სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:
ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის;
ა1) არ არსებობს დავის საგანი;
ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე;
დ) მხარეები მორიგდნენ;
დ1) შედგენილ იქნა სამედიაციო მორიგება და სამედიაციო მორიგების შინაარსი/პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან საჯარო წესრიგს, ან, სამედიაციო მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელი არ არის, ანდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარემ სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლითაც სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია;
ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;
ე1) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) (ამოღებულია - 18.03.2015, №3220);
ვ
1) (
ამოღებულია - 19.02.2015, №3096);
ვ2) მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უარყოფითია;
ვ3) არსებობს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;
ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №223 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.82
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3220 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4051 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1932)
- საქმე №ას-1183-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2026
…თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი). სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
- საქმე №ას-846-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2026
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
- საქმე №ა-3274-შ-112-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
თუ სარჩელის მირებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
- საქმე №ას-1599-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
…სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
- საქმე №ას-346-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი,…
- საქმე №ას-377-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №ას-556-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №ბს-209(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2026
- საქმე №ას-116-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
- საქმე №ას-292-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №ბს-685(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ბს-431(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ას-942-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2026
- საქმე №ას-1314-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2026
- საქმე №ას-1548-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ბს-123(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ას-308-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ას-348-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2026
- საქმე №ას-1096-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2026
- საქმე №ას-730-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ა-2670-შ-69-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ას-784-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ა-341-შ-9-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ას-1470-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
- საქმე №ბს-1095(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
- საქმე №ა-5446-შ-121-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ა-5903-შ-132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ა-6992-შ-163-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1395-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2026
- საქმე №ას-914-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №ბს-1372(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ბს-1316(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-1188-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №ას-1133-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2026
- საქმე №ას-1544-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
- საქმე №ას-1356-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-1145-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-1299-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2025
- საქმე №ბს-783(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2025
- საქმე №ას-1268-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1932-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება