გადაწყვეტილება №20244/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20244/2/2023
26 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 12.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20244/2/2023).
დავის საგანი:
დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №011-8034 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14834 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 388.6 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა, 16.06.2023 წელს, დაგვიანებით წარადგინა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რაზეც 16.06.2023 წლის №011-8034 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14834 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და მისი შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14834 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 274-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ: მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და მისი შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ 15.06.2023 წელს 25 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციის გაგზავნის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ (მისგან დამოუკიდეველი მიზეზების გამო - უთითებს ტექნიკურ ხარვეზზე). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა დაგვიანებით წარადგინა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაცია. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 274- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივანი განმარტავს, რომ 15.06.2023 წელს 25 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციის გაგზავნის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ (მისგან დამოუკიდეველი მიზეზების გამო - უთითებს ტექნიკურ ხარვეზზე).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.
მომჩივნის პოზიციასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვა გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს. მიღებული პასუხიდან (5.09.2023 წლის N 88756-21-08 წერილი), ირკვევა, რომ მომჩივანმა, 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაცია შექმნა 15.06.2023 წლის 23:45:04 საათზე და გადააგზავნა 16.06.2023 წლის 00:11:05 საათზე 01N------ ნომრით, სისტემაში აღნიშნული დეკლარაციის გადმოგზავნის მცდელობა არ ფიქსირდება.
საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელს უკვე გადახდილი აქვს 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა და ამჟამად პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №011-8034 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა, 16.06.2023 წელს, დაგვიანებით წარადგინა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რაზეც 16.06.2023 წლის №011-8034 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14834 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და მისი შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14834 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 274(1), 269(7).