ბრძანება N 29685
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29685
30 .11. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------,იურ. მის.: ----------------------------)
2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) 2023 წლის 31 ოქტომბრის №84504/1/2023 საჩივარი, ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება კომპანიის ხელახალი შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას და აცხადებს, რომ ბრძანებას საფუძვლად უდევს დასკვნა, რომელიც არ არის შესრულებული კანონმდებლობისა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2491 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ივნისის №12306 ბრძანება და ამავე თარიღის №081-88 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 5 150 725 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 830 365 ლარი, ჯარიმა 1 512 423 ლარი და საურავი 807 937 ლარი.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანებით დაინიშნა შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) მიერ ფ/პ ---- ----------სგან (პ/ნ ------------) მიწის ნაკვეთების (ს/კ: ---------- და -------) შესაძენად გადახდილი თანხების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანების საფუძველია ------ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №15-15/2023 (შემ №------/21-11 28.06.2023) და ------ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №-/-- ---23წ (შემ №------/21-11 18.10.2023).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ -----ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა 2023 წლის 20 ივნისს მიმართა შუამდგომლობით შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რათა დადგინდეს 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) მიერ ფ/პ ---- ------სგან (პ/ნ ---------) მიწის ნაკვეთების (ს/კ: ------ და -------) შესაძენად გადახდილი თანხების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
შუამდგომლობაში მითითებულია შემდეგი:
„გამოვლენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე მიწის ღირებულებისთვის გადახდილია მეტი თანხა, ვიდრე დადგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის №12468 ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზედაც შედგენილია 2021 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოცემულია 2021 წლის 8 ივლისის №22260 ბრძანება და 2021 წლის 9 ივლისის №081-219 საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ხსენებულ საკითხზე შესაბამისი ღონისძიება ვერ განხორციელდა (შემოწმებისთვის აუცილებელი ინფორმაციის არქონის გამო, მათ შორის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის არქონის გამო.
-------ის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნება დაერთო აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) მიერ ფ/პ ---- ----სგან (პ/ნ ------) მიწის ნაკვეთების (ს/კ: ----- და --------) შესაძენად გადახდილი თანხების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. -----ის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით (საქმე №-/- -- ---23წ.) უცვლელად დარჩა ----ის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება კომპანიის ხელახალი შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას და აცხადებს, რომ ბრძანებას საფუძვლად უდევს დასკვნა, რომელიც არ არის შესრულებული კანონმდებლობისა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2491 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 5 150 725 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 830 365 ლარი, ჯარიმა 1 512 423 ლარი და საურავი 807 937 ლარი.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანებით დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში მომჩივანის მიერ ფიზიკური პირისგან მიწის ნაკვეთების შესაძენად გადახდილი თანხების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანების საფუძველია საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 51(1 „გ“); 255(6,8); 263(1);