ბრძანება N 8987
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8987
18 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------)
(მის.: -------------------------------------)
2024 წლის 20 მარტის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------) 2024 წლის 20 მარტის №47634/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით და პერიოდების შესაბამისად საკასო ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრა არაგონივრული ნაშთი, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. მომჩივანი მიუთითებს, რომ 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“. მომჩივანი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას, სადავო საკითხის შესწავლას შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №24205 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №42308 ბრძანება და ამავე თარიღის №259-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 80 813 ლარი, მათ შორის, გადასახადი 27 580 ლარი, ჯარიმა 27 580 ლარი და საურავი 25 653 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №13603 ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------) 2022 წლის 17 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №13603 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრდა შემოსავლები სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №4798 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და მიმდინარეობს საქმის განხილვა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში“. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა არ არის დასრულებული და სადავო საკითხის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დავის განახლების პირობები, რადგან დავა ისედაც მიმდინარეა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა 2023 წლის 14 მარტის №4798 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ იმ გარემოებაზე, რომ შპს „-------“-მა 2023 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით შპს „--------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №259-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას, სადავო საკითხის შესწავლას შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №24205 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ №42308 ბრძანება და №259-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 80 813 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის №13603 ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის №13603 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა №259-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრდა შემოსავლები სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4798 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №259-15 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და მიმდინარეობს საქმის განხილვა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მომჩივანის საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის №259-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:301( „ი“ და „ზ“);