ბრძანება N 1648
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1648
01.02.2023
"------" (პ/ნ ------- )
(მის:--------- )
2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა "-------" (პ/ნ -------) №--------- საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 დეკემბრის №21-10-20/112566 გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ჩინური საიტიდან იწერს ნივთებს მისი ოჯახისთვის - დედისთვის, მამისთვის, ძმისთვის, დისთვის, მათი შვილებისთვის და პირადი მოხმარებისთვის. საფოსტო გზავნილში განთავსებული ნივთების ღირებულება არ აჭარბებს 300 ლარის და განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის. შესაბამისად, უსამართლოდ მიაჩნია მომსახურების საფასურისა და გადასახდელის გადახდა
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 დეკემბრის №21-10-20/112566 გადაწყვეტილება და ამანათზე გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 6 დეკემბერს საბაჟო დეპარტამენტს "-------" მიმართა №------- განცხადებით და ითხოვა საფოსტო გზავნილებით შემოტანილი 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.
2022 წლის 10 დეკემბრის №21-10-20/112566 გადაწყვეტილებით მომჩივანს ეცნობა, რომ აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
შესაბამისად, სადავო 2022 წლის 10 დეკემბრის №21-10-20/112566 გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე იმ საფუძვლით, რომ "-------" (პ/ნ --------) კუთვნილი საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონელი, განვლილ პერიოდში მის მიერ იმპორტირებული საქონლის თაობაზე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, საქონლის იმპორტი დაექვემდებარა იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონელი, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსეობს და საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონლის იმპორტი ექვემდებარება იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას.
ამდენად, მომჩივნისთვის საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე საბაჟო დეპარტამენტის უარი მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 დეკემბრის 21-10-20/112566 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. "------"(პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.