ბრძანება N 16899
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16899
12 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -------- (პ/ნ --------)
(მის: -------------)
2023 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ----------- (პ/ნ ----------) №81629/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის N21- 11/41399 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი N69).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აღნიშნული 1.35 ჰა. მიწა 2015 წლიდან არის მეუღლის საკუთრებაში და ითხოვს 2018-2019 წწ. დარიცხული მიწის გადასახადის შემცირებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელდა მიწაზე ქონების გადასახადში (--------- რ/ნში მდებარე 7ჰა., 2.32ჰა., 2.75ჰა., 0.96ჰა. და 1.35ჰა. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე (საკადასტრო კოდები: -----------, -----------, -----------, ----------- და -----------)) საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2011 წლის გადასახადი - 1020 ლარის, 2012 წლის - 818 ლარის, 2013 წლის - 877 ლარის ოდენობით, ხოლო 2014-2017 წლების გადასახადები დარიცხულია ავტომატური რეჟიმით.
ფ/პ ----------- 2021 წლის 2 დეკემბრის №----------- განცხადების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 3 დეკემბრის №125758-21-11 დასკვნით გადამხდელს შეუმცირდა 7ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: -----------) დარიცხული 2015-2017 წლების ქონების გადასახადები წლიურად 427 ლარის ოდენობით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2018-2021 წლების გადასახადები დაკორექტირებულია (შემცირებულია) გადამხდელის მიერ 2021 წლის 2 დეკემბერს ელექტრონულად წარმოდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციებით.
გადამხდელის 2021 წლის 30 დეკმებრის №----------- განცხადების საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 11 იანვრის №991-21-11 დასკვნით განხორციელდა 2011-2017 წლების ქონების გადასახადებში დარიცხული საურავის გადაანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
გადამხდელის 2022 წლის 18 ნოემბრის №----------- განცხადების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დასკვნით გადამხდელს შეუმცირდა 1.35 ჰა. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტო კოდი: -----------) დარიცხული 2015-2017 წლების ქონების გადასახადი წლიურად 82 ლარის ოდენობით. აღნიშნულ მიწის ფართზე 2020-2022 წლების გადასახადები დაკორექტირებულია (შემცირებულია) გადამხდელის მიერ 2023 წლის 19 მაისის ელექტრონულად წარმოდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციებით.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების „საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის პროგრამულად დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირების თაობაზე“ მეოთხე ნაწილის შესაბამისად კორექტირებას ექვემდებარება საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის პროგრამულად დარიცხული ქონების გადასახადი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2018-2019 წლების გადასახადი არ ექვემდებარება შემცირებას, რადგანაც ამ პერიოდზე ფ/პ ------------ (პ/ნ -----------) მიერ ელექტრონულად წარმოდგენილია 2018-2019 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები და შესაბამისად წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე რიცხული დავალიანება ითვლება აღიარებულად.
აღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის №2----------- და 2023 წლის 19 მაისის №----------- წერილებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად,გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 27.07.2022 წლის N20032 ბრძანებით დამტკიცებულია ,,საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესი“. აღნიშნული წესის მიხედვით, ქონების გადასახადის კორექტირებას ექვემდებარება საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) თუ ფიზიკურ პირს შესაბამის საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში არ გააჩნდა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (დასაბეგრი ქონება ან/და მიწა) ან უფლებამოსილი იყო/არის ესარგებლა შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით დადგენილი საგადასახადო შეღავათით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2018-2019 წლების დაზუსტებული დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ელექტრონული ფორმით გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული ვებგვერდიდან, შესაბამისად წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების საფუძველზე რიცხული დავალიანება ითვლება აღიარებულად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 19 მაისის N21-11/41399 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ --------- (პ/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დარიცხული მიწის გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებებ
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელდა მიწაზე ქონების გადასახადში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე.
საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის პროგრამულად დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირების თაობაზე მეოთხე ნაწილის შესაბამისად კორექტირებას ექვემდებარება საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის პროგრამულად დარიცხული ქონების გადასახადი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2018-2019 წლების გადასახადი არ ექვემდებარება შემცირებას, რადგანაც ამ პერიოდზე ფ/პ-ის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილია 2018-2019 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები და შესაბამისად წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე რიცხული დავალიანება ითვლება აღიარებულად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
203;205(1,);69(1);