თავი XXVIII — სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება # # #
1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები:
ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;
ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ;
გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ;
დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;
ე) (ამოღებულია);
ე
1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ;
ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები;
ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების
დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681
- ვებგვერდი, 11.10.2016წ.
11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №2/3/1421,1448,1451 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
12. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება იმავე გადაწყვეტილებაში.
2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5124 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.258
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 2 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი №1/6/675 – ვებგვერდი, 13.11.2015წ.
საქართველოს 2015 წლის
11 დეკემბრის
კანონი №4626
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №2/3/1421,1448,1451 – ვებგვერდი, 13.04.2023
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1559)
- საქმე №ბს-161(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე. მხარეთა მიერ, ხელშეკრულების შესრულების ადგილად განისაზღვრა ქ.
- საქმე №ას-339-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2026
სააღსრულებო ფურცელს გასცემს სასამართლოს ის ინსტანცია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კანონიერი ძალაში შევიდა (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა/ სსსკ-ის 268-ე მუხლი) და დავის არსებითად გადაწყვეტის საბოლოო დოკუმენტს წარმოადგენს. 17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან…
- საქმე №ას-1175-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 268-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
- საქმე №ბს-850(კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2025
…დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს. რაც შეეხება ჩ.ო-ის წარმომადგენლის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხი არ შედის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალში, ამასთან, შუამდგომლობაში მითითებული…
- საქმე №ბს-365(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
…საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილს, რომლითაც განაჩენი განმარტებულია როგორც პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. სსსკ-ის 268-ე მუხლი განსაზღვრავს განაჩენის სახეებს, კერძოდ, დასახელებული მუხლის 1-ელი ნაწილით, სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.
- საქმე №ას-483-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №ას-661-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
- საქმე №ბს-714(2კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
- საქმე №ას-308-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2025
- საქმე №ას-302-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №ას-1303-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
- საქმე №ას-1176-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ას-1533-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2025
- საქმე №ას-1066-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-561-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2024
- საქმე №ას-1104-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ას-532-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №ას-1373-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2024
- საქმე №ას-329-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
- საქმე №ას-91-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2024
- საქმე №ბს-1316(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2024
- საქმე №ას-1592-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
- საქმე №ას-13-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2024
- საქმე №ბს-437(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ას-830-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ას-556-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №ას-777-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ას-791-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
- საქმე №ას-697-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-270-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-1634-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
- საქმე №ას-304-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-440-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2023
- საქმე №ას-64-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2023
- საქმე №ბს-684(3კ-3კს-უს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ბს-684(3კ-3კს-უს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-1306-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ბს-1211(კ-კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №ას-1060-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
- საქმე №ა-1870-გან-5-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1559-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება