ბრძანება N 16361
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16361
10 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ს“ (ს/ნ -----------)
(მის.: ქ. -------------------------)
2024 წლის 3 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 3 ივლისის №90514/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №002-101 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებისას სამართალდარღვევა გამოვლინდა რეალიზებული საქონლის არასწორად დაბეგვრისას. აცხადებს, რომ ბუღალტერმა გადამოწმების დროს აღმოაჩინა აღნიშნული ხარვეზი და დაგვიანებით გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა მხედველობიდან გამორჩა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად დეკლარაციის დაზუსტება. მიუთითებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10870 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივნისის, დეკემბრის, 2023 წლის მაისის, ივნისისა და 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივნისის №13226 ბრძანება და 5 ივნისის №002-101 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 7 205 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 937 ლარი, ჯარიმა 1 387 ლარი, საურავი 881 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
.კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს --- დიზაინერული საქმიანობები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-------), რომელიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციაში, მაგრამ დაბეგრილია სრულად 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა------), ასევე, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ეა---------; ეა-------; ეა------; ეა------), რომლებიც გაინაშთა წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე (ავ------; ავ-------; ავ------; ავ------). 2023 წლის მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა------2; ეა------), რომლებიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. 2024 წლის იანვრის პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ეა------), რომელიც არ არის დადასტურებული მიმღების მიერ, აღნიშნული მომსახურების ღირებულება დაბეგრილია წინა პერიოდში ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ავ------) ამიტომაც არ გაითვალისწინება 2024 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
. გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები შეადგენს 41 187 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 41 094 ლარი. აღნიშნული სხვაობა ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პირს ჩათვლილი აქვს როგორც საავანსო, ასევე ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, ვალდებული იყო ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის პერიოდებში მოეხდინა საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
. საწარმოს მიერ 2022 წლის ივნისის და 2023 წლის მაისი-ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა------; ეა-----; ეა-------) არ არის მიბმული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციაზე. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10870 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივნისის, დეკემბრის, 2023 წლის მაისის, ივნისისა და 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13226 ბრძანება და №002-101 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 7 205 ლარი, მათ შორის.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომელიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციაში, მაგრამ დაბეგრილია სრულად 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით , ასევე, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც გაინაშთა წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე . 2023 წლის მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. 2024 წლის იანვრის პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა , რომელიც არ არის დადასტურებული მიმღების მიერ, აღნიშნული მომსახურების ღირებულება დაბეგრილია წინა პერიოდში ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ამიტომაც არ გაითვალისწინება 2024 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები შეადგენს 41 187 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 41 094 ლარი. აღნიშნული სხვაობა ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პირს ჩათვლილი აქვს როგორც საავანსო, ასევე ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, ვალდებული იყო ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის პერიოდებში მოეხდინა საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან,საწარმოს მიერ 2022 წლის ივნისის და 2023 წლის მაისი-ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის მიბმული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციაზე. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7 ); 291;