საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.07.2023
საქმის ნომერი
2კ-331აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100122005648473

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №331აპ.-23 3 ივლისი 2023 წელი

ბ–ი მ., №331აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ბ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. ბ–ი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით დროის პერიოდში, ლ. ც–სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ.მ–ში, პ–ს ქუჩაზე განთავსებულ შპს „...........-ს“ კუთვნილ, საერთო ჯამში 183918 ლარის ღირებულების ლითონის დეტალებს.

მ. ბ–ი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2022 წლის 10 იანვარს, ლ. ც–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ.თ–ში, ბ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „ჩ–ს რკინიგზის ..-ე ბიუროს ჯგუფის“ კუთვნილ, საერთო ჯამში 27500 ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციებს.

მ. ბ–ი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2022 წლის 15 იანვარს, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ.თ–ში, ბ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „......ის რკინიგზის ..-ე ბიუროს ჯგუფის“ კუთვნილ, საერთო ჯამში 10500 ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციებს.

მ. ბ–ი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2022 წლის 18 იანვარს, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ.თ–ი, ბ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ, შპს „......ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ კუთვნილ, საერთო ჯამში 25000 ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციებს.

მ. ბ–ი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2022 წლის 22 იანვარს ლ. ბ–ითან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ.თ–ში, ბ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ, შპს „........ის რკინიგზის ..-ე ბიუროს ჯგუფის“ კუთვნილ, საერთო ჯამში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციებს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (4 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. ბ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით ლ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობთ ლ. ბ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. თ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ბ–სთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და მისი ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ლ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძესა და მსჯავრდებულ ლ. ბ–ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;

ლ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი;

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

ლ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 300 საათით;

მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. 2023 წლის 24 და 28 მარტს მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. თ–მ საკასაციო საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ბ–ისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის 1/3-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

3.3. 2023 წლის 29 მარტს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მ. ბ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ჰყავს ცოლ-შვილი, რომელთაც სჭირდებათ მოვლა-პატრონობა. საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული ყოველი დღე მისთვის არის უკან გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების სრულფასოვან წევრად დაბრუნებისთვის.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მ. ბ–სს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მ. ბ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, იგი არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მ. ბ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და მისი ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე