1. სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:
ა)
(ამოღებულია - 20.03.2015, №3340);
ბ) სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება;
გ) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული;
დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;
ე) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ვ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ;
ზ) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;
თ) მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ;
ი) სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
კ) სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში ამ კოდექსის 1877 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არცერთი მხარე არ მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით;
ლ) არსებობს ამ კოდექსის 36350 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს ამ კოდექსის 186-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ სარჩელში თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორად მიუთითა.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3447 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(986)
- საქმე №ა-3274-შ-112-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
თუ სარჩელის მირებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
- საქმე №ას-772-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2026
ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
- საქმე №ას-346-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს…
- საქმე №ას-340-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2026
…სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. 17. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
- საქმე №ას-753-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
…სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
- საქმე №ას-377-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №ას-673-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2026
- საქმე №ას-253-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2026
- საქმე №ას-292-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №ას-355-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ას-308-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ას-730-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ას-278-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №ა-2670-შ-69-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ას-784-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ა-341-შ-9-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ას-1372-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2026
- საქმე №ა-5446-შ-121-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ა-5903-შ-132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ას-1080-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ა-6992-შ-163-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-914-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №ას-1145-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-1268-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
- საქმე №ას-339-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2025
- საქმე №ას-1205-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-842-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ა-3928-შ-98-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ას-516-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-1310-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ა-1185-შ-33-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
- საქმე №ა-2626-შ-66-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-17-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №ა-6003-ბ-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-248-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ას-1083-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-559-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ას-937-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
- საქმე №ას-798-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 986-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება