ბრძანება N 14335

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.06.2023
№ დოკუმენტი 14335
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14335

21 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 26 იანვრის №13250/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტ

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება დანაკლისის აუსახველობის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2019 წლის თებერვლის კამერალური საგადასახადო შემოწმების დროს შემმოწმებლისთვის მიწოდებულ სააღრიცხვო პროგრამაში არ იყო ჩამოწერილი 2019 წლის თებერვლის თვეში შპს „----------“ გახარჯული სმფების ღირებულება (შპს „----------“ მიერ შპს „----------“ გაწეული მომსახურება თავის მხრივ გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით). იმ ფაქტს, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში გაწეული მომსახურება არ იყო აღრიცხული პროგრამულ უზრუნველყოფაში ადასტურებს 2020 წლის 25 თებერვალს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც. აცხადებს, რომ 2019 წლის 28 თებერვალს გაფორმებული შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება საწარმოს მიერ 324 464 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი, სადაც მასალების ღირებულებაა 193 805 ლარი, რომელიც 2019 წლის 1 მარტის მდგომარეობით არ იყო ჩამოწერილი სმფების ნაშთიდან. აქედან გამომდინარე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტის თვის კამერალური საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს საბოლოო მონაცემებს და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17833 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 მარტის №7147 და 2019 წლის 30 დეკემბრის №47191 ბრძანებებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33686 ბრძანება და ამავე თარიღის №005–223 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 208 ლარი, მათ შორის გადასახადი 36 609 ლარი, ჯარიმა 18 273 ლარი და საურავი 10 326 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 მარტის №7147 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------" (ს/ნ ----------) კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ის ნაწილში, რომლის ფარგლებშიც შემოწმებამ გადამხდელისგან გამოითხოვა სააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებული სმფ-ების დამოწმებული (ხელმოწერილი) ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2019 წლის პირველი მარტისთვის), რაც წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეადგენდა 632 550 ლარს). ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №47191 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე, დღგ-ის ნაწილში, რომლის ფარგლებშიც შემოწმებამ გადამხდელისგან გამოითხოვა ინფორმაცია საააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებული სმფ-ების ნაშთებისა და სმფ-ების მოძრაობის შესახებ 2019 წლის პირველი მარტიდან 2019 წლის პირველ აპრილამდე პერიოდზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციით სმფ-ის ნაშთმა 2019 წლის პირველი მარტისთვის შეადგინა 425 566 ლარს. 2019 წლის 30 დეკემბრის №47191 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით, სმფ-ების სხვაობა (632 550 - 425 566) ლარი განხილულ იქნა დანაკლისად და ვინაიდან შემოწმება ჩატარდა მხოლოდ 2019 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე, დღგ-ის ნაწილში, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აღნიშნული საკითხი გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, თუმცა საჩივრები არ დაკმაყოფილდა და დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

მიმდინარე საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისი არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 97-ე, 983 მუხლებით და 2020 წლის 2 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით (წინა საგადასახადო შემოწმებით) დადგენილი დანაკლისი, 206 984 ლარის ოდენობით, დაბეგრა მოგების გადასახადით 2019 წლის მარტის თვეში. შედეგად, მიმდინარე საგადასახადო შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

ამავე მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 2020 წლის 2 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილი სმფ-ების სხვაობა 2019 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში განხილულია დანაკლისად და დაბეგრილია დღგ-ით, რაც შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 21 ოქტომბრის №31533 ბრძანებით მიჩნეულია მართლზომიერად. ამასთან, მიმდინარე საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის 2 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით 2019 წლის მარტის საანგარიშო პერიოდით დადგენილი დანაკლისი არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა მოგების გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება დანაკლისის აუსახველობის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა სხვაობა, რომელიც განხილული იქნა დანაკლისად. გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა მოგების გადასახადით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 97-ე, 983 მუხლებით დადგენილი დანაკლისი, დაბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 983; 275