დეკემბრის №39332 ბრძანება და ამავე თარიღის №081-359 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 143 274 ლარი, მათ შორის მოსაკრებელი 69 960 ლარი, ჯარიმა 34 980 ლარი და საურავი 38 334 ლარი.
ორის მოსაკრებელი 69 960 ლარი, ჯარიმა 34 980 ლარი და საურავი 38 334 ლარი. ზემოაღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 29 აპრილის №10858 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 22 სექტემბრის №16643/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №10858 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ---------- 2013 წლის 23 სექტემბერსა და 2018 წლის 3 დეკემბერს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები №---------- და №----------, რომელთა მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის სახეობა და მოცულობა განესაზღვრა შემდეგნაირად: ლიცენზია მოქმედებს 5 წლის განმავლობაში და სასარგებლო წიაღისეულის (ანდეზიტო ბაზალტის) ჯამური მოსაპოვებელი ოდენობა ხუთი წლის განმავლობაში არის 266 000 მ 3 . 2013 წელს აღებულ ლიცენზია №----------ზე გაცემული მოპოვების გეგმა გადამხდელის მიერ გაწერილია შემდეგნაირად: 2013-2014 წლები დაეთმო მოსამზადებელ სამუშაოებს, 2015 წელს 30 000 მ 3 -ს მოპოვება, 2016 წელს 60 000 მ 3 -ს მოპოვება, 2017 წელს 80 000 მ 3 -ს მოპოვება და 2018 წელს 96 600 მ 3 -ს მოპოვება. 2018 წლის 3 დეკემბრის ლიცენზიაზე --------------განცხადების საფუძველზე დამტკიცებულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---------- ლიცენზიით გათვალისწინებულია სასარგებლო წიაღისეულის (ანდეზიტო-ბაზალტის) ათვისების გეგმა, 2019-2020 წლები დაეთმო მოსამზადებელ სამუშაოებს, ხოლო მოპოვებას იწყებს 2021 წლიდან და რაოდენობები განაწილებულია შემდეგნაირად: 2021 წელს 80 000 მ 3 , 2022 წელს 90 000 მ 3 , 2023 წელს 96 000 მ 3 . შედეგად გადამხდელს განესაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის,კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, ანდეზიტი - 0,6 ლარი.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში - 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, - ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2013 წლის 23 სექტემბრის №--------- ლიცენზიის ჯამური მოსაპოვებელ რაოდენობიდან (266 000 მ 3 ) შესამოწმებელ პერიოდში ვერ მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული მოსახლეობის პროტესტის გამო. 2018 წლის 3 დეკემბერს იმავე მოცულობაზე გამოიცა ახალი №------------ ლიცენზია, ვინაიდან ცვლილება შევიდა ----------- რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის №01-01- 3/474 ბრძანებაში, რომლის მიხედვით, ი/მ------------ გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 23 სექტემბრიდან გაგრძელდა 5 წლით, ჯამური მოპოვება ლიცენზიის პერიოდში განესაზღვრა 266 000 მ 3 და შესაბამისად, ამ ბრძანებით გაუქმდა 2013 წლის 23 სექტემბრის №----------- ლიცენზია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ------------ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის №01-01- 3/474 ბრძანებაში ცვლილების შესვლამდე და ახალი ლიცენზიის გაცემამდე პერიოდში მოქმედი ათვისების გეგმით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის, შემოწმების შედეგად დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ი/მ ---------- (ს/ნ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, --------- რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 3 დეკემბრის №01-01- 3/474 ბრძანებაში ცვლილების შესვლამდე და ახალი ლიცენზიის გაცემამდე პერიოდში მოქმედი ათვისების გეგმით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის, შემოწმების შედეგად დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრას. განმარტავს, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ შეძლო ბუნებრივი რესურსის მოპოვება.
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა,2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით.რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა გადასახდელი თანხა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43(4) ნორმას;საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლს.