ბრძანება N 26632
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26632
19 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ქ. ----------)
2024 წლის 6 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) №93214/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ოქტომბრის №189022 და 26 ნოემბრის №189026 სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და ითხოვს მათ ბათილობას. აცხადებს, რომ პირველი შეტყობინების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობა აუდიტის დეპარტამენტს, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარუდგენდა მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ვინაიდან წერილში მითითებული პირები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, ხოლო მეორე შეტყობინების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინა ორი პირის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია და მიუთითა, რომ დანარჩენ პირებზე დოკუმენტაციას წარადგენდა შეძლებისდაგვარად მოკლედ ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №---------- წერილით გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის თანახმად, დაევალა წარმოედგინა კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის წერილობითი განმარტებები (დამოწმებული მეორე მხარის მიერ). აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2024 წლის 16 აგვისტოს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია. დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ 2024 წლის 29 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189022.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ოქტომბრის №---------- წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს ხელახლა დაევალა წარმოედგინა კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის წერილობითი განმარტება, დამოწმებული მეორე მხარის მიერ. წერილი გადამხდელს ჩაბარდა 2024 წლის 6 ნოემბერს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, რის შედეგადაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართ 2024 წლის 26 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189026.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №---------- და 31 ოქტომბრის №---------- წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და ითხოვს მათ ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს და 31 ოქტომბრის წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2024 წლის 16 აგვისტოს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279.