ბრძანება N 17637
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17637
20 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 20 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა ------------ (პ/ნ ----------) №113893/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №EL215161 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში მითითებული საფასური გადაიხადა, თუმცა დაავიწყდა საბაჟო პროცედურის დასრულება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გადახდილი ჯარიმის თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 3 ივლისს ----------- მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალების (-----------) რეექსპორტში მოქცევის მიზნით, რის შემდეგაც შედგენილი იქნა დათვალიერების აქტი №2540503.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის №218137640 თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის 2 დეკემბერს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2023 წლის 31 იანვარი, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2023 წლის 2 მარტის ჩათვლით.
2023 წლის 2 მარტს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე ან რეექსპორტამდე დროებით შენახვის მიზნით შეყვანილ იქნა საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 მაისი.
ვინაიდან, -----------ის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, ----------- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 ივლისს შედგენილი №EL215161 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით -----------ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალება (-----------) 2023 წლის 3 ივლისს მოექცა რეექსპორტში №----------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით და სატრანსპორტო საშუალებამ 2023 წლის 4 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ გავლით დატოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო პროცედურის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა, ხოლო შემოტანის შემდეგ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში“, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებითი შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის დროებით შენახვის ვადა აითვლება სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით,მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით ირკვევა, რომ 2023 წლის 31 მაისს ----------- სატრანსპორტო საშუალების (-----------) საწყობის საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სადაც განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და აქტის გაცემა. აქტში მითითებული საფასური კი -----------ის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს, თუმცა მას არ მიუმართავს ----------- გაფორმების განყოფილებისთვის დეკლარაციის რეგისტრირებისთვის და საბაჟო პროცედურა არ დაუსრულებია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულში მრავალჯერ არის დაჯარიმებული. შესაბამისად მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისა და გამოცხადების ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -----------ის (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს გადახდილი ჯარიმის თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების დეკლარირების ვადის დარღვევაში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
78(3);165
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი