1. პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.
2. პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.
3. დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა. დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა შეესრულებინა შეპირებული ქმედება ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება.
4. თუ ორგანიზატორმა, წამქეზებელმა და ფსიქიკურმა დამხმარემ თავიანთი მოქმედებით ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრება, მაშინ მათ მიერ მიღებული ზომები სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შეიძლება მიიჩნიოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი VII
დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება 1. პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. 2. პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. 3. დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა. დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა შეესრულებინა შეპირებული ქმედება ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება. 4. თუ ორგანიზატორმა, წამქეზებელმა და ფსიქიკურმა დამხმარემ თავიანთი მოქმედებით ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრება, მაშინ მათ მიერ მიღებული ზომები სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შეიძლება მიიჩნიოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 თავი VII . დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობათანამონაწილეო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
- საქმე №2კ-294აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №980აპ-22 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, „დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლი. ნებაყოფლობით ხელის აღების ნორმების გამოყენება და პირის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დაცულია ნებაყოფლობით ხელის აღებისათვის წაყენებული წინაპირობები: ა) დანაშაულზე ხელის აღება აუცილებლად დამნაშავის ნებით უნდა ხორციელდებოდეს, ე.ი.
- საქმე №2კ-1094აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2026
ი-ს საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობას ( საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის ან საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე), ასევე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებასა და გ.
- საქმე №ბს-371(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის მიერ იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ან/და მის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ამავე კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განაპირობებს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას.
- საქმე №2კ-152აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2024
მსჯავრდებულმა თავისი ნებით შეწყვიტა ქმედება და ხელი აიღო დანაშაულზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.
- საქმე №2კ-247აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2023
…ვინაიდან იგი კონკრეტული მიზნით გამოიტანა სახლიდან. დაზარალებულმა განმარტა, რომ მიღებული დაზიანებების შემდეგ იგი საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, არ დაცემულა და გონება არ დაუკარგავს, მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად კი „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი“.
- საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №2კ-980აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №2კ-174აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2018
- საქმე №2კ-1959-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2013
- საქმე №2კ-258აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2009
- საქმე №2კ-1273აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2009
- საქმე №2კ-1284აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2009
- საქმე №2კ-1129აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2007
- საქმე №2კ-1022აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2007
- საქმე №2კ-224აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2005
- საქმე №2კ-28კოლ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2001
- საქმე №2კ-14კოლ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2001
- საქმე №010141318700056495 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.07.2018
- საქმე №010140019003159318 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №330100119003176657 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №060100118002493645 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №330100115002530313 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330100117002181576 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.09.2018
- საქმე №140100119003223661 · გორის რაიონული სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080100119003232307 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2020
- საქმე №080100119003327998 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №330100119003176657 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №080100119003183680 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №330100119003045730 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330100119002881549 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2019
- საქმე №190100118002458986 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 09.03.2019
- საქმე №330210018002545398 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №020100118002388201 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №330100118002397929 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №080100118002245549 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №020100118002436595 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №010100118002414724 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №020100117002071345 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება