ბრძანება N 2575
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2575
13.02.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------) მემკვიდრის
ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 25 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) მემკვიდრის ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) №12540/21-12 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №022-68 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში განმარტებულია, რომ ი/მ "----------" (ს/ნ ----------) გარდაიცვალა 2019 წლის 29 იანვარს. ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) მემკვიდრე, ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) ითხოვს ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების შემდეგ მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული დარიცხვის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №39318 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს "----------" (ს/ნ ---------) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 30 დეკემბრის №39617 ბრძანება და ამავე თარიღის №022-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 5 212 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 468 ლარი, ჯარიმა 1 235 ლარი და საურავი 1 509 ლარი.
საქმეში წარმოდგენილია გარდაცვალების მოწმობა №"----------" და 2019 წლის 31 ივლისის სამკვიდრო მოწმობა №"----------", რომელთა მიხედვით დგინდება, რომ ი/მ "----------" გარდაცვლილია 2019 წლის 29 იანვარს, ხოლო ფ/პ "----------" წარმოადგენს "----------"-ს პირველი რიგის მემკვიდრეს - მეუღლეს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ "----------"-ს უფიქსირდება შპს "----------" (ს/ნ ----------) 2017 წელს გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის/გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე ფიზიკური პირების და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირ(ებ)ის მიერ გაწეულ მომსახურებაზე 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საგადასახადო აგენტს არ წარმოეშობა გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. ვინაიდან, "----------" რეგისტრირებულია ინდ.მეწარედ, მას წარმოეშობოდა გადასახადის გადახდის ვალდებულება. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება – გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია პირის გარდაცვალების შემდეგ, რაც დასტურდება საჩივარზე თანდართული სამკვიდრო და გარდაცვალების მოწმობებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ი/მ "----------" (ს/ნ ----------) გარდაიცვალა 2019 წლის 29 იანვარს, მის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოცემული №022-68 საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) მემკვიდრის ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს 2020 წლის 30 დეკემბრის №022-68 საგადასახადო მოთხოვნა და მის საფუძველზე დარიცხული თანხები;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.