საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №143აგ-16 19 დეკემბერი, 2016 წელი
ს. ი-რ, 143აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ. კ-სა და მსჯავრდებულ ი. ს-ს შორის: ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 258–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 28 თებერვლიდან.
2. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ი. ს-ს შორის: ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 14 ნოემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ი. ს-ს შორის: ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის მესამე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელთაგან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 თვე და 22 დღე (პირობითი მსჯავრი) და საბოლოოდ ი. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 11 თვე და 22 დღე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდა აეთვალა ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2014 წლის 14 აგვისტოდან.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მესამე, მეოთხე ნაწილების თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ი. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 11 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 21 იანვრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 378–ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ს-ს განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 წლითა და 9 დღით და პირობითმა მსჯავრმა 11 თვითა და 22 დღით და საბოლოოდ ი. ს-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 11 თვე და 22 დღე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ი. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან.
6. 2016 წლის 8 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ს-მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენის (რომლითაც იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით) გადასინჯვა 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე და კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენი ი. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
8. კასატორი – მსჯავრდებული ი. ს. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენის გაუქმებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს მოქმედი სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მეოთხედით.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ს-ს დანაშაული ჩადენილი აქვს 17 წლის ასაკში და საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე.
5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნა ხდება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე