გადაწყვეტილება №27364/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2026
№ დოკუმენტი 27364/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27364/2/2026

11 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" -ის 19.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27364/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის №006-50 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №9111 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 975.13 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 16 775.31

ჯარიმა - 4 674.27

საურავი - 4 525.55

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2425 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 20 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2023 წლის 1 ივლისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლითაც დგინდება, რომ მიღებული აქვს შემოსავალი სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან სასტუმროში განთავსების სანაცვლოდ, ხოლო შემოწმების მიმდინარეობისას შემოწმებისთვის არსებული მონაცემებით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები და თანხის გადახდის დოკუმენტები) დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს შპს „-------“ (ს/ნ „-------“) გაწეული აქვს მომსახურება (ქ. „-------“-ში,„-------“-ის ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების გალამაზება, გასხვლა, გაკაფვა. ასევე, დაზიანებული და ბუნებისთვის საშიში ხეების ლიკვიდაცია) და მიღებული აქვს შემოსავალი. მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის გათავისუფლებული დღგ-ით დაბეგვრისგან. საგადასახადო კოდექსის 165-ე, 1651 , 159-ე მუხლებისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის თანახმად, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 28 თებერვალი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თარიღად განესაზღვრა 2025 წლის 1 მარტი. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან გაუქმების თარიღამდე გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 93 486 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის №4147 ბრძანება და №006-50 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 25 975.13 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 26 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 24 აპრილის №9111 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 92-ე, 158-ე, 165-ე, 159- ე, 163-ე, 164-ე, 1651 , 43-ე, 282-ე, 272-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მხარეთა პოზიციებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განიხილა წარდგენილი საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. მომჩივანს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავალი აქვს ნაღდიც და უნაღდოც, რაც დეკლარირებულია მცირე მეწარმის ყოველთვიურ დეკლარაციაში და დაბეგრილია 1%-იანი განაკვეთით. ასევე, მეწარმეს მიღებული აქვს ანგარიშებზე თანხები პირადი მოხმარების და არა ეკონომიკური საქმიანობის, რაც შემმოწმებელზე ზეპირსიტყვიერად მოხსენებულია და განმარტებულია. აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმებულ პერიოდში დაარიცხა დღგ. მომჩივანი არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, მისი შემოსავალი 12 უწყვეტი თვის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს. მეწარმეს არ ქონდა შემოსავალი 2023 წლის ნოემბრის თვეში, 2024 წლის მაისის, ნოემბრის თვეებში, 2025 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ოქტომბერის, ნოემბრის თვეებში. შესაბამისად, არც აცდენია შემოსავალი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. საგადასახადო ორგანოს მიერ რა პერიოდშიც დარიცხულია დღგ - 2024 წლის მარტიდან 2025 წლის მარტის თვემდე - ამ პერიოდში მეწარმეს მიღებული აქ პირადი შემოსავლები, რაც არ არის მიღებული ეკონიმიკური საქმიანობიდან და არ ექვემდებარება გადასახადის დარიცხვას. აღნიშნული ჩანს ჩარიცხვებში და გადარიცხვებში.

ითხოვს არ იქნას გათვალისწინებული პირადი ჩარიცხვები და გაუქმდეს დარიცხული დღგ. შესაბამისად, შემცირდეს ჯარიმა-საურავიც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №9111 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს არ იქნას გათვალისწინებული პირადი ჩარიცხვები და გაუქმდეს დარიცხული დღგ. შესაბამისად, შემცირდეს ჯარიმა-საურავიც.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2023 წლის 1 ივლისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლითაც დგინდება, რომ მიღებული აქვს შემოსავალი სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან სასტუმროში განთავსების სანაცვლოდ,ასევე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს შპს-სთვის გაწეული აქვს მომსახურება და მიღებული აქვს შემოსავალი.მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის გათავისუფლებული დღგ-ით დაბეგვრისგან.მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 28 თებერვალი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თარიღად განესაზღვრა 2025 წლის 1 მარტი. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან გაუქმების თარიღამდე გადამხდელის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

306(2).