შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-1284აპ 4 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-სა და მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განაჩენით:
მ. პ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. პ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 3 თვით და ჯარიმა 1000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 00.45 საათიდან;
მ. მ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 03.15 საათიდან;
როლანდ ოვაკიმიანი, _ დაბადებული 1984 წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 01.30 საათიდან;
რ. ხ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 02.10 საათიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და ოთხი საბრძოლო ვაზნა ჩამოერთვა და გადაიგზავნა საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებაში; ბრალდებულის ჩვენების ვიდეოჩანაწერი, ამოცნობის, ფულადი თანხის გადაცემისა და ხელწერილების ჩამორთმევის ვიდეოჩანაწერი უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; შავი ფერის „ადიდასის“ მარკის სპორტული შარვალი და შავი ფერი შალის ჟაკეტი უნდა დაუბრუნდეს მ. პ-ის ოჯახს; შავი ფერის „ადიდასის“ ფირმის ქურთუკი უნდა დაუბრუნდეს რ. ო-ის ოჯახს.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ მ. პ-ის, მ. მ-ს, რ. ო-ისა და რ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 6 სექტემბერს მ. პ, მ. მ, რ. ო. და რ. ხ. წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღდნენ მ. პ-ის მიერ უკანონოდ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. ღამის 22 საათზე ისინი მივიდნენ ბორჯომის რაიონის სოფ. ტ-ში, მიმდებარე ტყის პირას, სადაც იმყოფებოდნენ ისრაელის სახელმწიფოდან ჩამოსული, ქ. იერუსალიმის უნივერსიტეტის სტუდენტები: .. .. .. წელს დაბადებული ნ. ჰ, .. .. .. წელს დაბადებული ნ. ო, .. .. .. წელს დაბადებული ზ. შ. და .. .. .. წელს დაბადებული ი. კ, რომლებსაც გაშლილი ჰქონდათ 2 კარავი, ენთოთ კოცონი და ისვენებდნენ. მ. პ-მ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანამზრახველებთან ერთად თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის _ ყაჩაღობის სისრულეში მოყვანის მიზნით, მიწაზე დააწვინეს დაზარალებულები და უბრძანეს, მიეცათ ფული. შემდეგ კი ცალ-ცალკე შეიყვანეს კარავში, სადაც ი. კ-ს წაართვეს 200 ლარი და ფანარი, ღირებული 20 აშშ დოლარად, ნ. ო-ს _ 100 ლარი, ნ. ჰ-ს _ 40 ლარი, რის შემდეგაც იქაურობას გაეცალნენ. აღნიშნულის შემდეგ მ. პ.-ა მ. მ-სთან ერთად გადაწყვიტა ნ. ჰ-ის გაუპატიურება და თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, იარაღი მიაბჯინა ზ. შ-ს, ნ. ჰ. კი მ. მ-ის დახმარებით იძულებით გამოიყვანა 4-5 მეტრის მოცილებით, ტყის მასივისკენ, წააქცია მიწაზე და დაუწყო შარვლის გახდა და შეეცადა გაუპატიურებას. ნ. ჰ-მ გაუწია წინააღმდეგობა, ატეხა ყვირილი, რის შემდეგაც მ. პ-მა და მ. მ.-ა მიატოვეს შემთხვევის ადგილი და რ. ო-თან და რ. ხ-თან ერთად მიიმალნენ.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
მ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. პ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 3 თვით და ჯარიმა 1000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 00.40 საათიდან;
მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 03.10 საათიდან;
რ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 01.25 საათიდან;
რ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 სექტემბრის 02.05 საათიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და ოთხი საბრძოლო ვაზნა ჩამოერთვა და გადაიგზავნა საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებაში; ბრალდებულის ჩვენების ვიდეოჩანაწერი, ამოცნობის, ფულადი თანხის გადაცემისა და ხელწერილების ჩამორთმევის ვიდეოჩანაწერი უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; შავი ფერის „ადიდასის“ მარკის სპორტული შარვალი და შავი ფერი შალის ჟაკეტი უნდა დაუბრუნდეს მ. პ-ნის ოჯახს; შავი ფერის „ადიდასის“ ფირმის ქურთუკი უნდა დაუბრუნდეს რ. ო-ის ოჯახს.
მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. X. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას გაუპატიურების მცდელობით მსჯავრდების ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, მოსამართლემ სასამართლოს განაჩენში მტკიცებულებად გამოიყენა წინასწარ გამოძიებაში მიცემული დაზარალებულების ჩვენებები, რომელთა გამოკვლევაში ბრალდებულის მხარეს მონაწილეობა არ მიუღია; სასამართლომ ისე გამოაქვეყნა დაზარალებულთა ჩვენებები, რომ არ გამოურკვევია, იყო თუ არა სასამართლო სხდომაზე მათი წარმოდგენის შესაძლებლობა; სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, რადგან მან არ უზრუნველყო მხარეები ისეთი პირობებით, რომ არც ერთ მათგანს არ ჰქონოდა აშკარა უპირატესობა; სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დროს შემოიფარგლა მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებით; იგი არ დაინტერესდა, თუ რატომ იყო დაზარალებულთა ჩვენებებში აშკარა წინააღმდეგობები; სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ ასახა განაჩენში დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები და არ გასცა პასუხი დაცვის არანაირ არგუმენტაციას, თუ რატომ იყო დაცვის მხარის მოსაზრება დაუსაბუთებელი; თუ მსჯავრდებულებს ჰქონდათ ნ. ჰ-ის გაუპატიურების მცდელობის განზრახვა, მაშინ მისი ტყეში ყვირილის გამო ისინი არ აიღებდნენ გაუპატიურების მცდელობის განზრახვაზე ხელს;
მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენის გაუქმებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მსჯავრდებულ მ. პ-ის მიმართ და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, რადგან, კასატორის მოსაზრებით, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით; სასამართლო გამოძიება არ არის ჩატარებული სრულყოფილად; მოსამართლემ განაჩენში გაითვალისწინა მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდები, ხოლო მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე და ადასტურებენ მ. პ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობას, სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული; მსჯავრდებულმა მ. პ-მ აღიარა ის რაც ჩაიდინა, კერძოდ მან განაცხადა, რომ მ. მ-სთან, რ. ო-სთან და რ. ხ-სთან ერთად 2007 წლის 6 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა ისრაელის მოქალაქეებზე _ ნ. ჰ-ზე, ნ. ო-ზე, ზ. შ-სა და ი. კ-ზე, ხოლო რაც შეეხება ბრალდების ვარაუდს თითქოს ყაჩაღობის დამთავრების შემდეგ მან, მ. მ-სთან ერთად გადაწყვიტა ნ. ჰ.-ის გაუპატიურება, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ მტკიცდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით; სასამართლო პროცესზე უნდა დაიკითხონ დაზარალებულები, ვინაიდან სასამართლოში არ დამტკიცებულა განაჩენში მოყვანილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები; სასამართლო განხილვა ჩატარდა არასრულად და ცალმხრივად; სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ ბრალდების ვარაუდები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, სარევიზიო წესით შეამოწმა საქმის მასალები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულების _ მ. მ-ის, მ. პ-ის, რ. ო-სა და რ. ხ-ის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებებით; დაზარალებულების _ ი. კ-ის, ზ. შ-ის, ნ. ო-სა და ნ. ჰ-ის ჩვენებებით; მოწმეების _ ნ. ა.სა და ნ. მ-ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ჩხრეკის ოქმებით; ექსპერტიზის ¹55-ბ დასკვნით; ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა _ მ. მ-მ, მ. პ-მ, რ. ო-მ და რ. ხ-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონო შეღწევით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება ყაჩაღობის მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების _ მ. P-სა და მ. მ-ის განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ჩაუდენიათ გაუპატიურების მცდელობა, რადგან საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების _ ი. კ-ის, ზ. შ-ის, ნ. ო-სა და ნ. ჰ-ის ჩვენებებით; ამოღების ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებათა ერთობლიობით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა _ მ. მ-მ და მ. პ-მ ჩაიდინეს გაუპატიურების მცდელობა, კერძოდ:
დაზარალებულ ნ. ჰ-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მოჰკიდა ხელი და წაიყვანა ტყის მასივის სიღრმეში, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, რადგან შიშობდა, რომ ზ,-თვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინათ. ტყის სიღრმეში იმ ბიჭმა, რომელმაც გაიყვანა, მიწაზე წააქცია და ცდილობდა შარვლის გახსნას, მაგრამ მალევე თავი დაანება და წავიდა დანარჩენებთან, რის შემდეგაც ის იარაღიანი კაცი მივიდა სხვა ბიჭებთან ერთად. თოფიანი თავზე დაადგა, ხოლო მეორე ბიჭმა დაუწყო შარვლის გახსნისას “ჯიკაობა”, რა დროსაც შარვალი გაუხია პატარა შესაკრავიდან ელვა შესაკრავიდან მარცხნივ. იმ ბიჭს შარვალი უკვე ნაწილობრივ ჰქონდა ჩაწეული და ცდილობდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, ამ ყველაფერმა შეაშინა და დაიწყო კივილი, რის შემდეგაც ის ბიჭი, რომელიც ცდილობდა მისთვის შარვლის გახდას, შეეშვა, წამოდგა ფეხზე, ხოლო თვითონ წავიდა თავის მეგობრებთან. დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ვინც გაუპატიურებას უპირებდა და შარვალი ჰქონდა ჩაწეული არ იყო არც მუსლიმანი და არც ებრაელი, რადგან ცეცხლის შუქზე დაინახა, რომ მას ასო არ ჰქონდა წინდაცვეთილი, თან ჯიკაობისას ხელიც მოეკიდა.
დაზარალებულ ი. კ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ სამმა პირმა ნ. გაიყვანა დაახლოებით 5-10 მეტრის მოცილებით, ის მათ ვერ ხედავდა, მაგრამ ესმოდა ნ-ის ხმა, რომელიც იძახდა ძალადობენ ჩემზეო. ისინი ვერ მიეხმარნენ, რადგან ერთი ბიჭი ადგა თავზე თოფით. როდესაც ნ. მათთან დააბრუნეს, მას ტანსაცმელი და “კოლგოტი” დახეული ჰქონდა.
დაზარალებულ ნ. ო-ის ჩვენებით ირკვევა, რომ, როდესაც ყაჩაღები უკან მობრუნდნენ, მივიდნენ მასთან და ნ-სთან, მოქაჩეს თმით და დაუპირეს წაყვანა, იგი ჩაეჭიდა ზ-ს. მას თავი დაანებეს და ნ-ს ჩასჭიდეს ხელი, თან ზ-ს დაადეს შუბლზე იარაღი. მათ შეეშინდათ სისხლის დაღვრის და ნ. იძულებული გახდა, მათ გაჰყოლოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგონეს ნ-ს ყვირილი. მათ ჰკითხეს ნ-ს, თუ რა ხდებოდა. Nმ. უთხრა, რომ უნდოდათ მისი გაუპატიურება.
დაზარალებულ ზ. შ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ იარაღიანი ბიჭი დარჩა მასთან და დაადო თოფი თავზე. კიდევ ერთი ბოროტმოქმედი ცდილობდა ნ-ს წაყვანას, მაგრამ ის მას ჩაეჭიდა და არ გაჰყვა. ამ დროს ტყიდან შემოესმა ნ-ის კივილი, რომელიც ებრაულად იძახდა გაუპატიურებას მიპირებენო.
საქმეში არსებული ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ნ. ჰ-ის მიერ წარმოდგენილ შარვალს წინა, მარცხენა მხარეს ელვაშესაკრავიდან აქვს 46 სმ სიგრძის განარღვევი.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბორჯომის რაიონული სასამართლოს განაჩენში მოყვანილ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, გაუპატიურების მცდელობის სტადიაზე, მსჯავრდებულებს დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელი არ აუღიათ, რადგან მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის შეწყვეტა გამოწვეულია არა ნებაყოფლობით, არამედ _ დაზარალებულის აქტიური წინააღმდეგობით, რაც ასევე გაზიარებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამმართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზარალებულ ნ. ჰ-ის მხრიდან გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობა და ყვირილი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ობიექტურ ხელის შემშლელ გარემოებებად, რომელთა არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულები თავიანთ განზრახვას სისრულეში ვერ მოიყვანდნენ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამთავრებული მცდელობის სტადიაზე დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას, რაც საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს _ მ. პ-სა და მ. მ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოერიცხოთ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტი და ბრალდების ამ ნაწილში მათ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მსჯავრდებულ მ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 3 თვით და ჯარიმა _ 1000 ლარი.
მსჯავრდებულ მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული, საქმეში არსებული დაბადების მოწმობის თანახმად, არის რ. ო. და არა _ რ. ო, როგორც ეს მოხსენიებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად რ. ო-სა, უნდა მიეთითოს რ. ო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ო” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე, 567-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულებს _ მ. პ-სა და მ. მ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხოთ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტი და ბრალდების ამ ნაწილში მათ მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მსჯავრდებულ მ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლითა და 3 (სამი) თვით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი, მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 8 სექტემბრის 00.40 საათიდან.
მსჯავრდებულ მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 8 სექტემბრის 03.10 საათიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.