გადაწყვეტილება №23010/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23010/2/2024
17 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------ს“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ს“-ის 2.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23010/2/2024).
დავის საგანი:
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 234 823,88 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 153 299
დღგ - 106 651
საშემოსავლო გადასახადი - 46 648
ჯარიმა - 75 626
საურავი - 5 898,88
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ქ. ------ში, ------ის ქ. №--ში.
აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №20769 და 25.09.2023 წლის №23428 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 7.07.2021 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 14.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც ფაქტობრივად დადგენილი ნაშთი შეადგენს 0-ს.
საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 16 ჯგუფზე, წლების ჭრილში, დადგენილია დოკუმენტური ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე (2021-2023 წლებზე დოკუმენტური ფასნამატი). კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილია ფასნამატი. ამასთან, ფასნამატის დათვლაში მონაწილეობა არ მიუღია უარყოფით და 50%-ზე მეტ ფასნამატებს. გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით 2022 წელს 7%, 2023 წელს 9%) გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24743 ბრძანება და ამავე თარიღის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.12.2023 წლის №30197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.02.2024 წლის №21618/2/2023 (რეგ. 18.04.2024წ. №03/------) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს დავის განახლებაზე ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს მომართავს ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე. სხვა ამგვარი კომპანიის ანალიზის გამოყენებას მის ფასნამატთან დაკავშირებით არ ეთანხმება, ვინაიდან ყველა კომპანიას თავისი ფასნამატი აქვს კლიენტიდან გამომდინარე. წინა საჩივარში განმარტავდა, რომ არ გააჩნდა არანაირი საშუალება, იმისთვის რომ არ ჰქონოდა დანაკარგები. ასევე, რაც შეეხება მეორე საკითხს, დირექტორზე დანაკლისის ხელფასად გაცემას არ ეთანხმება, ითხოვს მოხდეს აღნიშნულის გათვალისწინებით დავალიანების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის №081-223 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის №30197 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №20769 და №23428 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 7.07.2021 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 14.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა ს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ
გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც ფაქტობრივად დადგენილი ნაშთი შეადგენს 0-ს.
საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 16 ჯგუფზე, წლების ჭრილში, დადგენილია დოკუმენტური ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე (2021-2023 წლებზე დოკუმენტური ფასნამატი). კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილია ფასნამატი. ამასთან, ფასნამატის დათვლაში მონაწილეობა არ მიუღია უარყოფით და 50%-ზე მეტ ფასნამატებს. გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით 2022 წელს 7%, 2023 წელს 9%) გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტება წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24743 ბრძანება და №081-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №30197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №21618/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს დავის განახლებაზე ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7); 308(1.3);