ბრძანება N 20235
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20235
16 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"-----" ( პ/ნ "------")
(მის.: "------" )
2023 წლის 19 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა "------" (პ/ნ "------" ) № 82415/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №EL216317 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი დააყენა "------" საბაჟო ტერმინალზე და იხდიდა შესაბამის მოსაკრებელს, თუმცა ტერმინალში დგომის ვადის გასვლის დრო გამორჩა და ვერ აიღო დასაწყობების საბუთი. ამასთან აღნიშნავს, რომ აღნიშნული სამართალდარვევა მის მიერ ჩადენილია პირველად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის №"-------"თანახმად, სატრანსპორტო საშუალების (შასის №"-------") ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის 12 დეკემბერს და დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 10 თებერვალი, რომელიც საფასურის გადახდით გაგრძელებულ იქნა 2023 წლის 12 მარტის ჩათვლით. 2022 წლის 9 მარტს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე ან რეექსპორტამდე დროებით შენახვის მიზნით შეყვანილ იქნა საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 10 ივნისი.
2023 წლის 25 ივლისს "-------"-მ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართა სატრანსპორტო საშუალების (შასის №"-------") რეექსპორტში მოქცევის მიზნით, რის შემდეგაც შედგენილი იქნა დათვალიერების აქტი №2564917.
ვინაიდან "-------"-ის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, "-----" -ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ "-------"-ის მიმართ 2023 წლის 13 ივლისს შედგენილი №EL216317 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, რაც მომცივნის მიერ გადახდილ იქნა 2023 წლია 14 ივლისს.
სატრანსპორტო საშუალება (შასის №"-------") 2023 წლის 25 ივლისს მოექცა რეექსპორტში №"-------" ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით და სატრანსპორტო საშუალებამ 2023 წლის 29 ივლისს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „---- -ის " გავლით დატოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორია.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №19588 ბრძანებით, ფიზიკური პირი "-------"-ის (პ/ნ "-------") მიმართ 2023 წლის 13 ივლისს შედგენილ №EL216317 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი") ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №"-------") დეკლარირების/გამოცხადების ბოლო ვადად, ნაცვლად „10/02/2023“-სა, მიეთითა „10/06/2023“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, დროებით შენახვის შემთხვევაში დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა უნდა განხორციელდეს 180 დღეში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია..
საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულში დაჯარიმებულია. შესაბამისად მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისა და გამოცხადების ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "-------"-ის (პ/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. № 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, რაც მომცივნის მიერ გადახდილ იქნა 2023 წლია 14 ივლისს.
სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 25 ივლისს მოექცა რეექსპორტში №1 ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით და სატრანსპორტო საშუალებამ 2023 წლის 29 ივლისს სასაზღვრო გამშვებ პუნქტის გავლით დატოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორია.
მომჩივნის მიმართ 2023 წლის 13 ივლისს შედგენილ №EL216317 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი") ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირების/გამოცხადების ბოლო ვადად, ნაცვლად „10/02/2023“-სა, მიეთითა „10/06/2023“.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
78,163,165