ბრძანება N 12361
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12361
05.06.2023
შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: ---------------------------------)
2023 წლის 18 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე,შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------) №78207/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №094-106 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ 2021 წელს შპს „-- -- -- “-ზე სხვადასხვა მოძრავი ქონების გადაცემის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შპს „----ის“ პარტნიორის, ---- -----ის გარდაცვალების შემდეგ ჩატარდა პარტნიორთა კრება, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „------დან“ წილის გამოყოფის შესახებ და 2021 წლის მარტში შპს „-----ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება 12 ერთეული, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 442 680 ლარი, გადაფორმდა შპს „-- -- -- “-ზე. აღნიშნული კომპანია ეკუთვნის ----- ------ას - 47%, ----- -----ეს - 29% და ------ -------ეს - 24%. კრებაში მონაწილეობდნენ ---- -----ის მეუღლე და შვილები ისე, რომ არ ჰქონდათ მემკვიდრეობა მიღებული და არ იყვნენ უფლებამოსილი პირები. სამკვიდროს მიღების შემდეგ მოწვეული იქნა ახალი პარტნიორთა კრება, სადაც ბათილად იქნა ცნობილი წინა პარტნიორთა კრების ოქმი. აღნიშნული ქონების გადაცემა მოხდა იურიდიულ პირზე, შპს „-- -- -- “-ზე, რომელიც არის შპს „-------ის“ დამფუძნებელი, თუმცა მოცემულ მომენტში არ ფიქსირდებოდა საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერაცია არ არის მიწოდება და არ ექვემდებარება დაბეგვრას, ვინაიდან, მოხდა გატანა დამფუძნებელი იურიდიული პირის მიერ და სახელმწიფოსთვის არანაირი ფინანსური ზარალი არ დამდგარა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 მაისის №13214 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ --------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 დეკემბრის №32325 ბრძანება და 22 დეკემბრის №094-106 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 268 985 ლარი, მათ შორის გადასახადი 148 550 ლარი, ჯარიმა 73 160 ლარი და საურავი 47 275 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებული ინფორმაციის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ 2021 წელს განხორციელდა საწარმოს რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონების გადაცემა შპს „-- --- -----“-ზე (ს/ნ ---------). შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ქონების საბალანსო ღირებულებით ასახვა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2021 წელს შპს „-----ის“ მიერ საკუთრებაში არსებული სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონება გადაეცა შშპს „-- --- -----“-ზე (ს/ნ ---------). შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის იმ არგუმენტთან მიმართებაში, რომ ქონების გატანა მოხდა დამფუძნებელი იურიდიული პირის მიერ, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე, რომლის თანახმად, შპს „-- --- -----“-ი შპს „----ის“ დამფუძნებლად დარეგისტრირდა 2023 წლის 20 იანვრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებლივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ 2021 წელს სხვა კომპანიაზე სხვადასხვა მოძრავი ქონების გადაცემის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებული ინფორმაციის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ 2021 წელს განხორციელდა საწარმოს რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონების გადაცემა სხვა კომპანიაზე.
შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ქონების საბალანსო ღირებულებით ასახვა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43; 158; 159(1 „ა“); 163(2); 164(1); 275; 302(6);