ბრძანება N 31890
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31890
19 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 2 და 17 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -------ს (ს/ნ ------) №37445/21 და №79750/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №046-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, ითხოვს 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილ და იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას შემოწმებით მოცულ პერიოდში. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე მითითებით არ განხორციელდა ჩათვლა, რაც არამართლზომიერია. აღნიშნული მუხლით საბაჟო დეკლარაციაზე ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული არ არის. მოქმედი კანონმდებლობით საბაჟოზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი დღეის მდგომარეობითაც ჩასათვლელ გადასახადს წარმოადგენს. შემოსავლების სამსახური 2018 წელს საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის შემოწმებით მოცულ პერიოდში ჩათვლას ხანდაზმულ ოპერაციად არ მიიჩნევს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში იქნებოდა ჩანაწერი ხანდაზმულობის მოტივით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28157 ბრძანებით ი/მ ------ს (ს/ნ -----) საჩივარი 2022 წლის 16 ივნისის №046-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ ------ს (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-5, მე-6 და მე-9 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მშენებლობის ნებართვა);
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28157 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 18 577 ლარი, მათ შორის გადასახადი 12 467 ლარი და ჯარიმა 6 110 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №046-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 2 და 17 მარტს წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14540 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14540 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის №20196/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭო მიიჩნევს, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. ხოლო, დანარჩენ საკითხებთან მიმართებით საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების შესაბამისად.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვარი) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 2022 წლის 14 მარტს, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ1 “ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩათვლის დოკუმენტებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებულ N11127 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით ჩათვლის განხორციელება, მათ შორის დეკლარაციის დაზუსტების გზით შესაძლებელია ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, ამასთან იმ საანგარიშო პერიოდებში, (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის დეკემბრის თვის), რომელშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი. განსახილველ შემთხვევაში კი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია 2018 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგის ჩათვლა არ მომხდარა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, ითხოვს 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილ და იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას შემოწმებით მოცულ პერიოდში.
ფაქტობრივი გარემოებები
იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვარი) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 2022 წლის 14 მარტს, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160"ა", 161(1"ა"), 173(1)(2"ბ"), 174(1"ა")(3"ვ1").