ბრძანება N 19114

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.08.2024
№ დოკუმენტი 19114
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19114

21 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ს (ს/ნ ----)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 30 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ი/მ --- ს (ს/ნ ---) 2024 წლის 30 ივლისის №127209/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის №21-14/57021 შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის სოციალურ ბარათზე არსებული თანხა 500 ლარი არ უნდა ჩამოეწერათ, რადგან აღნიშნული თანხა წარმოადგენს მისი შვილის ერთჯერადი სახელმწიფო დახმარების თანხას, რომელიც დაფინანსებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ითხოვს ზემოაღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ი/მ --- ს (ს/ნ ---) 2024 წლის 18 ივლისის მოთხოვნის (№120637/21-11) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ერთჯერადი სახელმწიფო დახმარების თანხის, 500 ლარის, დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის 25 ივლისის №21-14/57021 შესაგებელი და გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, 2024 წლის 24 ივლისის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე, შედარების აქტის მიხედვით, სალდირებული ზედმეტობა არ ერიცხებოდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლით უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული შესაგებლის მიხედვით, ბიუჯეტიდან ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის გათვალისწინებით, ხოლო 2024 წლის 24 ივლისის მდგომარეობით ი/მ ---ს (ს/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე, შედარების აქტის მიხედვით, სალდირებული ზედმეტობა არ ერიცხება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლით დადგინდა, რომ შესაგებლის შედგენის თარიღისთვის, გადასახადის გადამხდელს, პირადი აღრიცხვის ბარათზე, შედარების აქტის მიხედვით, სალდირებული ზედმეტობა არ უფიქსირდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობა არ უფქსირდება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ერთჯერადი სახელმწიფო დახმარების თანხის, 500 ლარის, დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის 25 ივლისის №21-14/57021 შესაგებელი და გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, 2024 წლის 24 ივლისის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე, შედარების აქტის მიხედვით, სალდირებული ზედმეტობა არ ერიცხებოდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63; 65.