სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;
ბ) თუ იგი დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია;
გ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილში მყოფი მოსარჩელის თხოვნით;
დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;
დ1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი;
ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის საფუძველზე დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით საქმე სასამართლომ მედიატორს გადასცა, ან საქმის წარმოების დაწყების შემდეგ მხარეებმა დავა მედიატორს გადასცეს, ანდა მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, − გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს.
ზ) თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის შემდეგ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება ჩერდება. ამ შემთხვევაში ჩერდება აგრეთვე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4287 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.446
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3608
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5659 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5659
- 18.09.2019 კანონი №4955
- 31.10.2018 კანონი №3608
- 20.03.2015 კანონი №3340
- 20.12.2011 კანონი №5550
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(635)
- საქმე №ას-299-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
…დაკავშირებითაც მოპასუხე ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციული წესით საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მოპასუხეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
- საქმე №ბს-1172(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით.
- საქმე №ბს-172(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით.
- საქმე №ას-1242-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
საკასაციო პალატის განსჯით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირობებს, როდესაც სასამართლოს მოვალეობაა შეაჩეროს საქმის წარმოება.
- საქმე №ას-111-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან და სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
- საქმე №ას-1581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-517-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ბს-175(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ას-572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
- საქმე №ას-35-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ას-246-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
- საქმე №ას-506-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ას-690-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
- საქმე №ას-803-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
- საქმე №ა-5446-შ-121-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ბს-1220(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2026
- საქმე №ას-1463-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2026
- საქმე №ას-1586-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2026
- საქმე №ას-1133-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2026
- საქმე №ბს-781(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ას-339-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2025
- საქმე №ას-1163-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2025
- საქმე №ას-842-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ას-516-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ბს-569(2კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ბს-247(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ას-1133-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-912-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-815-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ას-225-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ას-272-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2025
- საქმე №ას-661-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
- საქმე №ას-168-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №ას-705-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №ას-333-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
- საქმე №ას-370-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ას-385-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-464-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
- საქმე №ბს-823(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №ბს-183(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 635-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება