ბრძანება N 19671
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19671
09 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--- -- ----------ს“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის: ---------------------------------;
იურ. მის.: ----------------------------------)
2023 წლის 17 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა შპს „--- -- ----------ს“ (ს/ნ ---------------) №82355/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივნისის №CB1480066 და 7 ივლისის №CB1486504 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ვინაიდან თანამშრომელი სხვა კლიენტს ემსახურებოდა, დროულად ვერ ამობეჭდა ჩეკი. შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მზადყოფნას აცხადებს მოთხოვნისთანავე.
ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, შემდეგი:
2023 წლის 18 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №11972 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, შპს „--- -- ----------ს“ კუთვნილ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე. რომლის დროსაც შეძენილი იქნა 25.30 ლარის ღირებულების საქონელი ( პიცა „პეპერონი“ 1ც. - 19.00 ლარი; ფანტა 0.5ლ 2ც. x 2ლარი; მომსახურების 10% - 1 ცალი 2.30 ლარი ).
აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1480066 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2023 წლის 7 ივნისს შპს „--- -- ----------ს“ (ს/ნ ---------------) RS პორტალის საშუალებით გაეგზავნა შეტყობინება, რითაც მოთხოვნილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად 5 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურში წარმოედგინა სარესტორნო მომსახურების ფარგლებში სარეალიზაციოდ განკუთვნილი (მენიუში არსებული) პროდუქციის სარეალიზაციო ფასისა და თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია (კალკულაცია). აღნიშნულ შეტყობინებას გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 8 ივნისს.
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, შპს „--- -- ----------მ“ (ს/ნ ---------------) მითითებულ ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შედეგადაც იგი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტების თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი; საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც შეტანილია რეესტრში, საკონტროლოსალარო აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე საკონტოლო-სალარო აპარატის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან) საკონტროლოსალარო აპარატში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. საკონტოლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც საკონტროლო-სალარო აპარატის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--- -- ----------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება 2023 წლის 18 ივნისის №CB1480066 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), ხოლო 2023 წლის 7 ივლისის №CB1486504 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ვინაიდან თანამშრომელი სხვა კლიენტს ემსახურებოდა, დროულად ვერ ამობეჭდა ჩეკი. შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მზადყოფნას აცხადებს მოთხოვნისთანავე.
ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე. რომლის დროსაც შეძენილი იქნა საქონელი .
აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1480066 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს RS პორტალის საშუალებით გაეგზავნა შეტყობინება, რითაც მოთხოვნილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად 5 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურში წარმოედგინა სარესტორნო მომსახურების ფარგლებში სარეალიზაციოდ განკუთვნილი (მენიუში არსებული) პროდუქციის სარეალიზაციო ფასისა და თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია (კალკულაცია). აღნიშნულ შეტყობინებას გადამხდელი გაეცნო .
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, გადამხდელმა მითითებულ ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შედეგადაც იგი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1„ა“); 259(2); 269(1,7); 270(1,2); 279(1); 281(3); 302(6);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტები;