სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ბრძანება 31.01.2007
№ დოკუმენტი 150
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება № 150

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ „ო.ა“ „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, 43 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-6 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის შენიშვნის მე-19, მე-20, 232 პუნქტების, მე-7 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

1. დამტკიცდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინსტრუქცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

4. ინსტრუქციის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2013 წლის 1 აგვისტომდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №225 - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

 

ი. მერაბიშვილი

 

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინსტრუქცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1.

1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომ − ინსტრუქცია) განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის წესსა და პირობებს.

2. ეს წესი აგრეთვე ადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი (მაგრამ არანაკლებ 90 კალენდარული დღისა) უცხოეთში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

21.ეს ინსტრუქცია აგრეთვე ადგენს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ზონის პროცედურებში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

3.ეს ინსტრუქცია დამატებით ადგენს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი და მათთვის ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესს.

31.ეს ინსტრუქცია დამატებით ადგენს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის „ზ-ი" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესს.

32.ეს ინსტრუქცია ასევე ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაციისას ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირდება ქონების მიმღებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №225 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №531 - ვებგვერდი, 31.10.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

მუხლი 2. ამ ბრძანების ტერმინების მოქმედების არეალი

ამ ბრძანებაში გამოყენებული ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ ამ ბრძანებით განსაზღვრული ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 3. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1.სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2.სატრანსპორტო საშუალება ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.

21. ნომრიანი აგრეგატი – სატრანსპორტო საშუალების ძრავი, ძარა, შასი.

3.რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.

31.დროებითი რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დეკლარანტზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადით, დროებით რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება.

4. სარეგისტრაციო ნიშნები - რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, დროებითი მოწმობა, სატრანზიტო სანომრე ნიშანი, შიდა ტრანზიტი, ტექნიკური ტალონი, „TEST“ ნომერი.

41. გადაფორმება – რეგისტრაციაში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემასთან.

42. სარეგისტრაციო მოწმობა – რეგისტრაციის შედეგად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დადგენილი ნიმუშის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ფაქტს და რომელშიც ასახულია სარეგისტრაციო მონაცემები.

5. რეგისტრაციაში ცვლილებები – შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა.

51. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს მომსახურების (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების) გაწევა.

6. მესაკუთრე – დაინტერესებული პირი, რომლის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით.

61. მოსარგებლე – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით. ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში მოსარგებლედ ასევე მიიჩნევა ლიზინგის მიმღები.

საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით. ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, მოსარგებლედ ასევე მიიჩნევა ლიზინგის მიმღები.

7. ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

8. იურიდიული პირები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

81. (ამოღებულია - 22.12.2020, №178).

82. (ამოღებულია - 22.12.2020, №178).

9. (ამოღებულია - 26.03.2021, №27).

10. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, აგრეთვე მათი დამხმარე ტექნიკური საშუალებები, მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

111. მოტოციკლი – ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (ეტლით ან მის გარეშე), რომლის ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3 -ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-ს.

112. მსუბუქი მოტოციკლი – მოტოციკლი, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3 -ს, მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,1 კვტ/კგ-ს.

113. მოპედი – ორ-ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3-ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს.

114. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3-ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს.

115. სპორტული დანიშნულების ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

12. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.

13. პირველადი რეგისტრაცია - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.

14. დამხმარე ტექნიკური საშუალება - სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემადგენელი დამხმარე საშუალებები, რომელზეც არ გაიცემა სანომრე ნიშანი.“

15. ტექნიკური ტალონი – სპეცტექნიკის დამხმარე ტექნიკური საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი 4).

16. მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ნახევარმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი.

17. საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე – მექანიკური სატრან-სპორტო საშუალების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირო-ბებს: ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ფარგლებს გარეთ; არ არის რეგისტრირებული საქართველოში; დროებით არის შემოყვანილი საქართველოში.

18. დათვალიერება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება;

181. დათვალიერების აქტი –

ა) სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი (ფორმა 1), რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით;

ბ) სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტი.

182. საექსპერტო შემოწმება – სააგენტოს სპეციალისტის მიერ სატრანსპორტო საშუალებისა და თანხმლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური და სასაქონლო შემოწმების გზით, დეკლარირებისა ან/და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა, შესაბამისი აქტის შედგენა.

183. სპეციალისტი – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც სააგენტოს დებულების ან/და სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებას.

184. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს კუთვნილი ან მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომელშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები.

19. მსუბუქი ავტომობილი − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.

20. სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.

21. პიკაპი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომლის ღია სატვირთო ნაწილი გამოყოფილია სამგზავრო ნაწილისაგან სტაციონარული ტიხარით.

22. ფურგონი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარა და გააჩნია მძღოლის და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გამყოფი ტიხარი.

23. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი – მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც გამავლობის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით გააჩნია სპეციალური სისტემები და აგრეგატები.

24. კაბრიოლეტი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი ჩასაწევი ფანჯრები.

25. ფაეტონი – მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ძარით, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

26. ფაეტონ უნივერსალი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ან სახსნელი ტენტი და კარებზე დაყენებული გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

27. როდსტერი – მსუბუქი ორადგილიანი ავტომობილი ღია ძარით და დასაკეცი სახურავით.

28. ბრეგამი – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ წინა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

29 ლანდო – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ უკანა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

30. ტარგა – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც ეხსნება სახურავის შუა ნაწილი.

31. ვენი – გაზრდილი ტევადობის, უნივერსალური ძარას მქონე მსუბუქი ავტომობილი.

32. კუპე – მსუბუქი ავტომობილი ორ ან სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარათი, ორი გვერდითი კარით და ვიწროგაბარიტიანი უკანა სავარძლით.

33. ლიმუზინი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც წინა სავარძლების შემდეგ გააჩნია ტიხარი გასახსნელი ფანჯრით.

34. ფასტბეკი – ორი ან ოთხკარიანი მსუბუქი ავტომობილი უკან თანაბრად დახრილი სახურავით.

35. უნივერსალი – ორნაკვეთურიანი მსუბუქი ავტომობილი, ორი ან ოთხკარიანი ძარათი და სრულგაბარიტიანი სავარძლების ორი მწკრივით.

36. ჰეტჩბეკი – მსუბუქი ავტომობილი ორნაკვეთურიანი ძარათი და უკანა კარით, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრთა გადასაყვანად, ან ტვირთის გადასაზიდად (უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში).

37. სედანი – მსუბუქი ავტომობილი სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარითა და ორი ან ოთხი გვერდითი კარით.

38. სპეციალური მსუბუქი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

39. ბორტიანი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილი ბორტიანი პლატფორმით.

40. უნაგირა საწევარა – საწევარი, ავტომობილი გამწევი, რომელსაც გააჩნია უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობა ნახევარმისაბმელთან შესაერთებლად და არ გააჩნია ტვირთის გადასატანი საკუთარი ძარა.

41. თვითმცლელი – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

42. ცისტერნა – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

43. სატვირთო ფურგონი – სატვირთო ავტომობილი, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო, დახურული, სპეციალიზებული ძარა და რომელსაც მძღოლისა და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გააჩნია გამყოფი ტიხარი.

44. სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

45. სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

46. სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ტვირთისა და მგზავრთა გადასაყვანად და გააჩნია მძღოლის ადგილის ჩათვლით რვაზე ნაკლები სამგზავრო ადგილი.

47. მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილის შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე.

48. სატვირთო ავტომობილის მისაბმელი და ნახევარმისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილის შემადგენელი ტვირთის გადასატანი სატრანსპორტო საშუალებები ძრავას გარეშე.

49. ბორტიანი მისაბმელი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ბორტიანი პლატფორმით.

50. თვითმცლელი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

51. ცისტერნა მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

52. ფურგონი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული მისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარათი.

53. სპეციალიზებული მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

54. სპეციალური მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

55. სამგზავრო მისაბმელი – მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

56. ბორტიანი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის საერთო დანიშნულების მქონე ნახევარმისაბმელი ბორტიანი პლატფორმით,57. თვითმცლელი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

58. ცისტერნა ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარით, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

59. ფურგონი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული ნახევარმისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარით.

60. სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

61. სპეციალური ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

62. სამგზავრო ნახევარმისაბმელი – ნახევარმისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

63. მუხლუხა კომბაინი – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

64. თვლიანი კომბაინი – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

65. მუხლუხა ტრაქტორი – მუხლუხა საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

66. თვლიანი ტრაქტორი – თვლიანი საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

67. პნევმოთვლიანი საწევარი – ერთი ან ორღერძიანი საბაზო მანქანა, რომელიც განკუთვნილია საბმელ (ერთღერძიანის შემთხვევაში) და საბმელ და კიდულ (ორღერძიანის შემთხვევაში) მუშა მოწყობილობებთან ერთად სამუშაოდ.

68. მუხლუხა სატვირთველი მანქანა – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

69. თვლიანი სატვირთველი მანქანა – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

70. თვითმავლი ამწე – ავტომობილის შასისაგან განსხვავებული შასის მქონე თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო მასალების გადასაადგილებლად, დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოების შესასრულებლად.

71. ექსკავატორი – მიწისმთხრელი მანქანა, რომელიც მუშა მოწყობილობის მოქმედების ზონაში ასრულებს მასივიდან გრუნტის ამოთხრის და გადაადგილების ოპერაციას, მისი დაყრის, ან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისათვის.

72. ბულდოზერი – მანქანა, რომელიც განკუთვნილია მცირე მანძილზე მუშა ორგანოს წინ მიწის ზედაპირზე გრუნტის გადაადგილებით მისი შრეობრივი დამუშავებისათვის.

73. ბულდოზერ გამაფხვიერებელი – ბულდოზერი, რომელსაც დამატებით დამონტაჟებული აქვს მოწყობილობა მაგარი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

74. სკრეპერი – მიწის სათხრელ-სატრანსპორტო მანქანა ციცხვიანი მუშა მოწყობილობით, რომელიც განკუთვნილია გამწე ძალის მეშვეობით გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

75. გრეიდერი – მიწის სათხრელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მოძრავი ფარით, რომე-ლიც განკუთვნილია გაუყინავი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

76. გრეიდერ ელევატორი – მანქანა განკუთვნილი მატერიკულ ქანებში გაუყინავი გრუნტის ამოსათხრელად და საყარზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე დასაყრელად.

77. სატკეპნი – თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია გრუნტისა და სხვა ნაყარი მასალების გასამკვრივებლად.

78. საბურღი – თვითმავალი მანქანა გრუნტის საბურღი მოწყობილობით.

79. ხიმინჯსასობი – ხიმინჯების ჩასასობად განკუთვნილი თვითმავალი მანქანა.

80. სპეციალური მობილური – ზემოთ ჩამოთვლილი მანქანებისაგან განსხვავებული სხვა სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მანქანები.

81. ფერი – ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 21 პუნქტითა და დანართი №6-ით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების შეფერილობა.

82. საგადასახადო ორგანო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო ორგანო/ორგანოები. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.

821. საბაჟო ორგანო – საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო ორგანო/ორგანოები. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საბაჟო ორგანოს ფუნქციები.

83. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

84. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა – სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

85. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და ყადაღის რეგისტრაცია – საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის მიწოდების შედეგად მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვისა და დატვირთვის ელექტრონული (ავტომატური) რეგისტრაცია.

86. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება – სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების და მოწყობილობების მოხსნა ან/და კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ელემენტების და მოწყობილობების დაყენება ან/და კონსტრუქციული პარამეტრების შეცვლა, რომელთაც უშუალო გავლენა აქვთ მოძრაობისა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

87. ინსპექტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ახდენს სატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

88. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთების შესახებ.

89. უფლებრივი შეზღუდვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირებისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ (გარდა საგადასახადო გირავნობისა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია.

90. საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი – საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები (უფლებამოსილი საჯარო მოხელეები) და ადმინისტრაციული ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები), კერძო აღმასრულებლები.

91. თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაწილზე პირის საკუთრება.

92. რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) -„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), აგრეთვე „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-13 მუხლის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნები.

93. სატრანზიტო სანომრე ნიშანი − „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი სანომრე ნიშანი.

94. დროებითი სანომრე ნიშანი - შიდა ტრანზიტი, სატრანზიტო სანომრე ნიშანი და „TEST“ ნომერი.

95. სანომრე ნიშანი - რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და დროებითი სანომრე ნიშანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №897 - ვებგვერდი, 28.11.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 02.06.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №531 - ვებგვერდი, 31.10.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 ივნისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.06.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.02.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 18.07.2022წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

 

მუხლი 4.

1.ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა);

ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის;

გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;

დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები;

ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.

11. (ამოღებულია - 15.07.2022, №71).

2. ამ ინსტრუქციით დადგენილი გარემოების არსებობისას სავალდებულოა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებათა დროებითი რეგისტრაცია.

3. რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით შემოტანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება;

ბ) მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მოტოციკლისაგან განსხვავებული:

ბ.ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3;

ბ.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 3 კვტ-ს;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისაგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალება;

დ) სპორტული ავტომობილი, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა);

ე) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) გამოცალკავებული (მოხსნილი) ნომრიანი აგრეგატები, რომლებიც არ წარმოადგენენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს.

4. ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციამდე შეიძლება გაიცეს სპეციალური სანომრე ნიშნები (TEST) და დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 18.07.2022წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

 

მუხლი 5.

სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და სარეგისტრაციო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, შეადგინოს ან/და გამოსცეს შესაბამისი დოკუმენტი;

დ) რეგისტრაციის განსახორციელებლად გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზე აღრიცხოს სამართლებრივი დატვირთვა და უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) მესაკუთრის თხოვნით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით უზრუნველყოს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა შესაბამისი სამსახურებისათვის;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტუროს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობა;

ზ1) რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს უფლების გადაცემის ბარათი;

თ) განახორციელოს საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპორტო შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი აქტი;

თ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება;

ი1) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება;

კ) კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა (მათ შორის ციფრული ხელმოწერაც); ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ;

ლ) კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

ლ1 ) (ამოღებულია - 22.12.2020, №178).

ლ2) (ამოღებულია - 22.12.2020, №178).

მ) გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

მუხლი 51. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

მუხლი 6.

1. სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო საქმისწარმოების (შემდგომ – საქმისწარმოება) დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნა, უფლების გადაცემის ბარათის წარმოდგენა ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, აგრეთვე, დაინტერესებული პირის ზეპირი მოთხოვნა ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული ან/და მატერიალური სახის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას შედგენილ/გამოცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილი ან შენახული (მათ შორის, საარქივო მასალა) იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

4. რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტები ინახება სამი წლის ვადით.

5. რეგისტრაცია არ განხორციელდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ქსეროასლები ან ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.

6. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სხვა ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის მიღებაზე, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული არ არის, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არი ს დადგენილი.

7. თუ პირმა არ იცის ის ენა ან მისი დამწერლობა, რომელზეც შედგენილია დოკუმენტი, იგი ხელს აწერს იმ ენაზე, რომელიც მან იცის.

8. სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

9. საქმისწარმოების მიზნებისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტები დაინტერესებული პირის მიერ სააგენტში წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით. სააგენტო უფლებამოსილია არ მოთხოვოს დაინტერესებულ პირს დოკუმენტების (გარდა სარეგისტრაციო ნიშნებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) მატერიალური ფორმით წარდგენა ან მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ელექტრონული სახით, თუ:

ა) სააგენტოს ან/და სააგენტოს მიერ საქმისწარმოების მიზნებისათვის გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს წარმოსადგენ დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას;

ბ) წარმოსადგენი დოკუმენტი ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება სააგენტოში;

გ) დაინტერესებული პირი, სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გზით, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ატვირთული, მატერიალურად წარმოსადგენი დოკუმენტის ელექტრონული ეგზემპლიარის ან ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტის ასლის ხელმისაწვდომობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასაშვებია დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა.

10. ამ მუხლის მე-9 პუქნტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს არ გააჩნია მონაცემთა ბაზებში მოძიებული ინფორმაციის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ატვირთული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის გაკეთების ან ელექტრონული სახით შენახვის ვალდებულება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 11.10.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

მუხლი 7.

1. მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის შემთხვევაში – რეგისტრაცია, უფლების წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

გ) რეგისტრაციაში ცვლილებები ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილების შეტანის ან აღრიცხვიდან მოხსნა საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

11) დეკლარანტი ვალდებულია განახორციელოს:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) დროებით რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო დღიდან.

31. სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე (რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო) არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მხულის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების, აღრიცხვიდან მოხსნის, აგრეთვე დროებითი რეგისტრაციის განუხორციელებლობა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

 

მუხლი 8.

1. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები:

ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, მოსარგებლის, ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის უფლება ნივთზე (სატრანსპორტო საშულებაზე);

გ)რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ფარგლებში მონაწილე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი) და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

დ) რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი, რეგისტრაციის სახე და თარიღი;

ე) ინფორმაცია რეგისტრაციის შედეგად გაცემული ან/და სააგენტოსათვის ჩაბარებული სარეგისტრაციო ნიშნების შესახებ (სანომრე ნიშნის სერია და ნომერი, სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი და ა.შ);

ვ) სატრანსპორტო საშუალების:

ვ.ა) მარკა, ტიპი, მოდელი;

ვ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN, ძარის ნომერი, შასის ნომერი ან/და სააღრიცხვო ნომერი. ძარის ან/და შასის ნომრის აღრიცხვა სავალდებულო არ არის VIN-ის არსებობის ან სააღრიცხვო ნომრის მინიჭების შემთხვევაში);

ვ.გ) გამოშვების წელი;

ვ.დ) სრული მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ვ.ე) ნებადართული მაქსიმალური მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ვ.ვ) დაუტვირთავი მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ვ.ზ) ძრავის მოცულობა (მონაცემების ასახვა არ არის სავალდებულო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციისას);

ვ.თ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (კვტ-ობით) (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში);

ვ.ი) საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო;

ვ.კ) ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში);

ვ.ლ)ძრავის სიმძლავრე/წონის ფარდობა (კვტ/კგ-ობით) (მონაცემი აისახება მხოლოდ მოტოციკლის რეგისტრაციისას);

ვ.მ) სატრანსპორტო საშუალების ფერი;

ვ.ნ) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის ჩათვლით (სავალდებულოა მხოლოდ ავტობუსების რეგისტრაციისას);

ვ.ო) დასადგომი ადგილების რაოდენობა (მონაცემი აისახება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობას);

ზ) დადამღვის შემთხვევაში, ინფორმაცია დადამღული საიდენტიფიკაციო ნომრის ან სააღრიცხვო ნომრის შესახებ;

თ) ინფორმაცია სამართლებრივი დატვირთვის ან/და უფლებრივი შეზღუდვის შესახებ;

ი) რეგისტრაციის მიზნებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებისა, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დამატებით შესაძლებელია აისახოს:

ა) დაინტერესებული ფიზიკური პირის (მესაკუთრე, მოსარგებლე, დეკლარანტი, შეზღუდული ქმედუნარიანი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი) მობილური ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირი ან მოსარგებლეა – მისი წარმომადგენლის ან წარმომადგენლის მიერ მითითებული სხვა უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის შემთხვევაში – დაინტერესებული ფიზიკური პირის (გამსხვისებელის) მობილური ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ გამსხვისებელი იურიდიული პირი ან მოსარგებლეა – მისი წარმომადგენლის ან წარმომადგენლის მიერ მითითებული სხვა უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერი;

გ) საქმის წარმოების მიზნებისათვის და მის ფარგლებში მოპოვებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

21.თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალება შეფერილია ორ ან მეტ ფერში, დომინანტ ფერთა სპექტრიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემად შესაძლებელია მიეთითოს შემდეგი ფერები:

ა) კომუფლირებული;

ბ) კომბინირებული;

გ) ცვალებადი (ე.წ. „ქამელეონი“).

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, დომინანტი ფერების (მაგრამ არაუმეტეს ორისა) შესახებ ინფორმაცია აისახება დათვალიერების აქტში და ინახება ელექტრონული ფორმით.

3. (ამოღებულია - 26.03.2021, №27).

4.სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენა ხორციელდება სააგენტოში ელექტრონული ან/და მატერიალური სახით დაცული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, საქმის წარმოების მიზნებისათვის ან მის ფარგლებში სააგენტოსათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით წარდგენილი ან/და სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ან/და დოკუმენტაციით, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებით ან/და საექსპერტო შემოწმებით.

41.სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას და საექსპერტო შემოწმებისას, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დასადგენად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე დატანილი/ამოტვიფრული საიდენტიფიკაციო ნომერი, ფირნიში, ქარხანა-დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა, ცნობა ან სხვა დოკუმენტი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ან შეზღუდული სარგებლობის წყარო (ელექტრონული მონაცემთა ბაზა ან ინტერნეტ რესურსი), სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული იდენტური მარკა-მოდელის ტრანსპორტის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები, ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოსათვის და რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული მონაცემების დადგენა.

5.მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთ დღეს სხვადასხვა სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შემდგომი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს წინა რეგისტრაცი ისათვის შედგენილი დათვალიერების აქტის ან საექსპერტო შემოწმების საფუძველზე.

6.გარდა იმ შემთხვევისა, თუ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენა ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება სავალდებულოა:

ა) გადაფორმებისას;

ბ) რეგისტრაციაში ცვლილებების განსახორციელებლად, გარდა ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) (ამოღებულია - 15.07.2022, №71).

დ)ლიზინგის მიმღებზე სატრანსპორტო საშუალების (ლიზინგის საგნის) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისას;

დ1) სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას, თუ მას „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, საბაჟო საწყობის ან დროებითი შემოტანის პროცედურის განხორციელებისას არ ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება;

ე)ამ ინსტრუქციის 92 მუხლით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას.

7.სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება ტრანსოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით და მიზნად ისახავს დადგენილი წესით:

ა) საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების დადგენას;

ბ)კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების დადგენას;

გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის), აგრეთვე კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე, იძულებით განკარგვის წესით სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა და საბაზრო ღირებულების დადგენას;

დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა და საბაზრო ღირებულების დადგენას;

ე) დაზუსტებული/დადგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვას.

71.სააგენტო უფლებამოსილია საექსპერტო შემოწმებისას განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (საიდენტიფიკაციო ნომრის, ექსტერიერის, ინტერიერის ან სხვა) მინიმუმ სამი ფოტოს გადაღება და გადაღებული ფოტოების მონაცემთა ბაზაში შენახვა. ფოტოგადაღებას უზრუნველყოფს საპეციალისტი. სააგენტოს/სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება და არ შეადგინოს შესაბამისი დათვალიერების აქტი, თუ ავტროსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მოსარგებლე ან/და მისი წარმომადგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფოტოგადაღების წინააღმდეგია.

72.რეგისტრაციაში ცვლილება (გარდა გადაფორმებისა) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების გარეშე, თუ მესაკუთრე/მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არცერთი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი არ არის შეცვლილი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების შედეგად მონაცემთა ბაზაში და რეგისტრაციის მოწმობაში სატრანსპორტო საშუალების ზემო აღნიშნული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი აისახება უცვლელად. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს მესაკუთრის/მოსარგებლის, ან მისი წარმომადგენელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა. ამასთან მესაკუთრე/მოსარგებლე, ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია არ შეიყვანოს შეცდომაში სააგენტო და მიაწოდოს მას სწორი ინფორმაცია. სააგენტოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ჩაითვლება მესაკუთრის/მოსარგებლის მხრიდან რეგისტრაციის წესების დარღვევად.

8. საექსპერტო შემოწმებას სავალდებულო წესით ექვემდებარება:

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის საბაჟო პროცედურაში მისაქცევი ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

გ) ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით აღრიცხვიდან მოსახსნელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის), აგრეთვე კერძო აღმასრულებლის გადაწყვეტილებით, იძულებით განკარგვის წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ვ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საიდენტიფ იკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ვ1) სატრანსპორტო საშუალება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენა ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ. ამასთან, საექსპერტო შემოწმების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამის აქტს;

ზ) სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

თ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააღრიცხვო ნომრის დასადამღად;

ი) რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სპორტული დანიშნულების ავტომობილი.

81. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას ან/და საექსპერტო შემოწმობისას წარმოებს მექნიკური სატრანსპორტო საშუალების შემოწმება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზაში.

82. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა განახორციელოს დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

83. მხოლოდ რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის მიზნებისათვის ჩატარებული საექსპერტო შემოწმების დროს სპეციალისტის მიერ მოწმდება/დგინდება და შესაბამის აქტში შეიტანება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები.

84. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის ან დროებითი შემოტანის პროცედურაში ან რეექსპორტში მოსაქცევი სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების შედეგად სავალდებულოა შესაბამისი დათვალიერების აქტის (ფორმა 2) შედგენა, მაგრამ არაუგვიანეს შემოწმებიდან 60 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალისტის მიერ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულების დაანგარიშება ხორციელდება დათვალიერების აქტის შედგენისას.

9. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატანსპორტო საშუალების დათვალიერებას შეიძლება დაესწროს საექსპერტო შემოწმების განმახორციელებელი პირი.

91 . (ამოღებულია - 15.07.2022, №71).

92. (ამოღებულია - 15.07.2022, №71).

10. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, რეგისტრაციისათვის (შემდგომ რეგისტრაციამდე) განმეორებითი საექსპერტო შემოწმებას ან დათვალიერებას არ საჭიროებენ.

101. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც კონტროლის ზონაში გამოცხადებისათვის მიცემულ ვადაში ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება, გამოცხადების ვადის გასვლამდე, დამატებით საექსპერტო შემოწმებას არ საჭიროებს.

11. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუქტებით განსაზღვრული გარემოებებისას შედგენილი საექსპერტო აქტის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

12. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზასა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში კეთდება მითითება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან თანამესაკუთრის შესახებ, ხოლო მოსარგებლეზე რეგისტრაციისას მითითება - რომ იგი არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე.

13. სააგენტოს მონაცემთა ბაზა არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის შემადგენელი ნაწილი. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები/ინფორმაცია ელექტრონული სახით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირს.

14. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისთვის ან საექსპერტო შემოწმებისთვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდა, შესაბამისი საფასურის გადახდამდე იმავე სატრანსპორტო საშუალების შემდგომი დათვალიერება ან/და საქსპერტო შემოწმება არ განხორციელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 აპრილის ბრძანება №390-სსმIII, №49, 28.04.2010წ.; მუხ.730

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №661- ვებგვერდი, 22.08.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 11.10.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.02.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 18.07.2022წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 02.11.2022წ.

 

მუხლი 81.

1. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც:

ა) დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა;

ბ) შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი);

გ) შეცვლილი აქვს ნომრიანი აგრეგატი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეცვლილ (დაყენებულ) მონაკვეთზე დატანილია სხვა ნომერი, იგი უქმდება, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით „X“ სიმბოლოების დასმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:

ა) შეცვლილ (დაყენებულ) ნომრიან აგრეგატს გააჩნია ნომერი, იგი დამატებით აისახება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერებში;

ბ) შეცვლილ (დაყენებულ) ნომრიან აგრეგატზე დატანილია სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი), განხორციელდება მისი შენიშვნის სახით აღრიცხვა მონაცემთა ბაზაში და გაუქმდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით „X“ სიმბოლოების დასმით;

გ) შეცვლილ (მოხსნილი) ნომრიან აგრეგატზე ქარხანა-დამამზადებელი არ ითვალისწინებდა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრის გზით დატანას, მის სანაცვლოდ დაყენებულ შეცვლილ ნომრიან აგრეგატზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა არ განხორციელდება.

4. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოს თანამშრომლის მიერ, სააგენტოს ან/და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) გამოკვლევის და დადგენის (დაზუსტების) საფუძველზე.

41. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.

5. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება ამ ინსტრუქციის დანართი №9 განსაზღვრული ფორმით.

6. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის ადგილს განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელი.

7. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის საფუძველზე სააგენტოს მიერ გაიცემა ცნობა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის შესახებ.

8. გადაწყვეტილებას საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის თაობაზე იღებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რაც თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად დაინტერესებული პირი უარს აცხადებს საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე ან წარმოდგენილი არ იქნა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებაზე, დათვალიერებაზე და რეგისტრაციაზე.

10. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ არსებობს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის/დაზუსტების თაობაზე;

ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად ვერ დგინდება საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი);

გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის განხორციელებაზე;

დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) გადახდილი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური;

თ) ქარხანა-დამამზადებლის მიერ შესაბამისი მარკის და მოდელის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვალისწინებული არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრვის გზით დატანა;

ი) არსებობოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1007 - ვებგვერდი, 24.12.2012წ.

 

მუხლი 82.

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან მოთხოვნით უნდა დგინდებოდეს:

ა) დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ბ) დათვალიერებისათვის ან/და საექსპერტო შემოწმებისათვის განკუთვნილი თითოეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების:

ბ.ა) საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ.ბ) გამოშვების წელი;

ბ.გ) სადგომის ზუსტი მისამართი;

ბ.დ) რაოდენობა თითოეულ სადგომზე, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები განთავსებული არიან სხვადასხვა სადგომზე.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მოთხოვნისა, სააგენტოს უფლება აქვს დამატებით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თანხმლები დოკუმენტების წარმოდგენა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, საბაჟო/რეექსპორტის დეკლარაცია და სხვ.).

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს მისი მსუბუქი ავტომობილით გადადგილებას სააგენტოს სრუქტურული ერთეულის ტერიტორიიდან (ან უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფელიდან) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სადგომზე და უკან, აგრეთვე იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც შეიძლება დამატებით წარმოშვას აღნიშნული მომსახურების გაწევამ.

4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში სააგენტო განიხილავს მოთხოვნას. მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო დაინტერესებულ პირს ზეპირი ფორმით (მოთხოვნაში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით ან უშუალოდ, თუ დაინტერესებული პირი იმყოფება მოთხოვნის განმხილველ უფლებამოსილ პირთან) აცნობებს მომსახურების გაწევის თარიღსა და დროს, რომელიც არ უნდა სცილდებოდეს წერილობითი მოთხოვნის, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თანხმლები დოკუმენტების მიღების დღიდან რვა კალენდარულ დღეს. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნაში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გამოცხადებიდან და ფაქტობრივად შემოწმების/დათვალიერების დაწყებიდან 45 წუთს.

5. თუ სააგენტომ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის განხილვის ხუთდღიან ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის თაობაზე, ან/და დაინტერესებულ პირს არ ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ეს ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების თაობაზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას დაინტერესებული პირი წერლობით მოითხოვს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმის დასაბუთებას, სააგენტო ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი.

6. სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების განხორციელებაზე, თუ:

ა) დაინტერესებულმა პირმა არ წარმოადგინა წერილობითი მოთხოვნა მომსახურების გაწევის თაობაზე, ან წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლების რეალიზაციის შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის გადაადგილებას;

გ) ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

დ) დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნაში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს;

ე) არ არსებობს საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების სამართლებრივი საფუძველი;

ვ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე;

ზ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, მოთხოვნის მიმღები სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევის თაობაზე სხვა დაინტერესებული პირების მოთხოვნის სიმრავლის გამო მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება;

თ) დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტები;

ი)არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 83.

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ სააღრიცხვო ნომრის დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე:

ა) რომელზეც ქარხანა-დამამზადებლი არ ითვალისწინებს საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი), შასის ან ძარის ნომრის დატანას;

ბ) რომელზეც ქარხანა-დამამზადებლი ითვალისწინებს შასის ან ძარის ნომრის საღებავით დატანას;

გ) რომლის შასი ან ძარა რეგის ტრირებულია როგორც „უნომრო.“

2. გადაწყვეტილებას სააღრიცხვო ნომრის დადამღვის თაობაზე იღებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან. სააღრიცხვო ნომრის დადამღვა ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამღის დატანის ადგილს განსაზღვრავს დადამღვის განმახორციელებელი პირი. დადამღული სააღრიცხვო ნომერი უნდა შედგებოდეს 11 სიმბოლოსაგან (ლათინურ ასოთა და ციფრთა კომბინაციისაგან). სააღრიცხვო ნომრის თავში და ბოლოში დაიტანება სააგენტოს ლოგო. დადამღული სააღრიცხვო ნომერი აისახება სარეგისტრაციო მონაცემებსა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში.

21. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად დაინტერესებული პირი უარს აცხადებს სააღრიცხვო ნომრის დადამღვაზე, ან წარმოდგენილი არ იქნა სააღრიცხვო ნომრის დადამღვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებაზე და რეგისტრაციაზე.

4. სააღრიცხვო ნომრის დადამღვა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოება;

ბ) არ არსებობს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება სააღრიცხვო ნომრის დადამღვის თაობაზე;

გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის სააღრიცხვო ნომრის დადამღვის განხორციელებაზე;

დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სააღრიც ხვო ნომრის დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) გადახდილი არ არის სააღრიცხვო ნომრის დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური;

თ) არსებობს ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის სამართლებრივი საფუძვ ელი;

ი) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.

5. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა, სააღრიცხვო ნომრის დადამღვა შეიძლება განხორციელდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მოთხოვნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1007 - ვებგვერდი, 24.12.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.02.2021წ.

 

მუხლი 84.

1. დაინტერესებული პირის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სააგენტოსათვის გამჟღავნება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ინფორმაციის გამჟღავნებისათვის გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს დაინტერესებული პირის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის ნამდვილობა და სიზუსტე.

2. დაინტერესებულ პირს (ან მის წარმომადგენელს) უფლება აქვს ზეპირი ან წერილობითი ფორმით მოსთხოვოს სააგენტოს მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით გამჟღავნებული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა ან წაშლა. ზეპირი ფორმით მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ე.წ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ან სააგენტოს მიერ აღნიშნული დაინტერესებული პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ჩატარებული სხვა საქმის წარმოების ფარგლებში. წერილობითი ფორმით მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია სააგენტოში განცხადების შეტანის გზით. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირის მოთხოვნის სააგენტოში წარდგენამდე, სარეგისტრაციო ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ მონაცემი ითვლება ნამდვილად და ზუსტად. მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის ან წაშლის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ წარმოშობს სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში სააგენტო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან აცნობოს დაინტერესებულ პირს უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

მუხლი 9.

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისათვის დეკლარანტის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;

დ) დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

2. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი იურიდიული პირია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის განხორციელებისათვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დროებითი რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას რეგისტრაცია ხორციელდება დეკლარანტზე ისე, რომ არ ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირება. სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადით. დროებითი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო ბაზაში (სისტემაში) აღირიცხება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები:

ა) დეკლარანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი);

ბ) რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ფარგლებში მონაწილე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი) და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

გ) დროებითი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი და თარიღი;

დ) ინფორმაცია დროებითი რეგისტრაციის შედეგად გაცემული ან/და სააგენტოსათვის ჩაბარებული სარეგისტრაციო ნიშნების შესახებ (სანომრე ნიშნის სერია და ნომერი, სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი, ჩაბარებული უცხო ქვეყნის რეგისტრაციის ნომერი და ა.შ);

ე) სატრანსპორტო საშუალების:

ე.ა) მარკა, ტიპი, მოდელი;

ე.ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN, ძარის ნომერი, შასის ნომერი ან/და სააღრიცხვო ნომერი. ძარის ან/და შასის ნომრის აღიცხვა სავალდებულო არ არის VIN-ის არსებობის ან სააღიცხვო ნომრის მინიჭების შემთხვევაში);

ე.გ) გამოშვების წელი;

ე.დ) სრული მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ე.ე) ნებადართული მაქსიმალური მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ე.ვ) დაუტვირთავი მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ე.ზ) ძრავის მოცულობა (მონაცემების ასახვა არ არის სავალდებულო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციის შემთხვევაში);

ე.თ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (კვტ-ობით) (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში);

ე.ი) საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო;

ე.კ) ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში);

ე.ლ) ძრავის სიმძლავრე/წონის ფარდობა (კვტ/კგ-ობით) (მონაცემი აისახება მხოლოდ მოტოციკლის რეგისტრაციისას);

ე.მ) სატრანსპორტო საშუალების ფერი;

ე.ნ) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის ჩათვლით (სავალდებულოა მხოლოდ ავტობუსების რეგისტრაციისას);

ე.ო) დასადგომი ადგილების რაოდენობა (მონაცემი აისახება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობას);

ვ) დროებითი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების თარიღი;

ზ) ინფორმაცია სამართლებრივი დატვირთვის ან/და უფლებრივი შეზღუდვის შესახებ;

თ) დროებითი რეგისტრაციის მიზნებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

4. (ამოღებულია - 26.03.2021, №27).

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). უცხო ქვეყნის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად გაცემული მოწმობა და ნომერი დროებითი რეგისტრაციის ვადით შესანახად ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს.

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეკლარანტი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა. აღნიშნული ვალდებულის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი კარგავს დროებითი რეგისტრაციის შედეგად მინიჭებულ უფლებამოსილებას.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები სრულყოფილად არ შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისათვის საჭირო ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

8. დროებით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვა, ჩამოწერა ან უფლებრივი დატვირთვა დასაშვებია, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზასა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში მიეთითება, რომ რეგისტრაცია განხორციელდა ნივთზე მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №661- ვებგვერდი, 22.08.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

 

მუხლი 91.

1. ეს მუხლი განსაზღვრავს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული პირის მიერ შეძენილი და საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა.

3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შეძენილი და საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) რეგისტრაციის განხორციელების სურვილის შესახებ განცხადება;

ბ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული რეგისტრაცია იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის ვადით. რეგისტრაციის იურიდიული ძალის დაკარგვიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში პირი ვალდებულია შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელების მიზნით მიმართოს სააგენტოს.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ა) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში;

ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან რეექსპორტის განხორციელების მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 92.

1. ეს მუხლი ადგენს თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2. თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ა) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში;

ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან ექსპორტის პროცედურაში მიქცევის მიზნით.

ისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ ტრანსპორტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის შესახებ გარემოებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 10.

1. საქართველოს ტერიტორიაზე საველდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად:

1. მსუბუქი ავტომობილები:

ა) პიკაპი;

ბ) ფურგონი;

გ) მსუბუქი მაღალი გამავლობის;

დ) კაბრიოლეტი;

ე) ფაეტონი;

ვ) ფაეტონ უნივერსალი;

ზ) როდსტერი;

თ) ბრეგამი;

ი) ლანდო;

კ) ტარგა;

ლ) ვენი;

მ) კუპე;

ნ) ლიმუზინი;

ო) ფასტბეკი;

პ) უნივერსალი;

ჟ) ჰეტჩბეკი;

რ) სედანი;

ს) სპეც იალური/მსუბუქი.

11. მოპედი;

12. მოტოციკლი;

13. ტრიციკლი;

14. კვადროციკლი;

15. მსუბუქი კვადროციკლი;

2. ავტობუსი

3. სატვირთო ავტომობილები:

ა) ბორტიანი;

ბ) უნაგირა საწევარა;

გ) თვითმცლელი;

დ) ცისტერნა;

ე) სატვირთო ფურგონი;

ვ) სპეციალიზებული;

ზ) სპეციალური;

თ) სატვირთო-სამგზავრო (7+1 და ნაკლები სამგზავრო ადგილით);

4. მისაბმელები:

ა) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი;

ა.ა) სამგზავრო მისაბმელი;

ა.ბ.) სამგზავრო ნახევარმისაბმელი;

ბ) სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (ნახევარ-მისაბმელი);

ბ.ა) ბორტიანი მისაბმელი;

ბ.ბ) თვითმცლელი მისაბმელი;

ბ.გ) ცისტერნა მისაბმელი;

ბ.დ) ფურგონი მისაბმელი;

ბ.ე) სპეციალიზებული მისაბმელი;

ბ.ვ) სპეციალური მისაბმელი;

ბ.ზ) ბორტიანი ნახევარმისაბმელი;

ბ.თ) თვითმცლელი ნახევარმისაბმელი;

ბ.ი) ცისტერნა ნახევარმისაბმელი;

ბ.კ) ფურგონი ნახევარმისაბმელი;

ბ.ლ) სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი;

ბ.მ) სპეციალური ნახევარმისაბმელი;

5. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა:

ა) მუხლუხა კომბაინი;

ბ) თვლიანი კომბაინი;

გ) მუხლუხა ტრაქტორი;

დ) თვლიანი ტრაქტორი;

ე) პნევმოთვლიანი საწევარი;

ვ) მუხლუხა სატვირთველი;

ზ) თვლიანი სატვირთველი;

თ) თვითმავალი ამწე;

ი) ექსკავატორი;

კ) ბულდოზერი;

ლ) ბულდოზერ-გამაფხვიერებელი;

მ) სკრეპერი;

ნ) გრეიდერი;

ო) გრეიდერ-ელევატორი;

პ) სატკეპნი;

ჟ) საბურღი;

რ) ხიმინჯსასობი;

ს) ს პეციალური მობილური.

51. სპორტული დანიშნულების ავტომობილი.

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისა და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს ტიპის სხვა სახეებიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 02.11.2022წ.

 

მუხლი 11.

1. სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება:

ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული:

ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგიტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით;

ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

ა.გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი № 1);

ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში);

ა.ე) ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით;

ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული:

ბ.ა) სასამართლო აქტით;

ბ.ბ) გადაწყვეტილებით;

ბ.გ) განკარგულებით;

ბ.დ) ბრძანებით;

ბ.ე) აუქციონის ოქმით;

ბ. ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით;

ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება;

ბ.თ) მიღება-ჩაბარების აქტით;

ბ.ი) საბაჟო დეკლარაციით;

ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამართლებრივ აქტად ასევე მიიჩნევა აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებლის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით კრედიტორზე რეგისტრაციის თაობაზე);

გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით;

დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით;

ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით;

ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპენპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით;

ზ) ქარხანა-დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება-ჩაბარების აქტით;

თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა-ანგარიშით;

ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების:

ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ;

ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაინტერესებული პირისათვის საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა შეიძლება დასტურდებოდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტით.

3. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით არ დასტურდება (ვერ დგინდება) დაინტერესებული პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა, აგრეთვე, თუ წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტები ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, მექანიკური სატრანპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისათვის სავალდებულოა მექანიკური სატრნსპორტო საშუალების წარმოდგენა საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების მიზნით.

5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №531 - ვებგვერდი, 31.10.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

 

მუხლი 12.

ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი დამოწმებული შესაბამისი ორგანოს ბეჭდით.

 

მუხლი 121

მოსარგებლე პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანების მიხედვით, მესაკუთრის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 11.10.2018წ.

 

თავი II. სარეგისტრაციო ნიშნები, მათი გაცემის წესი

 

მუხლი 13

1. კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას, რეგისტრაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე სერიულად გაიცემა:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი №1;

ბ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი №2;

გ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

დ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი №1;

ე) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში – ტიპი №1;

ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

თ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში – ტიპი №1;

ი) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურ ე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) - ტიპი №1;

ლ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

მ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

2. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შემდეგი დროებითი სანომრე ნიშანი:

ა) შიდა ტრანზიტი:

ა.ა) ავტომობილის შიდა ტრანზიტი;

ა.ბ) მოტოციკლის, კვადროციკლი, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის შიდა ტრანზიტი;

ბ) სატრანზიტო სანომრე ნიშანი;

გ) „TEST“ ნომერი.

3. პირის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სერიულად გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცალის ან წყვილის დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე №2 ტიპის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ;

4. პირის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სერიულად გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე №1 ტიპის მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

5. პირის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სერიულად გაცემული:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე №2 ტიპის საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე №2 ტიპის დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე №2 ტიპის საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომერით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება/შეცვლა იმავე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე №2 ტიპის დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით);

6. თუ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი გარემოება, რომლის დროსაც რეგისტრაციის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გასაცემი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშნი) მზადება ინდივიდუალური წესით (არასერიულად), დაინტერესებული პირის მოთხოვნით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) პირველად დამზადებისას/გაცემისას, მისი ტიპის შერჩევა (ცალის ან წყვილის), შეიძლება განხორციელდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ნომრის დასამაგრებელი ადგილის კონსტრუქციის შესაბამისად.

7. საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე შეიძლება გაიცეს:

ა) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის

პირველი პუნქტის „ვ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

ბ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-13 მუხლის „ზ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

8. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალიწინებული რეგისტრაციის ნომრებისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნებისა), საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებზე და საკონსულო დაწესებულებებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, ამ დაწესებულებების წერილობითო მოთხოვნის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია გაცემული იქნეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

9. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის საფუძველზე შეიძლება გაიცეს:

ა) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

ბ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-13 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

10. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ გაიცემა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები). აღნიშნული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) გაიცემა საპატიო კონსულის საკუთრებაში არსებულ არაუმეტეს ორ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციის მიხედვით, მესაკუთრის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამასთან, საპატიო კონსულის მიერ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათი.

101. გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრებისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნებისა), საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას საპატიო კონსულის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია გაცემულ იქნეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

11. იმ შემთხვევაში თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემა ხორციელდება აღნიშნული დაწესებულებების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, რომელშიც უნდა მიეთითოს თუ ვისთვის არის განკუთვნილი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

12. საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რეგისტრაციის ნომრებთან (სახელმწიფო სანომრე ნიშნებთან) ერთად გაიცემა საქარე მინაზე დასაკრავი სტიკერი, რომელზეც თეთრ ფონზე დატანილია წითელი ფერის ლათინური ასოები „СD“.

13. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რეგისტრაციის ნომრებთან (სახელმწიფო სანომრე ნიშნებთან) ერთად გაიცემა საქარე მინაზე დასაკრავი სტიკერი, რომელზეც თეთრ ფონზე დატანილია შავი ფერის ლათინური ასოები „HC“.

14. დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულო განყოფილების წევრებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას გამოიყენება ამ ბრძანებით დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისათვის დადგენილი ნორმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №405-სსმIII, №37, 26.03.2009წ.; მუხ.427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №965-სსმIII, №149, 15.11.2010წ.; მუხ.2112

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №817 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 30.07.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 24 ივლისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 25.07.2025წ.

 

მუხლი 131.

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) დატანა უნდა განხორციელდეს შემდეგ მოთხოვნათა დაცვით:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) − ტიპი №1-ის შემთხვევაში:

ა.ა) კომბინაციაში შემავალი ციფრი ან ლათინური ასო (ასოები) და ციფრი (ციფრები) დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ თეთრ ფონზე, შავი წარწერით;

ა.ბ) თუ კომბინაცია შედგება ერთი ციფრისაგან, მისი მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ა.გ) თუ კომბინაცია შედგება ლათინური ასოსაგან (ასოებისგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან), პირველი, ასევე ბოლო ასოს/ციფრის მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ა.დ) კომბინაციაში შემავალი ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან მის წინა ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები და 170 მმ-ზე მეტი;

ა.ე) კომბინაცია შესაძლებელია შედგებოდეს მხოლოდ ციფრისაგან (ციფრებისაგან) ან ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან);

ა.ვ) დასატანი ასოებისა და ციფრების შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №24-ით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე), შიდა ტრანზიტზე, ტრანზიტულ ნომერსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუშს;

ა.ზ) ერთ წყვილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) შესაძლებელია მხოლოდ იდენტური კომბინაციისა და წყობის ციფრის ან ლათინური ასოს (ასოების) და ციფრის (ციფრების) დატანა;

ბ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) − ტიპი №2-ის შემთხვევაში:

ბ.ა) კომბინაციაში შემავალი ციფრი ან ლათინური ასო (ასოები) და ციფრი (ციფრები) დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ თეთრ ფონზე, შავი წარწერით;

ბ.ბ) კომბინაციაში შემავალი სიმბოლოების დატანა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილიდან ქვედა ნაწილისაკენ, თუ მასში შემავალი ციფრების ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) გადანაწილება ხორციელდება რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ორივე (ზედა და ქვედა) ნაწილებზე;

ბ.გ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილში დასაშვებია არაუმეტეს სამი სიმბოლოს (ასოების ან/და ციფრების) დატანა. ამასთან, თუ:

ბ.გ.ა) კომბინაცია შედგება ერთი ციფრისაგან, მისი მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ბ.გ.ბ) თუ კომბინაცია შედგება ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან), პირველი, ასევე, ბოლო ასოს/ციფრის მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ბ.დ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ქვედა ნაწილში დასაშვებია არაუმეტეს ხუთი სიმბოლოს (ასოების ან/და ციფრების) დატანა. ამასთან, თუ:

ბ.დ.ა) კომბინაცია შედგება ერთი ციფრისაგან, მისი მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ქვედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები;

ბ.დ.ბ) თუ კომბინაცია შედგება ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან), პირველი, ასევე ბოლო ასოს/ციფრის მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ქვედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები;

ბ.დ.გ) კომბინაციაში შემავალი ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან, მის წინა ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები და 95 მმ-ზე მეტი;

ბ.ე) კომბინაცია შესაძლებელია შედგებოდეს მხოლოდ ციფრისაგან (ციფრებისაგან) ან ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან);

ბ.ვ) დასატანი ასოებისა და ციფრების შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №24-ით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე), შიდა ტრანზიტზე, ტრანზიტულ ნომერსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუშს;

ბ.ზ) ერთ წყვილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) შესაძლებელია მხოლოდ იდენტური კომბინაციისა და წყობის ციფრის ან ლათინური ასოს (ასოების) და ციფრის (ციფრების) დატანა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 5 მმ-ით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 07.03.2023წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

 

მუხლი14. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

 

მუხლი 15.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, სააგენტოს მიერ:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა ერთი წყვილი შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

ბ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა ერთი შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და ერთი ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობა;

გ) რეგისტრაციის საფუძველზე დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე გაიცემა ტექნიკური ტალონი.

2. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე სააგენტოს მიერ გაიცემა „TEST“ ნომერი (წყვილი ან ცალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად) და ერთი დროებითი მოწმობა.

3. კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, საქართველოში საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის დასაშვებად დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შიდა ტრანზიტი (წყვილი ან ცალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად) და ერთი დროებითი მოწმობა.

4. კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა სატრანზიტო სანომრე ნიშანი (წყვილი ან ცალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად) და აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. (ამოღებულია - 29.08.2014, N664).

6. თანასაკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მონაცემებში აღირიცხება ყველა თანამესაკუთრე, ხოლო მათი სიმრავლის შემთხვევაში კეთდება ჩანაწერი „თანასაკუთრება“. თანასაკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც თანამესაკუთრეების წერილობითი შეთანხმების შესაბამისად აისახება ერთ-ერთი თანამესაკუთრე. თანამესაკუთრეებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია არ განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ დავის გადაწყვეტამდე. თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება დასაშვებია მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის ერთობლივი მოთხოვნით.

შენიშვნა: დროებითი მოწმობა არ გაიცემა, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან შიდა ტრანზიტის გაცემა ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი, მოთხოვნის და თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მომართვის შემთხვევაში, რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში აღირიცხება თანამესაკუთრედ, ხოლო გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ახალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა არ გაიცემა. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით რეგიტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში თანამესაკუთრის აღრიცხვისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება სავალდებულო არ არის.

7. თანამესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების სხვა თანამესაკუთრისათვის გადაცემის შემთხვევაში, სააგენტო შესაბამის რეგისტრაციას ახორციელებს უფლების გადამცემი მესაკუთრის წერილობითი მომართვის საფუძველზე. ამასთან რეგისტრაციის შედეგად

სარეგისტრაციო ნიშნების შეცვლის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ბოლო რეგისტრაციის შედეგად გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები შეუსაბამობაში არ მოდის ცვლილების შედეგად მონაცემთა ბაზაში ასახულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებთან.

8. თუ დაინტერესებული პირები სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას არ იმყოფებიან სააგენტოს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ 142 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე დამზადებული სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) გადასცეს პირს, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე/მოსარგებლე/დეკლარანტი, აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების პროცესში, მიუთითებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ხელმოწერილ განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 27.05.2025 წ.

 

მუხლი 16.

1. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომელიც ქვეყნის ფარგლებში იხსნება აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანისა და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 90 კალენდარული დღის ვადის მქონე სატრანზიტო სანომრე ნიშანი.

11. სააგენტოსთან შეთანხმებით, საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე ჰბარდება სააგენტოს.

12. მომსახურების გაწევის პროცედურის გამარტივების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის უფლებამოსილება სააგენტო, მიერ შეიძლება დელეგირებულ იქნეს ავტორიზებულ ექსპედიტორზე (ფორვარდერზე) ან გადამზიდველზე (ოპერატორზე). დელეგირებულ პირს სატრანზიტო სანომრე ნიშანი გადაეცემა საფასურის გადახდის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტით. დელეგირებული ექსპედიტორი (ფორვარდერი) ან/და გადამზიდველი (ოპერატორი) ვალდებულია:

ა) სატრანზიტო სანომრე ნიშანი გასცეს, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) უზრუნველყოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის უსაფრთხოდ შენახვა;

გ) აწარმოოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის (მინიჭების) თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი აღრიცხვა;

დ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის (მინიჭების) შესახებ ინფორმაცია (პირის მონაცემები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, შიდა ტრანზიტის სერია და ნომერი და ა.შ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უფლებამოსილ პირს;

ე) მიაწოდოს სააგენტოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემასთან (მინიჭებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ვ) დელეგირებული უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს გაუცემელი სატრანზიტო სანომრე ნიშანი;

ზ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად.

13. ამ მუხლის 11 და 12 პუნქტით განსაზღვრული წესით ტრანზიტული სანომრე ნიშნის გაცემის შემთხვევაში ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

2. (ამოღებულია - 29.08.2014, N664).

3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილი, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დადგენილი წესით გაიცემა დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი – შიდა ტრანზიტი (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა).

4. სატრანზიტო და შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემა აღირიცხება დადგენილი წესით.

5. სატრანზიტო სანომრე ნიშანი შესაძლებელია გაიცეს უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №225 - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 17.

1. სააგენტო შიდა ტრანზიტს გასცემს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე:

ა) შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში − დაკარგული შიდა ტრანზიტის მოქმედების დარჩენილი ვადით;

ბ) შიდა ტრანზიტის შეცვლის შემთხვევაში − შესაცვლელი შიდა ტრანზიტის მოქმედების დარჩენილი ვადით;

გ) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ან საბაჟო საწყობში დროებით შენახული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ საბაჟო საწყობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის შემთხვევაში − 2 (ორი) კალენდარული დღის ვადით;

დ) სატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის შემთხვევაში − სატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის ვადით.

11. სააგენტოს მიერ შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, შიდა ტრანზიტთან ერთად გაიცემა ერთი დროებითი მოწმობა (დანართი № 5).

12. შიდა ტრანზიტის გაცემის თარიღად ითვლება დროებითი მოწმობის (დანართი №5) გაცემის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

2. შიდა ტრანზიტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები;

ბ) განცხადება შიდა ტრანზიტის გაცემის/შეცვლის მოთხოვნის შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების მარკა ან/და მოდელი და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემი;

გ) შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

შენიშვნა: შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში, ახალი შიდა ტრანზიტის გაცემისას დაინტერსებული პირი ვალდებულია დამატებით წარადგინოს იმ შიდა ტრანზიტის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაკარგა.

21. შიდა ტრანზიტის (ცალის ან წყვილის) დაკარგვის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია ამის თაობაზე განცხადებით დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

22. დაინტერესებული პირი თავისუფლდება ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისაგან, თუ მას შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის, რაც ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვის მიზნით, სააგენტო შიდა ტრანზიტის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, დაინტერესებული პირის მიერ შიდა ტრანზიტის დაკარგვის შესახებ განცხადების წარდგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.

24. შიდა ტრანზიტის (ცალის ან წყვილის) დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა არ ხორციელდება.

25. შიდა ტრანზიტის დაკარგვა არ ათავისუფლებს პირს მისი გაცემის მომსახურებისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

26.. შიდა ტრანზიტის შეცვლად ჩაითვლება სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე შიდა ტრანზიტის დადგენილი წესით გაცემა.

27. შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისათვის ჩაითვლება შიდა ტრანზიტით (დროებითი სანომრე ნიშნით) მოსარგებლე პირად.

3. სააგენტოსთან შეთანხმებით, საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე ჰბარდება სააგენტოს.

4. მომსახურების გაწევის პროცედურის გამარტივების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე შიდა ტრანზიტის გაცემის უფლებამოსილება სააგენტოს მიერ შეიძლება დელეგირებულ იქნეს ავტორიზებულ ექსპედიტორზე (ფორვარდერზე) ან გადამზიდველზე (ოპერატორზე). დელეგირებულ პირს შიდა ტრანზიტი გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით. დელეგირებული ექსპედიტორი (ფორვარდერი) ან/და გადამზიდველი (ოპერატორი) ვალდებულია:

ა) შიდა ტრანზიტი სარგებლობისათვის გასცეს მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) გააცნოს შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

გ) უზრუნველყოს შიდა ტრანზიტის უსაფრთხოდ შენახვა;

დ) აწარმოოს შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი აღრიცხვა;

ე) შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შესახებ ინფორმაცია (პირის მონაცემები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, შიდა ტრანზიტის სერია და ნომერი და ა.შ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უფლებამოსილ პირს;

ვ) მიაწოდოს სააგენტოს შიდა ტრანზიტის გაცემასთან (მინიჭებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ზ) დელეგირებული უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს გაუცემელი შიდა ტრანზიტები;

თ) მის მიერ შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად

5. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ექსპედიტორი(ფორვარდერი) და/ან გადამზიდველი (ოპერატორი) არ ჩაითვლება შიდა ტრანზიტის მოსარგებლე პირად და შესაბამისად არ დაეკისრება შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდა.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული შიდა ტრანზიტი ძალაშია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვიდან, აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.

8. (ამოღებულია - 07.03.2023, №12).

9. შიდა ტრანზით სარგებლობისათვის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) კანონით დადგენილი საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევამდე.

10. სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული (მინიჭებული) შიდა ტრანზიტის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული საფასური გადაიხადოს შიდა ტრანზიტით მოქმედების ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას.

11. სააგენტო უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებაზე, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე:

ა) შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდამდე;

ბ) შიდა ტრანზიტის (ერთი ცალის ან ერთი წყვილის) დაკარგვისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდამდე.

12. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება არ ათავისუფლებს პირს, საქონლის გაფორმების, დეკლარირებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვალდებულებისაგან, აგრეთვე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.

13. შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადის ამოწურვის, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის ან საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია შიდა ტრანზიტი დაუბრუნოს (ჩააბაროს) სააგენტოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაცემული შიდა ტრანზიტის დაბრუნებისას (ჩაბარებისას) სააგენტოს წარუდგინოს შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

14. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციოდ წარდგენა, დაინტერესებული პირი ვალდებულია შიდა ტრანზიტი მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ჩააბაროს სააგენტოს.

15. შიდა ტრანზიტი არ გაიცემა, ასევე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის მიერ მისი გამოყენება იკრძალება:

ა) სატრანსპორტო საშულებაზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და უკვე მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნიშნები;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც დაინტერესებული პირის მიერ არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენილ განცხადებაში;

გ) სატრანსპორტო საშუალებაზე თუ შიდა ტრანზიტის გაცემა არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, თუ შიდა ტრანზიტი გაცემულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით;

დ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც უკვე გაცემულია შიდა ტრანზიტი და რის თაობაზეც ინფორმაცია ასახულია სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა უკვე გაცემული შიდა ტრანზიტის სანაცვლოდ ახალი შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევისა;

ე) თუ ვერ ხერხდება სატრანსპორტო საშუალების ან/და დაინტერესებული პირის იდენტიფიკაცია;

ვ) (ამოღებულია - 29.03. 2024, №20);

ზ) თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვალდებულების ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადა;

თ) საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობაში მყოფ ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რის თაობაზეც ინფორმაცია ცნობილია სააგენტოსათვის;

ი) თუ სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს;

კ) თუ დაინტერესებულ პირს შესრულებული არ აქვს შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურებისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება;

ლ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

16. შიდა ტრანზიტი იურიდიულ ძალას კარგავს:

ა) ამ მუხლით გათვალისწინებული შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე;

ბ) სააგენტოში მისი ჩაბარებისთანავე;

გ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევისას ან საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას, შესაბამისი პროცედურების გავლისთანავე;

დ) ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული გარემოების ან/და შიდა ტრანზიტის სარგებლობის წესების დარღვევისთანავე;

ე) სააგენტოს მიერ შიდა ტრანზიტის გაუქმების შემთხვევაში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

17. ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირად მიიჩნევა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემულ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად აღრიცხული პირი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებისა და მისი მესაკუთრის/მფლობელის შესახებ ინფორმაციის შემცველი უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტებით (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა 2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.

18. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №225 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 07.03.2023წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 08.09.2023წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

 

მუხლი 171 (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 07.03.2023წ.

 

მუხლი 17 2 (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 აპრილის ბრძანება №390-სსმIII, №49, 28.04.2010წ.; მუხ.730

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 11.10.2018წ.

 

მუხლი 18.

1. კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) გაიცემა:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით რეგისტრაციისას;

გ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას;

დ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7, მე-9 ან მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირის შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას;

ე) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სხვა რეგისტრაციის ნომერით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლისას;

ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით სააგენტოსათვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობისას;

ზ) დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით აღდგენისას;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ძველი ნიმუშის რეიგსტრაციის ნომრის სანაცვლოდ ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფუძვლის წარმოშობისას;

ი) ამ წესის 91-ე მუხლით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;

კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას.

2. გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს:

ა) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ბ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7, მე-9 ან მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირის შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვისას ან სხვა საფუძვლით დროებითი რეგისტრაციის გაუქმებისას, სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული დროებითი რეგისტრაციისას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად ცნობისას, რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომელიც განსაზღვრული იყო იმ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით, რომელიც დადგენილი წესით გამოცხადდა ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად;

ვ) სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სხვა რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლისას, შეცვლილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ზ) დაზიანებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

თ) ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომელსაც დაკარგული აქვს იურიდიული ძალა ან/და რომლის მიმოქცევაში არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს;

ი) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოება, როდესაც სავალდებულოა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია:

ა) სააგენტო ვალდებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე1“–„ე5“, „ე7“, „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი):

ა.ა) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არაუადრეს ერთი სამუშაო დღისა;

ა.ბ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე ციფრებისა და ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ხელახლა დაამზადოს და გასცეს ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ არაუგვიანეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სააგენტოსათვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა;

ბ) სააგენტო ვალდებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი):

ბ.ა) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არაუადრეს ერთი სამუშაო დღისა;

ბ.ბ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე ციფრებისა ან/და ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ხელახლა დაამზადოს და გასცეს ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე;

გ) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს რეგისტრაციის დასრულებამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ არა უგვიანეს იმავე სამუშაო დღისა.

დ) ჩაბარებული ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) შეინახოს რეგისტრაციის დასრულებამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში უფლებამოსილი პირის მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) უფლებამოსილ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ არაუგვიანეს იმავე სამუშაო დღისა.

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისას მისი/მათი დამზადება საჭირო არ არის, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნით პირველად რეგისტრაციასთან ერთად ხდება სატრანსპორტო საშუალების მესამე პირზე გადაფორმება და სავალდებულოა ხელახლა გაცემული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადებისა და გაცემისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურისაგან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მოთხოვნის ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ნაცვლად, დადგენილი წესით უნდა გაიცეს იმავე სერიისა და ნომრის მქონე აღდგენილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ პირის მიერ ჩასაბარებლად წარმოდგენილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) დაზიანებულია.

5. სააგენტოს არ წარმოექმნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის):

ა) შენახვისა და გაცემის ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტი) ან მოსარგებლე, ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი, არ ახორციელებს მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზებას;

ბ) შენახვისა ან/და გაცემის ვალდებულებები, თუ მოთხოვნის მომენტისათვის რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს) დაკარგული აქვს იურიდიული ძალა;

გ) გაცემის ვალდებულება, თუ მოთხოვნის მომენტისათვის გასულია ამ წესით მე-3 პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვისათვის დადგენილი ვადა;

დ) შენახვისა და გაცემის ვალდებულებები, თუ დაინტერესებულმა პირმა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას არ უზრუნველყო ჩასაბარებლად განკუთვნილი დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით აღდგენა;

ე) გაცემის ვალდებულება, თუ არ არსებობს რეგისტრაციის განხორციელების ან/და რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი;

ვ) გაცემის ვალდებულება, თუ დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადებისა და გაცემისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).

6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესებით შესანახად ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი, თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდისაგან.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, პირი ვალდებულია კანონმდებლობით გასაზღვრული დოკუმენტებთან ერთად წარმოადგინოს დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“, „ე8“, „ზ“, ან „ზ4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. ამ ისტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, სააგენტოსათვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ან მისი სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მიმოქცევაში გაშვება ან დაჯავშნა არ შეიძლება სააგენტოს ვალდებულების გაუქმებიდან (მოხსნიდან ) არანაკლებ სამი კალენდარული დღისა. სააგენტოსათვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ან მისი სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მიმოქცევაში გაშვების ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ჩაბარებულ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) და მისი სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე), თუ გაცემა მოითხოვა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენმა, რომელზეც (მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე) გაცემული იყო მოთხოვნილი (ჩაბარებული) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვისა და შემდგომი გაცემის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ შეცვლილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე), რომელზეც პირს არ აქვს დაკარგული უფლება.

10. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე 9“ პუნქტით გათვალისწინებული წესით დაჯავშნული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანემრე ნიშნის ) გაცემა დასაშვებია:

ა) იმ პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელმაც განახორციელა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანემრე ნიშნის) დაჯავშნა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან/და არსებობს ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, რომელიმე გარემოება;

ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის განმახორციელებილი პირის მიერ უშუალოდ დაჯავშნისას განცხადებაში ან ვებ-გვერდზე მითითებული იმ პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა დაჯავშნა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან/და არსებობს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება ან თუ ჯავშნის განმახორციელებელმა პირმა ნომრის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მიუთითა დაჯავშნის ვადის გაგრძელებისას;

გ) ამ პუქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების მქონე პირის მეუღლის, შვილის ან მშობლის სახელზე რეგიტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ უფლების მქონე პირი ადასტურებს, რომ დაჯავშნა განახორციელა თავისი მეუღლის, შვილის ან მშობლის სასარგებლოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან არსებობს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

დ) იურიდიულ პირზე რეგიტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის განმახორციელებელი, ამ იურიდიული პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირია და იგი ადასტურებს, რომ ნომრის დაჯავშნა მის მიერ განხორციელებული იქნა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის ჯავშანი გაუქმებულია (ვადის ამოწურვის გამო ან სხვა საფუძვლით) ან არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სხვა გარემოება.

11. იმ შემთხვევაში თუ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე9“ პუნქტით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემა არ განხორციელდა დაჯავშნის ვადის ამოწურვამდე ან ჯავშნის გაუქმების (ვადის ამოწურვა ან სხვა საფუძვლით) გამო, აღნიშნული სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) განმეორებით დაჯავშნა ან მისი მიმოქცევაში გაშვება (გაცემა) არ შეიძლება დაჯავშნის გაუქმებიდან არანაკლებ სამი კალენდარული დღისა.

12. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშნების გაცემის შემთხვევაში, მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების (მათი არსებობის შემთხვევაში) სააგენტოსათვის ჩაბარება.

13. დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულების წერილობითი მომართვის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღარიცხვიდან მოხსნა შესაძლებელია განხორციელდეს აღრიცხვიდან მოსახსნელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღნიშნული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემა დასაშვებია, მხოლოდ სააგენტოსათვის მისი ჩაბარების შემდგომ.

14. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 12 პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის უფლება პირს აქვს როგორც რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) სარგებლობისას, ასევე, სააგენტოსათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესანახად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისას.

15. დასაშვებია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გაუცემელი (გამონთავისუფლებული) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე10“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით შენახვა, თუ მოთხოვნის მომენტისთვის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) არ არის ამოღებული მიმოქცევიდან.

16. იმ შემთხვევაში, თუ ჩასაბარებელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა ხორციელდება იმავე სამუშაო დღეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შესაძლებელია მიჩნეული იქნას სააგენტოსათვის ფაქტობრივად ჩაბარებულად დაინტერესებული პირის მიერ მისი სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისათვის გადაცემის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულია ჩასაბარებელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მიმოქცევიდან ამოღება ან/და მის სანაცვლოდ აღდგენილი ან სხვა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)გაცემა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №225 - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 18.07.2022წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 08.09.2023წ.

 

მუხლი 181.

1. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრირებულ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე სრულწლოვან უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სხვა რეგისტრაციის ნომერით (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეცვლის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით, მობილური აპლიკაციის მეშვეობით (შემდგომ –დისტანციური მომსახურება). დისტანციური მომსახურების მისაღებად მესაკუთრე ვალდებულია წინასწარ სააგენტოს ვებ-გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში გაიაროს რეგისტრაცია. რეგისატრაციისას მესაკუთრემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

2. დისტანციური მომსახურების მიღების თაობაზე სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ელექტრონულ მოთხოვნაში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) შესაცვლელი რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სერია და ნომერი;

ბ) შესაცვლელი რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სანაცვლოდ გასაცემი, მესაკუთრისათვის სასურველი სერიული (შესაძლებელია მხოლოდ იმ სერიული სანომრე ნიშნის შერჩევა, რომელიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის მეშვეობით) ან ინდივიდუალური წესით შერჩეული (არასერიული) რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სერია და ნომერი;

გ) სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელება (შემდგომ – შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), რომელშიც მესაკუთრეს სურს შეცვლილი სარეგისტრაციო ნიშნების მიღება, შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების (მათი არსებობის შემთხვევაში) წარდგენა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ აქტზე ხელისმოწერა. მესაკუთრის მიერ მომსახურების გამწევი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის შერჩევა ხორციელდება მობილური აპლიკაციით შეთავაზებული ჩამონათვალიდან;

დ) ინფორმაცია მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ;

ე) მესაკუთრის დასტური, იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არც ერთი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი არ არის შეცვლილი.

3. დისტანციური მომსახურება არ განხორციელდება თუ:

ა) მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;

ბ) სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ვერ ხორციელდება მესაკუთრის იდენტიფიცირება;

გ) მესაკუთრის პირადობის ან ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეჩერებული ან გაუქმებულია;

დ) მესაკუთრის მიერ სრულად წარმოდგენილი არ არის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია;

ე) მესაკუთრე არ ადასტურებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოებას;

ვ) მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალება იძებნება;

ზ) მესაკუთრე არ უზრუნველყოფს შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების სააგენტოსათვის ჩაბარებას (გარდა მათი დაკარგვის შემთხვევისა);

თ) მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უარს აცხადებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერაზე;

ი) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;

კ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.

4. დისტანციური მომსახურების გაწევის მიზნით, სააგენტო ამზადებს სარეგისტრაციო ნიშნებს და მონაცემთა ბაზაში წინმსწრებად ასახავს რეგისტრაციაში ცვლილებებს. მონაცემთა ბაზაში წინსმწრებად ასახული რეგისტრაციაში ცვლილებები, ასევე დამზადებული სარეგისტრაციო ნიშნები იურიდიულ ძალას იძენს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სარეგისტრაციო ნიშნების მესაკუთრესათვის ან მისი წარმომადგენელისათვის გადაცემისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული აქტის ხელმოწერის შემდგომ.

5. დისტანციური მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მესაკუთრეს ეცნობება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მესაკუთრე, ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია დისტანციური მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის სააგენტოსათვის გაგზავნიდან არაუადრეს მე-4 სამუშაო დღისა, მაგრამ არაუგვიანეს მე-6 სამუშაო დღისა გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სარეგისტრაციო ნიშნების მისაღებად/ჩასაბარებლად და აქტზე ხელის მოსაწერად.

6. შეცვლილი სარეგისტრაციო ნიშნების მესაკუთრისათვის ან მისი წარმომადგენელისათვის გადაცემისას დგება აქტი, რომელსაც იგი ხელს აწერს. აქტში უნდა მიეთითოს:

ა) შეცვლილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების რაოდენობის შესახებ;

გ) გაფრთხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით მესაკუთრის ან მისი წარმომადგენელის სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამზადებული შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნები და მონაცემთა ბაზაში წინმსწრებად ასახული რეგისტრაციაში ცვლილებები კარგავს იურიდიულ ძალას, ამასთან მომსახურება ითვლება გაწეულად, ხოლო გადახდილი მომსახურების საფასური (სანომრე ნიშნის შემთხვევაში არაუმეტეს 35 ლარისა) უკან არ ბრუნდება.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის თანასაკუთრებად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, მესაკუთრედ ითვლება სატრანსპორტო საშუალების ის მესაკუთრე რომლის სახელზეც გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა. ამასთან რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელების შედეგად რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა იმავე თანამესაკუთრის სახელზე, რომელიც მითითებულია შესაცვლელ რეგისტრაციის მოწმობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.02.2021წ.

 

მუხლი 19.

ნებადართულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან შეცვლილი, გამოთავისუფლებული ნომრიანი აგრეგატების გასხვისება.

 

მუხლი 20.

1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომიდან მომდევნო კალენდარულ დღეს მიმოქცევიდან ამოღებულად ითვლება:

ა) სააგენტოსათვის ჩაბარებული ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის გაცემა არ განხორციელდა ან არ უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;

ბ) სააგენტოსათვის ჩაბარებული ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის გაცემა არ განხორციელდა ან არ უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით (გარდა იმ შემთხვევისა თუ მიმოქცევიდან ამოღებამდე რეგისტრაციის ნომრის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვა განხორციელდა ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი წესით);

გ) ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესით შენახული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შენახვის ვალდებულების გასვლის შემდგომ;

დ) (ამოღებულია - 26.03.2021, №27);

ე) ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის შეცვლის შედეგად გაიცა სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ვ) ის დაზინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), რომლის სანაცვლოდ გაიცა სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ზ) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი;

თ) იურიდიული ძალის არმქონე რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ი) დაკარგული, დაზიანებული ან შეცვლილი ის დროებითი სანომრე ნიშანი, რომლის სანაცვლოდაც გაიცა სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე დროებითი სანომრე ნიშანი;

კ) დროებითი სანომრე ნიშანი, რომელსაც გაუვიდა მოქმედების ვადა ან/და რომლსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა;

ლ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. სააგენტო უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მიმოქცევიდან ამოღებულად მიჩნეული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და „TEST“ ნომერი და ამ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) და „TEST“ ნომრის სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე სანომრე ნიშანი განმეორებით გაუშვას მიმოქცევაში სერიულად ან დაამზადოს/გასცეს იგი ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე.

21. დაუშვებელია იმავე ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის მქონე შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის როგორც შიდა ტრანზიტად, ასევე ტრანზიტულ ნომრად განმეორებით გაცემა, გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

22. სააგენტო უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებაზე გასცეს სააგენტოსათვის დაბრუნებული (ჩაბარებული) ის დროებითი სანომრე ნიშანი, რომელიც იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევამდე ან საბაჟო საწყობში დროებით შენახვამდე ბოლოს იყო გაცემული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო საწყობში სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება გადაცემულ იქნა მესამე პირზე.

3. დაუშვებელია მიმოქცევიდან ამოღებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მიმოქცევაში ხელახალი გაშვება, გარდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, მისი როგორც ოპერატიული სანომრე ნიშანის გადაცემის შემთხვევებისა.

4. გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სააგენტოსათვის ჩაბარებული ან/და მიმოქცევიდან ამოღებული სანომრე ნიშნები და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრები ნადგურდება დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

 

მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

მუხლი 22.

1. დაკარგული ან დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ან დროებითი მოწმობის ნაცვლად დადგენილი წესით გაიცემა ახალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ან დროებითი მოწმობა. დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ან დროებითი მოწმობა უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

2. ცალის ან წყვილი სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია შესაბამისი წერილობითი განცხადებით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს. დაზიანებული ან დაკარგული (ცალის არსებობის შემთხვევაში) სანომრე ნიშანი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

3. ავტომობილის ცალი სანომრე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია ავტომობილის სანომრე ნიშნის მეორე, მის ხელთ არსებული, ნომერი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარადგინოს სააგენტოში.

4. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაკარგვის თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისას სავალდებულოა დადგენილი წესით დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას არ სურს ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლების რეალიზება.

5. დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენად ჩაითვლება, იგივე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება. დაკარგული რეგისტრაციის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მისი აღდგენის შემდგომ.

აღდგენის დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენად

6. დაკარგული რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) პოვნის შემთხვევაში იგი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

7. დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მიზნებისათვის დაკარგულად აგრეთვე მიიჩნევა მოპარული სანომრე ნიშანი.

9. რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) დაზიანებულად მიიჩნევა, თუ მასზე (ცალზე ან წყვილზე) აღინიშნება ბუნებრივი ცვეთა ან ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რამაც გამოიწვია რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) არსებული რომელიმე ციფრის, ლათინური ასოს, სიმბოლოს, ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამის ან/და ნომრის პერიმეტრის დაზიანება, ან/და რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მთლიანობის დაღვევა, ან თუ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) თვითნებურადაა შეღებილი ან სხვაგვარად არის შენიღბული.

10. სავალდებულოა დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნი) სააგენტოსათვის ჩაბარება, ხოლო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მისი აღდგენა ან მისი შეცვლა სხვა რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით).

11. დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენად ჩაითვლება, იგივე სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დამზადება/გაცემა, ხოლო შეცვლად - სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემა .

12. დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენისათვის ან შეცვლისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

13. დროებითი სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევებში მის აღდგენა ხორციელდება სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე ახალი დროებითი სანომრე ნიშნის გაცემით.

შენიშვნა: დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა შეიძლება განხორციელდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ, თუ მფლობელობის შესახებ პირი მიუთითებს განცხადებაში და სააგენტოს წარუდგენს ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას. ამასთან, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მესაკუთრეს/მოსარგებლის/დეკლარანტის და ამ პუნქტით გათვალისწინებულ მფლობელს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით ან დარღვევით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ურთიერთვალდებულებების არაკეთილსინდისიერ ან/და არაჯეროვან შესრულებაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №925 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

 

მუხლი 23.

1. სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ან/და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში ან ტექნიკურ ტალონში სააგენტოს მიერ დაშვებული შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში, კანონით დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, გაიცემა ახალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ან ტექნიკურ ტალონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში ან/და ტექნიკურ ტალონში დაშვებული შეცდომის ან უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით ცლილების შეტანა არ ჩაითვლება რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას შეცვლილი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და ტექნიკური ტალონი ნადგურდება დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

 

თავი III. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება

 

მუხლი 24.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით:

ა) მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით ან უფლების გადაცემის ბარათით;

ბ) მესაკუთრე იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან უფლების გადაცემის ბარათით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით;

გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მოსარგებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე, ამასთან, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით;

დ) უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

ე) მოგირავნის განცხადების საფუძველზე, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია გირავნობა და:

ე.ა) გირავნობის გარიგება ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას მესაკუთრისაგან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

ე.ბ) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო მოგირავნეს წარმოშობილი აქვს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება;

ე.გ) მოგირავნე ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციას;

ვ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ლიზინგის მიმღები:

ვ.ა) ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით;

ვ.ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარგებლე სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, სახელზე სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია/დოკუმენტი იურიდიული პირის სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებისა და აქციათა ან წილის 50%-ზე მეტის ფლობის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №531 - ვებგვერდი, 31.10.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

 

მუხლი 25.

1. მესაკუთრეზე (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტზე) ან მოსარგებლეზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურებში, მიუხედავად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიული მისამართისა.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ:

ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდავა;

გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურები;

დ) რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადსტურებელი დოკუმენტები;

ე) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები;

ე1) რეგისტრაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია/მოხსნილი აქვს კონსტრუქციულად გათვალისწინებული ნომრიანი აგრეგატი, გარდა სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერის შემთხვევისა;

ე2) ვალდებულების მქონე დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლას;

ვ) ვალდებულების მქონე დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით აღდგენას;

ზ) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს ამ ინსტრუქციით მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუსრულებას;

თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

 

მუხლი 251

კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში მიღების შემთხვევაში, რეგისტრაცია განხორციელდება დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდგომ, ხოლო პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში პირის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება მეურვის საცხოვრებელი მისამართი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 26.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) განცხადება (დანართი 2);

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ვ) შიდა ტრანზიტი.

2. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 261. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 262.

1. ეს მუხლი ვრცელდება და განსაზღვრავს იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის წესსა და პირობებს, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ მუხლით დადგენილი წესით და რომლებიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოში რეგისტრირებული არ არის ან რომელთა უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2006 წლის 15 იანვრამდე.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა“ მოიცავს ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტიპის სასოფლო-სამეურ ნეო ტექნიკას, აგრეთვე ტრაქტორის ბაზაზე შექმნილ სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენებიან სასოფლო-სამეურნეო ან/და სამშენებლო დანიშნულებით, ასევე მათ მისაბმელებსა და დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის განხორციელებაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრული საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების წარმოშობა. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობისათვის სავალდებულო არ არის მისი ნოტარიული წესით დამოწმება;

დ) დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება რეგისტრაციის თაობაზე;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე საკუთრების უფლება წარმოშობა დადასტურებულად მიიჩნიოს, თუ პირი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანას უწყვეტად ფლობს ხუთი წლის განმავლობაში როგორც საკუთარს (საკურების შეძენა ხანდაზმულობით), რაც უნდა დასტურდებოდეს არანაკლებ ერთი სრულწლოვანი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით.

5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების დაინტერესებულ პირზე რეგისტრაციისას, სავალდებულოა არ არის გამსხვისებლის ან/და 2006 წლის 15 იანვრამდე რეგისტრირებული მესაკუთრის ან მათი მემკვიდრის ან სამართალმემკვიდრის (უფლებამონაცვლის) რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა.

6. ამ მუხლით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის რეგისტრაციის დასრულებამდე, თუ მესამე პირი სააგენტოში განაცხადებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე საკუთრების უფლების თაობაზე, რეგისტრაციის პროცედურა წყდება დავის გადაწყვეტამდე.

7. ამ მუხლით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის პირველადი რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანასთან დაკავშირებით ვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის შესახებ გარემოებები.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის განცხადების, მოწმის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი დოკუმენტების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. აღნიშნული დოკუმენტები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

9. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის განცხადების, მოწმის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა.

10. წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სისწორეზე, აგრეთვე მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.

11. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გამოიყენება:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანისგან განსხვავებულ სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას;

ბ) 2006 წლის 14 იანვრის შემდგომ რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის დროებით რეგისტრაციისას;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, აგრეთვე არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 თებერვლის ბრძანება №96-ვებგვერდი, 08.02.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 თებერვლის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 20.02.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 263

1. მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ან იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს (შემდგომ – ტრანსპორტი), პირველადი რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის განხორციელებაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) ტრანსპორტზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრული საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება ტრანსპორტის საკუთრების უფლებით პირველადი რეგისტრაციის თაობაზე;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

2. ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, სავალდებულოა მისი დათვალიერება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული წესით და დათვალიერების აქტის შედგენა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტის დათვალიერების შედეგად ვერ დგინდება მისი:

ა) მოდელი ან გამოშვების წელი, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა (მოდელი)“ ან „ვ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები შესაძლებელია არ მიეთითოს ან მიეთითოს „დაუდგენელი“;

ბ) ძრავის ზუსტი მოცულობა ან/და მაქსიმალური სიმძლავრე, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ზ“ ან/და „ვ.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემებად მიეთითება ძრავის მოცულობის ან/და მაქსიმალური სიმძლავრის ის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს ტრანსპორტს (მაგ.: <50 სმ3, <4 კვტ და ა.შю).

4. თუ ტრანსპორტის ტიპის განსასაზღვრად დამატებით საჭიროა მისი კონსტრუქციული სიჩქარის დადგენა, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ მონაცემს განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, კონსტრუქციულ სიჩქარედ შესაძლებელია მიეთითოს სპიდომეტრზე აღნიშნული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი. ტრანსპორტის კონსტრუქციული სიჩქარის შესახებ მონაცემი არ აისახება სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში და ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობაში.

5. თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ რომელიმე მონაცემს, სარეგისტრაციო პროცედურა შეწყდება და ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაცია არ განხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ კომპეტენტური დაწესებულებიდან (ქარხანა-დამამზადებელი/მისი წარმომადგენლობა საქართველოში, საექსპერტო დაწესებულება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში აკრედიტირებული პირი) ტრანსპორტის მოდელის, გამოშვების წლის, ძრავის ზუსტი მოცულობის, მაქსიმალური სიმძლავრის ან/და კონსტრუქციული სიჩქარის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე.

6. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, სარეგისტრაციო მიზნებისათვის, ამ ტრანსპორტზე პირის საკუთრების უფლების არსებობა დადასტურებულად მიიჩნიოს, თუ დაინტერესებული პირი წერილობითი ფორმით აცხადებს, რომ იგი არის წარმოდგენილი ტრანსპორტის მესაკუთრე.

7. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს/დაადგინოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთრების უფლების თაობაზე) და დოკუმენტაციის ნამდვილობა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების სისწორეზე, აგრეთვე მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.

8. ამ მუხლით დადგენილი წესით ტრანსპორტის პირველადი რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ ტრანსპორტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის შესახებ გარემოებები.

9. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გამოიყენება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპორტისგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპორტის დროებითი რეგისტრაციისას ან რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელებისას.

10. თუ ტრანსპორტის პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, გამოიყენება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 02 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 04.04.2022წ.

 

მუხლი 27.

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.) სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) ერთობლივი განცხადება;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) გირავნობის გარიგება;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან, მემკვიდრე საკუთრების განკარგვის უფლებას იძენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განკარგვის უფლებას იძენს სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ.

31. არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა პირზე რეგისტრაციისათვის (გადაფორმებისათვის) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს თანხმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირი მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (შეფასების აქტი, დასკვნა ან სხვა).

4. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრის ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისას, სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი, თუ სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლამდე;

ე) ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემ(ებ)ის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს (შემძენს) ან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი 7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში ან სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და აფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა უარი განაცხადა გაფრთხილების ჩაბარების შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებებს. წერილობითი გაფრთხილების გადაცემა სავალდებულო არ არის, თუ ვალდებულების წარმოშობის შესახებ პირი ინფორმირებულია უფლების გადაცემის ბარათის მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 26-27-ე მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ან მათ მესაკუთრეებზე სრულყოფილ ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

3. იურიდიული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება, თუ რეგისტრაცია ხორციელდება უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე.

4. სააგენტო და მისი თანამშრომელი არ არის პასუხისმგებელი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორცილების უფლებამოსილებაზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე, აგრეთვე წარმომადგენელი პირების მიერ მათზე დაკისრებული უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.

5. ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, აგრეთვე 251, 26-ე, 27-ე, 271 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

6. პირის მიერ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერები უქმდება ან/და იცვლება ზემოაღნიშნულ დოკუმენტში არსებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისად.

7. მოგირავნის მიერ დაგირავებული ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის შესახებ მოთხოვნის არამართლზომიერ გამოყენებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოგირავნეს.

8. მემკვიდრეს ან სამართალმემკვიდრეს უფლება აქვს განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა 27-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოქმედების გარეშე, თუ რეგისტრაციის მომენტისათვის მიღებული ქონება განადგურებულია ან/და დაზიანების გამო არ ექვემდებარება გადაფორმებას, ამასთან, ჩამოწერის დოკუმენტით მესაკუთრედ აღირიცხება მემკვიდრე ან მამკვიდრებელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №531 - ვებგვერდი, 31.10.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 11.10.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

მუხლი 271

1. გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში;

ვ) შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშში ასახული მონაცემების შესაბამისად გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარას გამოშვების თარიღი.

3. დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავას შეცვლა:

ა) სხვა მარკა მოდელის ძრავათი, თუ შეცვლილი ძრავას მასა 30%-ზე მეტად არ განსახვავდება საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძრავას მასისაგან;

ბ) სხვა ლიტრაჟის და პარამეტრების ძრავათი, თუ იგი სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში.

4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებისა) ან/და ძრავათი შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში სავალდებულო რეგისტრაციამდე შეიძლება გაიცეს სპეციალური სანომრე ნიშანი (TEST) და დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 ივნისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.06.2019წ.

 

მუხლი 272

1. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) ჩანაწერებში მის საცხოვრებელ ადგილად (მისამართად) შეიძლება აღრიცხულ იქნეს საქმისწარმოებისას მისი ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლის შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო ჩანაწერის შეცვლის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს აღნიშნული ჩანაწერით, ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუგზავნელობისათვის და ეს არ შეიძლება გახდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.

 

მუხლი 28.

იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ახალ მესაკუთრეზე, გამსხვისებელ იურიდიულ პირებზე დაურეგისტრირებლად.

 

მუხლი 281.

1.სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაცია დასაშვებია მის მესაკუთრეზე/შემძენზე, რომელსაც აქვს ა(ა)იპ – საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (შემდგომ − ფედერაცია) მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან გუნდის მოქმედი ლიცენზია (იურიდიული პირის შემთხვევაში).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა დაინტერესებულმა პირმა სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციისათვის, გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) ფედერაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან გუნდის მოქმედი ლიცენზია (იურიდიული პირის შემთხვევაში);

დ) ფედერაციის მიერ დადგენილი წესით გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომლითაც დასტურდება ავტომობილისათვის სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსის მინიჭება.

3. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის შედეგად გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)). ამასთან, სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმა დასაშვებია, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

4. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაცია უქმდება:

ა) მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მოთხოვნით;

ბ) ფედერაციის მიერ სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსის/ტექნიკური პასპორტის გაუქმების შემთხვევაში;

გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილის აღრიცხვიდან მოხსნისას.

5. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის წარმოშობისას, მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და ჩააბაროს სარეგისტრაციო ნიშნები.

6. სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, დასაშვებია ავტომობილის სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებად რეგისტრაცია, თუ:

ა) სპორტული დანიშნულების ავტომობილის კონსტრუქციაში ცვლილების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება აღნიშნული ცვლილების „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულები;

გ) არ არსებობს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

7. თუ სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციასთან ან რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი ამ მუხლით დარეგულირებული არ არის, სპორტული დანიშნულების ავტომობილის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას გამოიყენება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 02.11.2022წ.

 

მუხლი 29.

1 საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას რეალიზებული, უსასყიდლოდ გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ქონების მიმღებზე, ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.

2. რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ქონების შემძენზე, მოგირავნეზე დაურეგისტრირებლად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

 

მუხლი 30.

1. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი ან/და რეგისტრირებული მესაკუთრე პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი პირის საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება:

ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.დ“ ან „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (გარდა „ბ.ი“ და „ბ.კ“ ქვეპუნტებისა) განსაზღვრული დოკუმენტებით;

გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით;

დ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება, მხოლოდ ნომრიანი აგრეგატის რეგისტრაციაზე.

2. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების მიმნიჭებელი პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი მოსარგებლე პირის სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება:

ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით „გ“ ქვეპუნტით განსაზღვრული დოკუმენტებით.

3. რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოგირავნის მიერ რეალიზაციის ან მის საკუთრებაში აღრიცხვის შემთხვევაში, სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას ახორციელებს დამგირავებ-ლის/მესაკუთრის თანხმობისა და დასწრების გარეშე.

4 კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, მოგირავნის მიერ, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ფიზიკური პირის კუთვნილი დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან თავის საკუთრებაში აღრიცხვისათვის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებამდე სავალდებულოა მისი პირველადი რეგისტრაცია მესაკუთრე ფიზიკური პირის სახელზე, ამასთან აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მოგირავნის მოთხოვნის საფუძველზეც, რეგისტრაციაში მესაკუთრე ფიზიკური პირის მონაწილეობისა და მისი თანხმობის გარეშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

 

მუხლი 31

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს მესაკუთრის, მოსარგებლის ან უფლებამოსილი დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

 

მუხლი 32.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენს:

ა) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა;

გ) დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, კომპიუტერულ სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ.

3. სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია აღიცხვიდან მოხსნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის აღდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

 

მუხლი 33.

1.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ხორციელდება რეგისტრირებული მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების საფუძველზე. ამასთან, სავალდებულოა სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება.

2. დაუშვებელია ჩამოწერილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

 

მუხლი 34. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

 

მუხლი 35.

1. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი და რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება (გადაფორმება), ჩამოწერა ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან/და საგადასახადო ორგანოს თანხმობით.

2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი და რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის (გასხვისებისათვის) იმ პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 36.

1. საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებული პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიოკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ასეთ პირს საქართველოში გააჩნია დადგენილი წესით რეგისტრირებული წარმომადგენლობა (ფილიალი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება წარმომადგენლობაზე საერთო წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

 

მუხლი 37.

1.საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მიერ, კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის მოთხოვნას და მითითებას თუ ვისთვის არის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ბ) საბაჟო დეკლარაცია (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

გ) რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

2. დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების, ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრების, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირების ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალის მიერ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება ან ერთობლივი განცხადება;

ბ) საბაჟო დეკლარაცია (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

გ) დიპლომატური ბარათი ან სამსახურებრივი ბარათი;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) საბაჟო დეკლარაცია და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) ერთობლივი განცხადება;

დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ე) დიპლომატიური ბარათი (სამსახურებრივი ბარათი) ან რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №405-სსმIII, №37, 26.03.2009წ.; მუხ.427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №78 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

 

მუხლი 371.

1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელზე, ელჩზე, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრზე, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალზე ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება;

გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები;

დ) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის განცხადება, ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის მოთხოვნის თაობაზე;

ე) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის დიპლომატიური ბარათი (სამსახურებრივი ბარათი) ან/და რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

ვ) დათვალიერების აქტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელზე, ელჩზე, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრზე, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალზე საქართველოში ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას გაიცემა ახალი სარეგისტრაციო ნიშნები, ხოლო ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები რეგისტრაციის გაუქმებამდე ინახება სააგენტოში. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, მასზე ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ უქმდება.

4. ამ მუხლით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:

ა) ხელშეკრულების შეწყვეტა, გაუქმება ან მოშლა;

ბ) მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება;

გ) მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულები არიან მიმართონ სააგნტოს რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო ნიშნების შეცვლის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

 

მუხლი 372

1. ეს მუხლი ვრცელდება და განსაზღვრავს ლიზინგის გამცემზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა ამ ინსტრუქციის 371 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა) ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის წესსა და პირობებს, რომელზეც ლიზინგი რეგისტრირებულია სააგენტოში და ლიზინგის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შესახებ.

2. ლიზინგის ხელშეკრულებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რეგისტრაციას ლიზინგის მიმღებზე.

3. ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის პროცესში ლიზინგის გამცემის უშუალო მონაწილეობის გარეშე) წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ლიზინგის მიმღების განცხადება (დანართი №2);

ბ) ლიზინგის ხელშეკრულება;

გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის გამცემის საკუთრების უფლების დამადასტურებელი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

დ) დათვალიერების აქტი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

4. ლიზინგის ხელშეკრულების წარდგენა სააგენტოში სავალდებულო არ არის, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების შინაარსი სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის პროგრამის მეშვეობით ელექტრონულად ხელმისაწვდომია სარეგისტრაციო სამსახურისათვის.

5. ლიზინგის მიმღებზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირდება სარგებლობის უფლებით, რის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები. ამასთან, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემს ემატება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის (ლიზინგის მიმღების) მონაცემები, ხოლო ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მესაკუთრის (ლიზინგის გამცემის) მონაცემის ნაწილში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის გამცემ პირზე რეგისტრაცია და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიზინგის გამცემი პირის საკუთრების უფლება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

6. ლიზინგის მიმღებზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა არ წარმოადგენს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს.

7. ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ახალ რეგისტრაციის მოწმობაში მიეთითება, რომ მოწმობის მფლობელი არ არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე.

8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის არსებობისას, ლიზინგის მიმღების განცხადების საფუძველზე ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ დაკარგული ან დაზიანებული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენა. ამასთან, დაიშვება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში ასახული ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილებების შეტანა, ძრავის შეცვლა სააგენტოში ლიზინგის გამცემის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის გაუქმება დაიშვება მხოლოდ ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით.

9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შემდეგ, ლიზინგის გამცემს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის, მათ შორის ლიზინგის მიმღებზე საკუთრების უფლებით რეგისტრირების ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) უფლებამოსილება წარმოეშობა ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ.

10. ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია უქმდება ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ლიზინგის გამცემის განცხადება (დანართი №2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის მიმღების სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა/ტექნიკური ტალონი, რეგისტრაციის ნომერი და სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

12. ლიზინგის გამცემის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების საფუძველზე, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ლიზინგის გამცემზე გაიცემა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ახალი მოწმობა/ტექნიკური ტალონი და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ამასთან, ლიზინგის გამცემი თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურისაგან, ხოლო თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისთვის კანონით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარმოიშობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება, ლიზინგის გამცემი თავისუფლდება ამ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან, გარდა დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენის შემთხვევისა.

13. ლიზინგის გამცემს უფლება აქვს განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ამ მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოქმედების გარეშე, თუ ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციისას ლიზინგის საგანი განადგურების ან/და დაზიანების გამო არ ექვემდებარება რეგისტრაციას. ამასთან, ჩამოწერის დოკუმენტით მესაკუთრედ აღირიცხება ლიზინგის გამცემი/ლიზინგის მიმღები.

14. ლიზინგის გამცემის მიერ, ლიზინგის საგანზე საკუთრების უფლების ლიზინგის მიმღებისთვის სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაციის პერიოდში გადაცემის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის მიმღებზე გადაფორმება ხორციელდება ერთობლივი განცხადების (დანართი №1) საფუძველზე (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების პროცესში ლიზინგის გამცემის უშუალო მონაწილეობით), ხოლო ლიზინგის მიმღების მიერ ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენისას - ლიზინგის მიმღების განცხადების (დანართი №2) საფუძველზე (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების პროცესში ლიზინგის გამცემის უშუალო მონაწილეობის გარეშე) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამასთან, თუ ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისას გაცემული იმავე სერიის, ნომრის და ტიპის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)) საკუთრების უფლებით რეგისტრაციისას გაცემის შემთხვევაში კანონით ან/და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარმოიშობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება, ლიზინგის მიმღები თავისუფლდება ამ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან, გარდა დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენის შემთხვევისა.

15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე საკუთრების უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის (განმცხადებლების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) სარეგისტრაციო ნიშნები;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

16. ერთ დღეს სხვადასხვა სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემდგომი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს წინა რეგისტრაციისათვის შედგენილი დათვალიერების აქტის ან საექსპერტო შემოწმების საფუძველზე.

17. ლიზინგის გამცემზე და ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის, აგრეთვე მათ მიერ სააგენტოსათვის აღნიშნული ნომრების ჩაბარების, შეცვლის და სააგენტოს მიერ შესაბამისი ნომრების შენახვის, შენახვის ვადების და ჩაბარებულის გაცემის ვალდებულების წარმოშობის, კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის განმახორციელებელი სარეგისტრაციო სამსახურის განსაზღვრისას გამოიყენება სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან დაკავშირებით ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

18. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანზე ლიზინგის მიმღების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის ან გაუქმებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი.

19. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის უფლებამოსილების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი.

20. სააგენტოს მიერ ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის სხვა მუხლებით დადგენილი ნორმები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №531 - ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 38.

დასრულებული სარეგისტრაციო მოქმედების გაუქმება შესაძლებელია პირთა წერილობითი მოთხოვნით დოკუმენტის შემდგენ ორგანოში.

 

მუხლი 39.

სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება:

ა) იმ პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მივლინებით გადიან სხვა ქვეყნებში;

ბ) კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თუ ისინი სარეგისტრაციო განყოფილების სამოქმედო ტერიტორიიდან გადიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ან დროებით მფლობელობაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 40.

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე, სააგენტოს მიერ მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას, დოკუმენტს დაერთვება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის დამადასტურებელი წარწერა (ფორმუ-ლარი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელებული დამადასტურებელი წარწერა (ფორმულარი) უნდა შეიცავდეს:

ა) სამსახურის დასახელებას;

ბ) ფორმულარის შედგენის თარიღს;

გ) გარიგების მონაწილე მხარეების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

დ) ფორმულარის შედგენის საფუძველს;

ე) გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გარიგებაზე ხელმოწერების პირადად შესრულების ფაქტის დადასტურებას;

ვ) სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელს, გვარს, დაკავებულ თანამდებობას.

3. ფორმულარს უნდა დაერთოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. დასაშვებია ფორმულარში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მონაცემების ასახვაც.

4. ფორმულარი უნდა დაიბეჭდოს მექანიკურ ან ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ფორმულიარი სრულდება A4 ფორმატის ((210X297 მმ) მყარ ქაღალდზე, რომლის სიმკვრივეა არანაკლებ 80 გრ/კვ.მ. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ფორმულარი შეასრულოს დამცავი ან/და განმასხვავებელი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით. ფორმულარი სრულდება სამ – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

5. ფორმულარი უნდა განთავსდეს ცალკე ფურცელზეც და გარიგებასთან ერთად უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე.

6. გარიგება დაბეჭდილ უნდა იქნეს მექანიკურ ან ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამასთან, გარიგების მონაწილე მხარეების სურვილის შემთხვევაში გარიგების ტექსტი შეიძლება შესრულებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. გარიგების დამოწმებისას სააგენტოს თანამშრომელი ადასტურებს მხოლოდ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის კონკრეტულ პირებს. იგი არ ადასტურებს გარიგებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მის ნამდვილობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

 

მუხლი 41.

1. სარეგისტრაციო სამსახურებში წარმოდგენილ დოკუმენტში ან/და სარეგისტრაციო ნიშანზე, ან/და ნომრიან აგრეგატზე უზუსტობის, შეუსაბამობის, გადასწორების, დაზიანების კვალის ან სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან/და თანდართული დოკუმენტაცია ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს ან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღმოჩენილი გარემოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სააგენტო წყვეტს რეგისტრაციის პროცესს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი შეზღუდვები უქმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 11.10.2018წ.

 

მუხლი 43.

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას არ აქვს იურიდიული ძალა და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:

ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;

ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის სააგენტოში;

გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხორციელდება;

დ) დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას, დაცული არ არის სააგენტოში;

ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება რეგისტრირებულია/აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება რეგისტრირებულია/აღრიცხულია მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება აღრიცხული იყო სხვა პირის საკუთრებად.

3. უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (გარდა სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენისა ან/და შეცვლისა) არ განხორციელდება სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვისაგან ან საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებრივი შეზღუდვის/საგადასახადო გირავნობის შეტყობინების გამომგზავნის თანხმობის წარმოდგენამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შეზღუდვის წესი არ გამოიყენება, თუ:

ა) უფლებრივად შეზღუდული ან/და საგადასახადო გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იძულებითი აღსრულების შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებლის ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის საფუძველზე;

ბ)უფლებრივად შეზღუდული ან/და საგადასახადო გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მემკვიდრეზე/სამართალმემკვი-დრეზე;

გ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტით (გარდა მხარეთა მორიგების აქტისა, რომელიც სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა უფლებრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ);

დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემზე ამ ინსტრუქციის 372 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და უფლებრივი შეზღუდვა ან/და საგადასახადო გირავნობა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებულია (გავრცელებულია) როგორც ლიზინგის გამცემის ქონებაზე.

41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალების რეგიტრაცია მოსარგებლეზე, მესაკუთრეზე, მემკვიდრეზე/სამართალმემკვიდრეზე ან ლიზინგის გამცემზე ხორციელდება არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმების გარეშე და უფლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება:

ა) თუ მოთხოვნის მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოში რეგისტრირებულია/აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა, რომლის თაბაზეც გადაწყვეტილება მიღებულია სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში (გარდა იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუქნტით განსაზღვრული შემთხვევისა);

ბ) იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუქნტით განსაზღვრულ შემთხვევაზე, თუ იძულებითი წესით განკარგვა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების საფუძველზე.

6. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან საკუთრებაში აღრიცხვას ახორციელებენ საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული გირავნობის მოგირავნე კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელებისათვის სავალდებულო არ არის საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო გირავნობის გაუქმების ან რეგისტრაციის განხორციელებაზე თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას საკუთრების უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად შემძენზე გადადის საგადასახადო გირავნობით დაუტვირთავი ქონება.

8. (ამოღებულია - 26.03.2021, №27).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №531 - ვებგვერდი, 31.10.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.02.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 04.04.2025 წ.

 

მუხლი 44.

1. სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში სატრანსპორტო საშუალების ძებნის ან გატაცების თაობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება ძებნის ან გატაცების თაობაზე ინფორმაციის გაუქმების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ისეთი ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შემთხვევებზე, როდესაც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები დადგენილია და საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურას ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების /გადაცემის ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;

ბ) ისეთი ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შემთხვევებზე, როდესაც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები ვერ დგინდება მისი დაზიანების ან არარსებობის გამო და საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურას ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისას ყოველ ახალ შემძენს ეცნობება სატრანსპორტო საშუალების ძებნის თაობაზე მონაცემთა ბაზაში ასახული ინფორმაციის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №661- ვებგვერდი, 22.08.2013 წ.

 

მუხლი 45. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

II1 თავი

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 451

1. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა და ყადაღის დადების შესახებ ინფორმაცია აისახება საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2. მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საგადასახადო ორგანოს მიერ შეყვანილი ინფორმაცია პირდაპირ რეჟიმში გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზას, სადაც ხდება მისი ავტომატურად დარეგისტრირება.

3. ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება უთანაბრდება შეტყობინების მიღებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ასახვა ჩაითვლება სააგენტოს მიერ საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის დარეგისტრირებად.

5. საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის დარეგისტრირების თარიღი.

6. საგადასახადო ორგანოს მიერ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სამართლებრივი დატვირთვის ან შეზღუდვის დოკუმენტის ნომერს და თარიღს.

7. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნასა და სათანადო პროგრამულ უზრუნველყოფას, შემდგომი მუდმივი განახლებით.

8. საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ინფორმაციას (ელექტრონულ დოკუმენტს) აქვს მატერიალური დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 452

1. სააგენტოში დაინტერესებული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი მონაცემთა ელექტრონულ ბაზის პროგრამულ ფანჯარაში ამოწმებს რეგისტრაციის დღისათვის გამსხვი-სებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

2. პროგრამულ ფანჯარაში საგადასახადო შეზღუდვების გრაფაში შეიძლება აისახოს შემდეგი სახის ინფორმაციები:

ა) „არ გააჩნია დავალიანება“ (გრაფა შეფერილია მწვანე ფერში) – რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის დღისათვის პირს არ ერიცხება საგადასახადო ვალდებულება;

ბ) „სავარაუდოდ გააჩნია დავალიანება“ (გრაფა შეფერილია ყვითელ ფერში) – ელექტრონული ბაზა ვერ ახერხებს პირის იდენტიფიცირებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი საგადასახადო ვალდებულების დადგენა;

გ) „აქვს გირავნობა“ (გრაფა შეფერილია წითლად) – პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;

დ) „აქვს ყადაღა“ (გრაფა შეფერილია წითლად) – პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია ყადაღა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 453

1. ამ ბრძანების 452 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

ა) 452 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდება კანონით დადგენილი წესით;

ბ) 452 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას ჩაითვლება, რომ პირს საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდება დადგენილი წესით;

გ) 452 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია შეჩერდება საგადასახადო ორგანოს მიერ „საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ“ გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 452 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე;

დ) 452 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტისათვის დაინტერესებული პირის ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა, სარეგისტრაციო მოქმედებები შეწყდება საგადასახადო ორგანოს მიერ „საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ“ გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 452 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 454

დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის დღისათვის საგადასახადო ვალდებულების შესახებ ინფორმირებას უწევს სააგენტოში მიმაგრებული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება მიწოდებულ ინფორმაციას, ან სააგენტოს შესაბამის განყოფილებაში არ არის მიმაგრებული საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, დაინტერესებული პირი ინფორმაციის მისაღებად მიმართავს შესაბამის საგადასახადო სამსახურს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 455

თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს მისი გაუქმების გარეშე, სამართლებრივი შეზღუდვა კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 456

ყოველი კალენდარული თვის დასაწყისში სააგენტო უზრუნველყოფს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

მუხლი 457

სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახული მონაცემების გადამოწმებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით. აღნიშნული წესით მონაცემების შემოწმება უთანაბრდება მარეგისტრირებელ ორგანოში მონაცემების შემოწმებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

 

მუხლი 458

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას 457 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ინახება სააგენტოს მიერ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

 

მუხლი 459. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011წ.

 

თავი III. დასკვნითი დებულებები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

 

მუხლი 46.

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ტერმინი:

ა) „ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი“ გულისხმობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე“ (გარდა იმავე მუხლის „ე.ლ1“ ქვეპუნქტისა), „ზ“ და „ზ2“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს);

ბ) „ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი“ გულისხმობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“–„ე7“, „ზ“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს);

2. ამ თავის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირად მიიჩნევა მოთხოვნის მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) ბოლო მონაცემებით განსაზღვრული იმ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში – დეკლარანტი) ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე), რომელზეც გაცემულია ან გაცემული იყო ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

 

მუხლი 47

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის მიზნით მიმართოს სააგენტოს და დადგენილი წესით განახორციელოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლა ან სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა. დაუშვებელია ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მქონე სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი ჩააბაროს სააგენტოს, ხოლო, თუ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი (ცალი ან წყვილი) დაკარგულია – აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობოს სააგენტოს.

3. ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (ერთის ან წყვილის) გაცემისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის წესი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, მაგრამ არა უგვიანეს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარების დღისა;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ბ“-„ე.კ“, „ე.მ“-„ე.ო“ და „ზ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, მაგრამ არა უგვიანეს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარებიდან 6 თვისა.

4. დასაშვებია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის:

ა) ამავე კანონის (მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლა, ძველი ნიმუშის ნომრის ჩაბარებიდან განუსაზღვრელი ვადით. ამასთან დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს:

ა.ა) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე არსებული ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის იდენტური ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დატანა (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პირი თავისუფლდება ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან);

ა.ბ) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე არსებული ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციისაგან განსხვავებული ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დატანა (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის განსაზღვრული მომსახურების საფასური მცირდება 35 ლარამდე);

ბ) ამავე კანონის (მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის „ე1-ე5“ ან „ე7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლა (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პირი თავისუფლდება ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან).

5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის იმავე ტიპის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია, ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დატანილ იქნეს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ასოთა და ციფრთა კომბინაციის იდენტური ასოთა და ციფრთა კომბინაცია. ამასთან, თუ მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის კომბინაცია შეესაბამება იმავე კანონის (მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მცირდება 25 ლარამდე.

6. 2021 წლის 1 აპრილიდან დაუშვებელია:

ა) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემა (გარდა ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან დამზადება;

ბ) დაკარგული ან დაზიანებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის აღდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

 

მუხლი 48

1. ცალის ან წყვილი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართოს სააგენტოს. დაზიანებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.

2. ავტომობილის ცალი ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის დაკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მეორე, მის ხელთ არსებული, ნომერი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარადგინოს სააგენტოში.

3. სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდგომ დადგენილი წესით გაიცემა ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.

4. დაუშვებელია დაკარგული ან დაზიანებული ძველი ნიმუშის ნომრის აღდგენა.

5. ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის დაკარგულად აგრეთვე მიიჩნევა მოპარული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

 

მუხლი 49

1. (ამოღებულია - 26.03.2021, №27).

2. (ამოღებულია - 26.03.2021, №27).

3. (ამოღებულია - 26.03.2021, №27).

4. ამ წესის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ, გაცემულ სარეგისტრაციო ნომრებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ:

ა) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილ და საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებზე 2014 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ ავტომობილებზე, მისაბმელებსა და მოტოციკლებზე – 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ, ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობამდე;

ბ) საპატიო კონსულებზე 2014 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ ავტომობილებზე, მისაბმელებზე და მოტოციკლებზე - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელებისას სააგენტოს მიერ გაიცემა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად,6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა 2014 წლის 1 ოქტომრამდე უზრუნველყონ ამ წესის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გაცემული სარეგისტრაციო ნომრების შეცვლა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად, რის შეუსრულებლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ცხადდება ძალადაკარგულად.

61. თუ საპატიო კონსულის სახელზე რეგისტრირებულ ორზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემულია „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), საპატიო კონსული ვალდებულია 2025 წლის 1 სექტემბრამდე მიმართოს სააგენტოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით:

ა) ხელახალი რეგისტრაციის მიზნით რეგისტრაციაში ცვლილების განსახორციელებლად და წარმოადგინოს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

ბ) გადაფორმების მიზნით და წარმოადგინოს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

გ) აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით და წარმოადგინოს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

62. ამ მუხლის 61 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალადაკარგულად ცხადდება საპატიო კონსულის სახელზე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რომელზეც გაცემულია „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

63. ამ მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული ძალადაკარგული რეგისტრაციის აღდგენა ხორციელდება საპატიო კონსულის სახელზე ხელახალი რეგისტრაციით:

ა) არაუმეტეს ორი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა − საპატიო კონსულის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესის შესაბამისად;

ბ) გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა − ამ ინსტრუქციით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგადი წესის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციაში ცვლილების შეტანისას არ გამოიყენება ამ წესის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულო განყოფილების წევრებისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.

„9. ამ მუხლის 61 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაციის განხორციელებისას დაინტერესებული პირი თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“, „ე“, „ზ“ და „ს2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურისაგან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №817 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 26.03.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 24 ივლისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 25.07.2025წ.

 

მუხლი 491.

2021 წლის 1 აპრილამდე, ამ ინსტრუქციის 181 მუხლის მოქმედების გავრცელება დასაშვებია მხოლოდ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლის შემთხვევებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 23.02.2021წ.

 

მუხლი 492. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 02 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 04.04.2022წ.

 

მუხლი 493. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 02 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 04.04.2022წ.

 

მუხლი 494 (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 02 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 04.04.2022წ.

 

მუხლი 495 (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 02 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 04.04.2022წ.

 

მუხლი 496 (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 02 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 04.04.2022წ.

 

მუხლი 497 (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 02 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 04.04.2022წ.

 

მუხლი 50.

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2014წ.

 

დანართი №1

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა (გასხვისება)

წარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შედგენილი

ერთობლივი განცხადების საფუძველზე

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულ უნდა იქნეს

კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში

 

ერთობლივი განცხადება №

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტო –----------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---–

(სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

ტრანზიტის №

 

ნაწილი I.

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მონაცემები:

ა) მესაკუთრე –----------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---–

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

გავასხვისე ჩემს საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ვისზე: ახალი მესაკუთრის ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები,პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

 

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ---------- 8. ძარას №-------------

3. გამოშვების წელი -------- 9. ძრავას №------------

4 ფერი ----------------------- 10. შასის №-------------

5. ტიპი ----------------- 11. დასაშვები წონა ----- კგ

6. საიდენტ. №------------------------------------

7. ტექ.პასპორტის №----- 12. დაუტვირთავი წონა -----კგ

 

ერთობლივი განცხადების საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

––––––––––––––––– ბ.ა. ––––––––––––––––––– ბ.ა

(გამსხვისებელი) (შემძენი)

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილება შემოწმებულია, მხარეებს შორის ერთობლივი განცხადება ხელმოწერილია ჩემი თანდასწრებით, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით და ბეჭდით:

 

------------------------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა. –– ––––– 200 წ

ნაწილი II.

გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ ერთობლივი განცხადების I ნაწილით ჩემს საკუთრებაში გადმოცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ახალი მესაკუთრის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

ბ.ა ––––––––––––––

(ხელმოწერა)

 

მივიღე: -------------------------------------------------------------------------------

(სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

.

გავეცი: ------------------------------------------------------------------------------

(სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

-------------------------------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა. –– ––––– 200 წ

 

დანართი №2

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

 

მესაკუთრის(ფლობელის) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური ან იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჩემს საკუთრებაში(ფლობელობაში) არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

 

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. -------------------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ---------- 7. ტექ.პასპორტის №---

3. გამოშვების წელი -------- 8. ძარას №-------------

4 .ფერი ----------------------- 9. ძრავას №------------

5. ტიპი ----------------- 10. შასის №-------------

6. საიდენტ. №--------------------- 11. დასაშვები წონა ----- კგ

მფლობელი -------------------------- 12. დაუტვირთავი წონა -----კგ

 

----- ------------ 200 წ ბ.ა -----------------------------------

(ხელმოწერა)

 

მივიღე:------------------------------------------------------------------------------------------ (დოკუმენტები,სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

გავეცი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დოკუმენტები,სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

---------------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა. –– ––––– 200 წ

 

დანართი №3

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების

ა ქ ტ ი

№ – –– 200 წ.

 

ფორმა 1

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

მფლობელი:

მოწმობა:

მარკა, მოდელი:

ტიპი: საიდენტიფიკაციო კოდი:

გამოშვების წელი: ძრავას №

ძრავას მოც. ძარის №

ფერი: შასის №

დასაშვები მასა:

სანომრე ნიშანი დაუტვირთავი მასა:

შემოწმებელი: დამთვალიერებელი:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

დანართი №4

 

ტექნიკური ტალონი №

 

1. მარკა, მოდელი–––––––––––––––

model /

2. აგრეგატის ნომერი –––––––––––/

Aggregate number

3. გამოშვების წელი –––––––––––– /

Production year

4. კუთვნილება ––––––––––––––––/

Beloung

5. მისამართი –––––––––––––-------–

Adress

6. რეგისტრაციის საფუძველი

Registration basis

 

გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოს --------------------------------------------------------------------- მიერ

(სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

--- -------- 200 წ

 

--------------------------------------- ბ.ა

(თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

დანართი №5

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 07.03.2023წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

 

დროებითი მოწმობა №

დაინტერესებული პირი ______________________________________________________________

__________________________________________________________________________________

(პირის მონაცემები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და №)

 

მისამართი: __________________________________________________________________________

 

სატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი და საიდენტიფიკაციო ნომერი:

__________________________________________________________________________________

 

გაცემული შიდა ტრანზიტი ___________________________________________________________

 

შიდა ტრანზიტის გაცემის თარიღი: ------------------ 20 წ.

შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადა: ----------------- 20 წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს _____________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

 

---------------------------------------------------- ბ .ა

(თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

დანართი №6

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684014051659 {border-spacing: 0px; background-color: rgb(234, 234, 234); color: rgb(51, 51, 51); font-family: "helvetica neue", Helvetica, Arial, sans-serif; font-size: 16px; border: medium none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }

 

შავი

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684014051662 {border-spacing: 0px; background-color: rgb(234, 234, 234); color: rgb(51, 51, 51); font-family: "helvetica neue", Helvetica, Arial, sans-serif; font-size: 16px; border: medium none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }

 

თეთრი

 

დანართი №7

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა

 

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაფრთხილებთ, რომ თუ თქვენ ასხვისებთ თქვენს საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებულ სატრანსპორტო საშუალებას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად იღებთ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას ( გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა, ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისა), ვალდებული ხართ, სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს წარუდგინოთ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რის გამოც დაგეკისრებათ პასუხისგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავის მიხედვით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

 

დანართი №8

 

დროებითი მოწმობა №

 

მიმღები პირი ________________________________________________________________

(პირის მონაცემები , პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

მისამართი : -________________________________________________________________

 

გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) N -------------------------

 

გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) გაცემის თარიღი : ----- ---------- 200 წ

 

გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) მოქმედების ვადა : ---- ---------- 200 წ

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს

 

_______________________________________________________________________

(გამცემი სარეგისტრაციო სამსახური )

 

--------------------------------------------- ბ .ა

(თანამდებობის პირის ხელმოწერა )

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

 

დანართი №9

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე