ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

ბრძანება 30.12.2009
№ დოკუმენტი 916
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 916

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 181 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების (შემდგომში – ბიუჯეტების) შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

2. დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.

3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ხაზინის ერთიან ანგარიშზე;

ბ) საგადახდო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

კ. ბაინდურაშვილი

 

ინსტრუქცია ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

კარი I

ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა - სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში - სახელმწიფო საწარმოები) შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;

გ) ფინანსური ოპერაცია – გადასახადის ან სხვა შემოსულობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;

დ) სხვა შემოსულობები – შემოსულობები სოციალური შენატანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;

ე) სახსრების მფლობელი - სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, სახელმწიფო საწარმოები და დაბრუნების ქვეანგარიში;

ვ) ბიუჯეტის კოდი - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდში სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველობების, სსიპ/ა(ა)იპ-ების განმსაზღვრელი კოდი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

თავი II

ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა

 

მუხლი 2

ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

მუხლი 3

სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, სახელმწიფო საწარმოები, თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში - დაწესებულებები), გარდა მოქმედი კანონმდებლობთ გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

მუხლი 31

ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული უწყებები თვის ბოლოს საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სახაზინო სამსახურში ელექტრონული ფორმით, საანგარიშო თვის დასრულებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

თავი III

ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა

 

მუხლი 4

გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

 

მუხლი 5

სახელმწიფო ხაზინა:

ა) ახორციელებს სახსრების მფლობელებისათვის ხაზინის საინფორმაციო სისტემაში ანგარიშების გახსნას და მათზე საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას;

ბ) (ამოღებულია - 31.12.2014, №421);

გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

მუხლი 6

დაწესებულებები რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

მუხლი 7

1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.

2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.

3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ შემოსავლების სამსახურს (შემოდგომში _ შემოსავლების სამსახური) შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

 

მუხლი 8

საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელქტრონული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.

 

თავი IV

აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი

 

მუხლი 9

1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.

2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.

3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.

4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.

5. (ამოღებულია - 31.12.2014, №421).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

კარი II

ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება

 

თავი V

ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი

 

მუხლი 10

ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:

ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;

ა1) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან თანხის არამართლზომიერად ჩამოწერის შედეგად წარმოშობილი შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის (შემდგომში – შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა) დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან;

ბ) (ამოღებულია - 14.04.2021, №82);

გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანას, სახსრების მფლობელის ანგარიშებზე არსებული თანხებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 15.04.2021წ.

 

მუხლი 11

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში - უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

11. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 14.04.2021, №82).

3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების თანხების გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.

31. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების და შეცდომის გასწორების ოპერაციები შესაძლებელია განხორციელდეს ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის სახაზინო სამსახურის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული სახით განთავსების შემთხვევაში.

4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.

5. სახაზინო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საკითხები განხორციელდეს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ავტომატურ რეჟიმში.

6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და სხვა შემოსულობების გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 15.04.2021წ.

 

თავი VI

ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების პროცედურები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

 

მუხლი 12

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე გადასახადების/სანქციების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

31. საგადახდო დავალება მზადდება ერთ ეგზემპლარად, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, ელექტრონული საგადახდო დავალების წარდგენის შემთხვევაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული რისკების კრიტერიუმებს და ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება ხორციელდება ავტომატურად.

4.საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის/სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის/სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხების დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 27 ივლისის ბრძანება №232 - ვებგვერდი, 27.07.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

მუხლი 121

1. ეს მუხლი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების პროცედურებს.

2. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

31. ელექტრონული საგადახდო დავალების წარდგენის შემთხვევაში საგადახდო დავალება მზადდება ერთ ეგზემპლარად, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.

4. (ამოღებულია - 20.11.2012, №491).

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ კომერციული ბანკებისათვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №389 - ვებგვერდი, 13.07.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №247 - ვებგვერდი, 23.09.2021წ.

 

მუხლი 13

1. ეს მუხლი განსაზღვრავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჯამს;

ბ)უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია - 14.04.2021, №82).

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება საგადასახადო შემოწმების გარეშე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

5. (ამოღებულია - 14.04.2021, №82).

6.თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.

7.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი), რომელიც იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ” და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

9. (ამოღებულია - 27.07.2015; №232).

10. (ამოღებულია - 27.07.2015; №232).

11.საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.

12.უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის VI1 თავით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 27 ივლისის ბრძანება №232 - ვებგვერდი, 27.07.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 15.04.2021წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

 

თავი VI1

ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

 

მუხლი 131

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საგადასახადო ორგანო თავადაც არის უფლებამოსილი მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია იმ გადამხდელებს, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი.

3. „მოთხოვნა“ ფორმდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №I-13 დანართის შესაბამისად.

4. გადამხდელი უფლებამოსილია „მოთხოვნა“, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებთან ერთად, ასევე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები საგადასახადო ორგანოში წარადგინოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

5. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში „მოთხოვნაზე“ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამხდელს.

6. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის („გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №I-13 დანართი) საგადასახადო ორგანოში წარმოდგენის მომენტისათვის დაწყებულია „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურები, ამ თავით განსაზღვრული პროცედურები დაიწყება „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ.

7. ამ თავით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებას ან/და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამოუკიდებლად განსაზღვრის პროცესს. ამასთან, საკითხის შემსწავლელის მიერ პროცედურების განხორციელებისას გამოვლენილი უზუსტობა, მათ შორის ის უზუსტობა, რომლიდან გამომდინარე გადამხდელთან გაგზავნილია ამ თავით განსაზღვრული ხარვეზი ან/და შესაგებელი, არ გულისხმობს აბსოლუტურ სიზუსტეს და არ არის პირდაპირ საგადასახადო შემოწმებით დასარიცხი თანხა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

 

მუხლი 132

1. დღგ-ის გადამხდელის მიერ საქონლის ექსპორტის განხორციელების დროს წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები.

2. დღგ-ის გადამხდელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების იმპორტისას, შეძენისას, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-4 ჯგუფით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების წარმოებისათვის შეძენილ (მათ შორის, იმპორტირებულ) საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლის შედეგად წარმოქმნილი ზედმეტობის შემთხვევაში წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს, თუ რა სახის ძირითადი საშუალებების იმპორტი/შეძენა განხორციელდა, რა სახის ძირითადი საშუალებების წარმოება ხდება, სად გამოიყენება (მათ შორის, რა მიზნით) ან იქნება გამოყენებული ძირითადი საშუალებები.

3. შეცდომით გადახდილი გადასახადით წარმოქმნილი ზედმეტობის შემთხვევაში წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები.

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტობის შემთხვევაში, წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მას უნდა დაერთოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (პასუხისმგებლობა დაქირავებულისთვის გაცემული და დაკავებული თანხის სისწორეზე ეკისრება საგადასახადო აგენტს).

5. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო აგენტის მიერ გაცემული ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, პირადი ნომრის, საანგარიშო წლისთვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო აგენტი ლიკვიდირებულია, რაც დასტურდება საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით).

6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტობის შემთხვევაში, წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები (პასუხისმგებლობა საანგარიშო პერიოდში გაცემული და დაკავებული გადასახადის სისწორეზე ეკისრება საგადასახადო აგენტს).

7. „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტისათვის ზედმეტად დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით არარეზიდენტის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №2 (შემდგომში – ფორმა №2), რომელიც ამავე დროს არის მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე.

8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები.

9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და უნდა დაერთოს შესაბამისი განმარტება იმპორტირებული აქციზური საქონლის მოძრაობისა და რეალიზაციის შესახებ (პასუხისმგებლობა იმპორტირებული საქონლის დანიშნულებით გამოყენებაზე ეკისრება გადამხდელს).

10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილით ან/და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მითითებული უნდა იქნეს მონაცემები მსუბუქი ავტომობილის/მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციიდან (დეკლარაციის ნომერი, თარიღი, VIN კოდი/შასს-ის ნომერი, დეკლარაციით დაანგარიშებული აქციზის ან/და იმპორტის გადასახადის თანხა).

11. ამ მუხლის პირველი - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხვა შემთხვევებში წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს, წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილ უნდა იყოს ზედმეტობის გამომწვევი მიზეზები.

12. ამ მუხლის პირველი - მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების დროს, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციად, გათავისუფლებული საქმიანობის დეტალური აღწერა.

13. თუ „მოთხოვნა“ ეფუძნება ზედმეტობის წარმოშობის რეალობის დადგენის მიზნით კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ „მოთხოვნას“ უნდა დაერთოს მხოლოდ გადაწყვეტილება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 20.09.2024წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №405 - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

 

მუხლი 133

1. „მოთხოვნის“ მატერიალური ფორმით წარდგენა შესაძლებელია უშუალოდ საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნით, ხოლო „მოთხოვნის“ ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია ვებგვერდის www.rs.ge მეშვეობით. ყველა შემთხვევაში, ამ თავით განსაზღვრული ვადები აითვლება საგადასახადო ორგანოში „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან.

2. გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დადგენილი ვადის დარღვევა მიიჩნიოს „მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გაასაჩივროს იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. თუ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია დადგენილი ვადის დარღვევით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება პირისათვის მისი ჩაბარების მომდევნო დღიდან.

3. საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტისათვის თანხის დაბრუნების მიზნით მოთხოვნის განხილვის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ხელმძღვანელობს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

 

მუხლი 134

1. საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას);

გ) საგადასახადო დეკლარაციაში მითითებული ჩასათვლელი თანხის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით/საბაჟო დეკლარაციებით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხების ჯამთან თანხვედრის მდგომარეობა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი რეპორტის - „დღგ-ს დეკლარაციის მონაცემების შედარება ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხებთან და საბაჟო ინფორმაციებთან“ - მიხედვით;

დ) ქონებაზე (მათ შორის, მიწაზე) დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით (ამასთან, პროცედურა არ გულისხმობს დეკლარირებული თანხის სისწორის კონტროლს);

ე) საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემების შესახებ ინფორმაციის თანხვედრა საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციების შესაბამის მაჩვენებლებთან;

ვ) მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების მიხედვით წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთები შეესაბამება თუ არა წინა საანგარიშო წლის დეკლარაციაში დაფიქსირებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ მონაცემებს;

ზ) საგადასახადო დეკლარაციაში ასახულია თუ არა ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებიდან (საანგარიშო პერიოდზე ნებისმიერი ერთი მათგანის მიხედვით ჯამურად განსაზღვრული) არანაკლებ უმაღლესი მონაცემი, აგრეთვე, საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები (ამ მიზნით, საგადასახადო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, მასში ასახული მონაცემი ჯამდება როგორც ზედნადებების, ასევე ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებთან, თითოეული მათგანის მიხედვით განსასაზღვრი უმაღლესი მონაცემის დადგენის მიზნებისთვის). ამასთან, პროცედურა არ ითვალისწინებს დეკლარაციაში ისეთი ინფორმაციის ასახვის შემოწმების ვალდებულებას, რომელიც დაკავშირებულია საქონლის/მომსახურების იმ მიწოდებასთან, რაზეც გადამხდელს არ აქვს გამოწერილი აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი;

თ) შესრულებულია თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული, ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციიდან გამომდინარე დღგ-ის საგადასახადო ვალდებულება (ამასთან, პროცედურა არ გულისხმობს დეკლარირებული თანხის სისწორის კონტროლს).

11. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა, თუ ფიზიკური პირი ითხოვს გადახდის წყაროსთან დაკავებული იმ საშემოსავლო გადასახადის დაბრუნებას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან იმ პერიოდისა, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას);

გ) შესაბამისი შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ურთიერთშესაბამისობა;

დ) ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის შესაბამისობა დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცი(ებ)ის მონაცემებთან.

12. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება და გადასახადის გადამხდელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, უბრუნდება ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:

ა) შემთხვევა, როდესაც გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა გადახდილია ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელის მიერ და ასევე ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან, გარდა ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა ვალდებულების (გარდა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების) დასაფარად თანხის გადახდა, რაც დასტურდება პირის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ვალდებულების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელში მითითებული (გადახდილი) თანხაც მოთხოვნილი თანხის ოდენობის ტოლია;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 189-ე მუხლის მე-8 ნაწილით ან/და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. ამასთან, ზედმეტობა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული უნდა იყოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად;

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლება ან ჯარიმის თანხის გაუქმება/შემცირება;

ე) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის თანხის ბიუჯეტში რამდენჯერმე გადახდა;

ვ) ინტერნეტბანკინგის ან/და სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით საგადასახადო ვალდებულების შესრულებისას, იდენტური თანხის ბიუჯეტში რამდენჯერმე გადახდა;

ზ) სხვა პირის საგადასახადო ვალდებულების შესასრულებლად ბიუჯეტში თანხის შეცდომით გადახდა, რაც დასტურდება პირის მიერ წარდგენილი შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით და იმ პირის დასტურით, რომლის ვალდებულების დასაფარად იქნა თანხა გადახდილი;

თ) ადმინისტრაციული ჯარიმის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხის პირის მიერ ერთიან სახაზინო კოდზე შეცდომით გადახდა.

ი) საგადასახადო ორგანოს ერთი და იგივე საინკასო დავალებით, გადასახადის გადამხდელის სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერა საინკასო დავალებით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით, გარდა ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტისათვის საქართველოში ზედმეტად გადახდილი/დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების შემთხვევაში, თანხის დაბრუნების საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული, ამ ინსტრუქციის 132 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ფორმა №2. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მიერ, რომელიც ახდენს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად გადამხდელის მიერ შევსებული ფორმა №2-ის საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებას, დამოწმების პროცედურის განხორციელების შემდეგ, ფორმა №2 გადაიგზავნება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს სტრუქტურულ ერთეულში.

3. გრანტის მიმღებ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით ითხოვს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებას, დღგ-ის თანხა უბრუნდება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული შესაბამისი იმ ინფორმაციის არსებობის საფუძველზე, რომელიც ბარათზე ასახულია საგადასახადო ორგანოს მიერ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, იმპორტიორს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი და იმპორტის გადასახადი უბრუნდება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული იმ შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ბარათზე ასახულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გადამხდელის სათანადო მიმართვისას განხორციელებული პროცედურების შედეგად.

5. მოთხოვნის შესწავლის პროცესში საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ან/და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს წერილობითი განმარტების ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

6. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ წარმოდგენილი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მათ შორის, თუ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილია როგორც ხანდაზმულ, ასევე არახანდაზმულ საგადასახადო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

7. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას ან/და წარმოდგენილი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“, „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელს, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, რა დროსაც ჩერდება ამ ინსტრუქციის 136 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 20.09.2024წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №277 - ვებგვერდი, 24.10.2025წ.

 

მუხლი 135

1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;

ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);

გ) „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი;

ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი);

ვ) ამ ინსტრუქციის 132 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელმა მოითხოვა ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების 18%-ზე მეტი ოდენობით ზედმეტად გადახდილი თანხა;

ზ) მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო ორგანოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიმართვისას, გადამხდელი ამავე ფორმით თანხმობას განაცხადებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე, აღნიშნულ სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხებთან დაკავშირებით. ამასთან, ამ ინტერვალში, ამ ინსრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კი გაეგზავნება შესაგებელი);

თ) გადამხდელმა მოითხოვა დეკლარაციის წარდგენის გადავადება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად (გადავადების პერიოდში გადავადებული საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენამდე);

ი) „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება;

კ) გადამხდელის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი საგადასახადო ორგანოა) ან/და გადამხდელი იმყოფება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში;

ლ) „მოთხოვნა“ მოიცავს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №21655 ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით შესამცირებლად გაანგარიშებული ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით შესასწავლ დეკლარაციაში შესამცირებლად გაანგარიშებულ (ზედმეტად გადახდილ) თანხას და მიღებულია გადაწყვეტილება დეკლარაციის საგადასახადო შემოწმების თაობაზე;

მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

ნ) გადასახადის გადამხდელი არ გაეცნო საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზს ან უარი განაცხადა მის მიღებაზე, და ამასთან, ხარვეზის დადგენის შესახებ წერილის გაგზავნის თარიღიდან გასულია 30 კალენდარული დღე.

2. ამ ინსტრუქციის 134 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;

ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);

გ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

დ) გადასახადის გადამხდელი არ გაეცნო საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზს ან უარი განაცხადა მის მიღებაზე, და ამასთან, ხარვეზის დადგენის შესახებ წერილის გაგზავნის თარიღიდან გასულია 30 კალენდარული დღე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №262 - ვებგვერდი, 10.10.2025წ.

 

მუხლი 136

1. ამ ინსტრუქციის 134 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების (გარდა 11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისა) დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანო „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე-10 კალენდარული დღისა ამზადებს დასკვნას „მოთხოვნის“ სისწორეზე ან შესაგებელს (დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით) „მოთხოვნაზე“, რომელიც უნდა დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ. მიღებული გადაწყვეტილება („მოთხოვნის“ დაკმაყოფილების შესახებ ან შესაგებელი) გადამხდელს ეგზავნება „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე-11 კალენდარული დღისა. აღნიშნული პროცედურა არ ვრცელდება საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი პირის მიერ ფორმა №2-ის წარმოდგენის შემთხვევაში.

11. ამ ინსტრუქციის 134 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანო „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ამზადებს დასკვნას „მოთხოვნის“ სისწორეზე ან შესაგებელს (დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით) „მოთხოვნაზე“, რომელიც უნდა დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (,,მოთხოვნის"დაკმაყოფილების შესახებ ან შესაგებელი) გადამხდელს ეგზავნება „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე-6 სამუშაო დღისა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული გადამხდელების მიერ წარმოდგენილი „მოთხოვნის“ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის პირობებში, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ამზადებს დასკვნის პროექტს, რომელიც უნდა დამტკიცდეს „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო განახორციელებს ამ ინსტრუქციის 134 მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ თავის მიხედვით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ პროცედურის დასრულებამდე დარჩენილია 1 კალენდარული დღე, მოთხოვნაზე დასკვნის მომზადების ზოგადი ვადა იზრდება 2 სამუშაო დღით.

5. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის საფუძვლების შესწავლისას გამოიკვეთება საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ამ ინსტრუქციის 134 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განმახორციელებელი თანამშრომელი საჭიროდ მიიჩნევს საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის/პოზიციის შემუშავების მიზნით, აღნიშნული საკითხის შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტისათვის წარდგენას, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ვადების დინება ჩერდება. ვადის დინება განახლდება აღნიშნული დეპარტამენტიდან საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიციის მიღებისთანავე.

6. ამ თავით გათვალისწინებული შესაგებლის გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნა, უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს/უფლებამოსილ პირს, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის ახალი მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №409 - ვებგვერდი, 16.12.2022 წ.

 

მუხლი 137

1. საგადახდო დავალება გამოიწერება მხოლოდ „მოთხოვნაში“ აღნიშნულ თანხაზე, მაგრამ არაუმეტეს საგადახდო დავალების გამოწერის დღისათვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის პირადი აღრიცხვის ბარათისა) რიცხული გასალდოებული ზედმეტობისა, გარდა საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი პირის მიერ ფორმა №2-ის წარმოდგენის შემთხვევისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ „მოთხოვნაში“ აღნიშნული თანხა აღემატება საგადახდო დავალების გამოწერის დღისთვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის პირადი აღრიცხვის ბარათისა) რიცხული გასალდოებული ზედმეტობის მაჩვენებელს, საგადახდო დავალება გამოიწერება სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში.

3. „მოთხოვნის“ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე საგადახდო დავალებას ამზადებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო და ხელს აწერენ შესაბამისი უფლებამოსილი პირები. ხელმოწერილი საგადახდო დავალება „მოთხოვნასთან“ ერთად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს. ამასთან, ელექტრონული საგადახდო დავალების წარდგენის შემთხვევაში, საგადახდო დავალება მზადდება ერთ ეგზემპლარად, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ეგზავნება მხოლოდ საგადახდო დავალება.

4. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება და საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტისათვის საქართველოში ზედმეტად გადახდილი/დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

5. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის თანხის დაბრუნების მიზნით საგადახდო დავალების და შესაბამისი დოკუმენტაციის სახაზინო სამსახურში წარსადგენად, ამ ინსტრუქციის 136 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, მომზადება ხდება 134 მუხლის:

ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - „მოთხოვნის“ წარდგენიდან არაუგვიანეს 11 კალენდარული დღისა;

ბ) 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - „მოთხოვნის“ წარდგენიდან არაუგვიანეს 6 სამუშაო დღისა.

6. საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი პირისთვის თანხის დაბრუნება განხორციელდება არარეზიდენტის მიერ ფორმა №2-ში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

 

მუხლი 138

ამ ინსტრუქციის 134 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განმახორციელებელი ან/და ამავე ინსტრუქციის 136 მუხლში მითითებული საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია თანხის დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული პროცედურების განხორციელების დროს მიღებული კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ, შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, ამ ინფორმაციის გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად განზოგადების, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრების, მათი შედარებითი, კრებსითი ანალიზის მიზნით და აქედან გამომდინარე, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელების შედეგად, შესაბამის შემთხვევებში სათანადო საგადასახადო კონტროლის პროცედურის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, შესაბამის შემთხვევაში, როდესაც ამ ინსტრუქციის 134 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მის მიერ მიღებული კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე, ცალსახად შესაძლებელია პირის საგადასახადო ვალდებულებ(ებ)ის განსაზღვრა, იგი უფლებამოსილია მიმართოს ამავე ინსტრუქციის 136 მუხლში მითითებული საგადასახადო ორგანოს უფროსს, შესაბამისი საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

 

თავი VII

(ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 15.04.2021წ.

 

მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 10.01.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 15.04.2021წ.

 

თავი VIII

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა

 

მუხლი 15

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებულის თანხების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

31. მიუხედავად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა, სათამაშო ბიზნესის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ან/და ადმინისტრაციული ჯარიმის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, გადამხდელის წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი დასტური, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ უსარგებლია კონკრეტული ზედმეტობით.

32. სათამაშო ბიზნესის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ან/და ადმინისტრაციული ჯარიმის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაფაროს არსებული დავალიანება ან/და წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს განცხადება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობის გადატანის მოთხოვნით, რა დროსაც ხორციელდება ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 ან/და 31 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებულ თანხას, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

7. ეს მუხლი არ არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების შემოსულობების დაბრუნების ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანის პროცედურებს.

8. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, დაუკავშირდეს გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს წერილობითი განმარტების ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

მუხლი 151

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და სახელმწიფო საწარმოს მიერ ხაზინაში წარდგენილი ელექტრონული საგადახდო დავალების საფუძველზე სახსრების მფლობელის ანგარიშის ნაშთის ფარგლებში.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების მიერ ბილინგის სისტემით მიღებული შემოსულობები, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები, შესაძლებელია დაბრუნდეს კომერციული ბანკის მიერ დღის განმავლობაში მობილიზებული თანხების ფარგლებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

მუხლი 16

1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები განთავსდება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადეპოზიტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსებობის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

 

მუხლი 17

1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა მოხდება განუსაზღვრელი თანხის ქვეკოდზე, მხარჯავი დაწესებულების ცენტრალური აპარატი ვალდებულია გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული სადეპოზიტო თანხის სხვა მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე გადატანა ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნება.

3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მისი სადეპოზიტო კოდის განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე განთავსებული დეპოზიტების იდენტიფიცირება მოახდინოს თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავი დაწესებულება ან/და მას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაცია აღნიშნულ ვადაში არ მოახდენს თანხების იდენტიფიცირებას, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით განუსაზღვრელი დეპოზიტური თანხები მიმართოს ბიუჯეტის შემოსულობებში.

4. მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თანხის იდენტიფიცირების მიზნით წერილობით მოითხოვოს დამატებით 10 სამუშაო დღე.

 

თავი IX

გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება

 

მუხლი 18

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის მიერ თანხის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

მუხლი 19

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების ანგარიშებზე არსებული ნაშთიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

მუხლი 20

გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორება (სწორ სახაზინო კოდზე მიმართვა) ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან (ამავე დროს ხდება დაბრუნების ქვეანგარიშზე შესაბამისი შემოსულობის სახიდან თანხის გადატანა, გადასახადის დაბრუნების ქვეანგარიშზე შეცდომით ჩარიცხვის მომენტისათვის ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლების გათვალისწინებით) ან სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

მუხლი 21

ამ ინსტრუქციის მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორების და გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით, ასევე სხვა შემოსულობის დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამის სახსრების მფლობელს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

 

თავი IX1

სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ თანხის გადარიცხვისას დაშვებული შეცდომის გასწორება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.03.2021წ.

 

მუხლი 211

სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე თანხის შეცდომით გადარიცხვის (რაც დასტურდება დოკუმენტურად) შემთხვევაში, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის ასახვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე (გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საინკასო დავალებით თანხის ჩამოწერის გზით), სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, აღნიშნული თანხა დაუბრუნოს თანხის ჩამრიცხავ პირს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.03.2021წ.

 

მუხლი 212

ამ ინსტრუქციის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევით მიმართული თანხის გასწორების და შესაბამისი სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.03.2021წ.

 

მუხლი 213

თუ სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ თანხის გადახდა შეცდომით განხორციელდა ბიუჯეტის შემოსულობების გადასახადებისთვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე, ნაცვლად სხვა სახაზინო კოდისა (რაც დოკუმენტურად დასტურდება), სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, შეცდომით ჩარიცხული თანხა, წერილობითი განცხადების საფუძველზე დაუბრუნოს სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციას. თანხის დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბერის ბრძანება №460 - ვებგვერდი, 05.12.2023წ.

 

მუხლი 214

სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს ამ ინსტრუქციის 213 მუხლით გათვალისწინებულ შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნას, თუ დოკუმენტაცია არასრული ან დაუსაბუთებელია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 4 დეკემბერის ბრძანება №460 - ვებგვერდი, 05.12.2023წ.

 

თავი IX2

აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნების პროცედურა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №310 - ვებგვერდი, 23.09.2024წ.

 

მუხლი 215

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხა, აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში (რაც დასტურდება დოკუმენტურად), ამ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილი მოთხოვნებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის გაუთვალისწინებლად, უბრუნდება საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო შემოსავლების სამსახურში წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა ერთოდეს აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ შესაბამისი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №310 - ვებგვერდი, 23.09.2024წ.

 

თავი X

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში ან/და სანქციაში გადატანა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

 

მუხლი 22

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში/სანქციაში გადატანს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში/სანქციაში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმეტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში ან/და სანქციაში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების ანგარიშზე არსებულს თანხას რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

7. ეს მუხლი არ არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების შემოსულობების დაბრუნების ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანის პროცედურებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

 

თავი XI

შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების პროცედურები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

 

მუხლი 23

1. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

2. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის ან/და სანქციის თანხა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით;

ბ) არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის ან/და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიმართვის მომენტისათვის პირს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას არამართლზომიერად ჩამოწერილ და აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებს შორის დადებითი სხვაობის ოდენობით.

3. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

4. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე გადასახადების ან/და სანქციების სახეების მიხედვით.

5. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

51. ელექტრონული საგადახდო დავალების წარდგენის შემთხვევაში, საგადახდო დავალება მზადდება ერთ ეგზემპლარად, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.

6. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის განცხადების ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება.

7. ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება საგადასახადო შემოწმების გარეშე, გადასახადის გადამხდელის განცხადების უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

8. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სახელმწიფო ხაზინის მიერ დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

9. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხების დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია.

10. უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარსადგენი განცხადების რეკვიზიტები და განცხადებაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №258 - ვებგვერდი, 01.10.2021წ.

 

––––––––––––––––––––––––––––––––– (ს/ნ---------------)

(გადასახადის გადამხდელის დასახელება)

მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

შ ე ს ა გ ე ბ ე ლ ი

(გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე)

 

––––––––––––––––––––––– შემოსავლების სამსახურმა განიხილა თქვენი 20 ––-- წლის -------------- „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემოსვლის თარიღი და №--), რომლის პასუხადაც გაცნობებთ, რომ სახეზეა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20- წლის -- ---------------- №------ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-––––– მუხლის მე-––––– პუნქტის –––– ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი.

კერძოდ: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნულიდან გამომდინარე, ---------------------------- შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა გადასახადის გადამხდელს „მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი. შესაგებელი შეიძლება გასაჩივრდეს შესაგებლის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.

შესაგებლისათვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი:

1. -------------------------------------------- ;

2. -------------------------------------------- ;

3. -------------------------------------------- ;

 

დანართი: ----- ფურცლად.

 

შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული

ერთეულის უფროსი/მოადგილე ––––––––––––––––––––––––

შემსრულებელი –––––––––––––––––––––––––––––––––

20 –––––– წლის ––––––– ––––––––––––––

 

წყარო: საქართველოს საკანონომდებლო მაცნე