გადაწყვეტილება №24622/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24622/2/2025
18 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 18.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24622/2/2025).
დავის საგანი:
ინფორმაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №189022 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26632 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №189022 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისათვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. ამასთან გადასახადის გადამხდელს ხელახლა დაევალა ინფორმაციის წარდგენა, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობისათვის, აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 2024 წლის 6 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.12.2024 წლის №26632 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 70-ე, 43-ე, 269-ე, 279-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველი შეტყობინების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობა აუდიტის დეპარტამენტს, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარუდგენდა მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ვინაიდან წერილში მითითებული პირები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, ხოლო მეორე შეტყობინების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ორი პირის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს, ხოლო დანარჩენ პირებზე დოკუმენტაციას წარადგენდა შეძლებისდაგვარად მოკლედ ვადაში. ამასთან, მეორე შეტყობინება როდესაც მიიღეს მათ არ გააჩნდათ სხვა დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შეძლებდა, რაც ადასტურებს, რომ ჯარიმა დაერიცხა იმის გამო, რომ არ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც არ გააჩნდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2025 წლის №---------- წერილიდან ირკვევა, რომ ფ/პ „----------“ გამოთხოვილი იქნა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია (ამონაწერები), რომელიც წარმოადგინა მან. ასევე, გამოთხოვილი იქნა 10 ფიზიკური პირის მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების (მათ შორის გზავნილების) მიზნობრიობის შესახებ მეორე მხარის წერილობითი განმარტება დამოწმებული ნოტარიულად. აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, რაზეც წერილობით გაეგზავნა მოთხოვნა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ, რომლის ვადაც განისაზღვრა 5 სამუშაო დღე. მომჩივანმა 2024 წლის 27 აგვისტოს წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა დამატებით 5 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოდგენისათვის, ხოლო იმავე წლის 13 სექტემბერს კვლავ მოითხოვა ვადის გადავადება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაცია არ წარმოადგინა 2024 წლის 29 ოქტომბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეეფარდა სანქცია ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 31 ოქტომბერს განმეორებით გაეგზავნა წერილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუმცა მომჩივანმა სრულყოფილად არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, განმარტა მხოლოდ ორი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების (მათ შორის გზავნილების) მიზნობრიობის შესახებ, რომელიც ნოტარიულად არ იყო დამოწმებული, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 1000 ლარი
მომჩივანი განმარტავს, რომ პირველი შეტყობინების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობა აუდიტის დეპარტამენტს, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარუდგენდა მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ვინაიდან წერილში მითითებული პირები არ იმყოფებოდნენ საქართველოში
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. დამატებით მოთხოვნილი - კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის წერილობითი განმარტებები (დამოწმებული მეორე მხარის მიერ) მომჩივანმა ვერ წარადგინა ზემოაღნიშნული პირების საზღვარგარეთ ყოფნის გამო. დამატებით შესწავლას მოითხოვს საკითხი, რამდენად იყო ვალდებული მომჩივანი, მესამე პირებისგან გამოეთხოვა საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ან მესამე პირებისგან მოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26632 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
ინფორმაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხზე წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2025 წლის წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანისგან გამოთხოვილი იქნა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია (ამონაწერები), რომელიც წარმოადგინა მან. ასევე, გამოთხოვილი იქნა 10 ფიზიკური პირის მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების (მათ შორის გზავნილების) მიზნობრიობის შესახებ მეორე მხარის წერილობითი განმარტება დამოწმებული ნოტარიულად. აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, რაზეც წერილობით გაეგზავნა მოთხოვნა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ, რომლის ვადაც განისაზღვრა 5 სამუშაო დღე. მომჩივანმა 2024 წლის 27 აგვისტოს წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა დამატებით 5 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოდგენისათვის, ხოლო იმავე წლის 13 სექტემბერს კვლავ მოითხოვა ვადის გადავადება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაცია არ წარმოადგინა 2024 წლის 29 ოქტომბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეეფარდა სანქცია ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 31 ოქტომბერს განმეორებით გაეგზავნა წერილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუმცა მომჩივანმა სრულყოფილად არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, განმარტა მხოლოდ ორი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების (მათ შორის გზავნილების) მიზნობრიობის შესახებ, რომელიც ნოტარიულად არ იყო დამოწმებული, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 1000 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279.