განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №3/33-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2001
ხ-იას სასამართლოში განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინა რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ კადრებთან მუშაობის სამმართველოს ცნობა დოცენტის წოდების მინიჭების ჩანაწერების არარსებობის შესახებ და როცა ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების შეუძლებლობა იქნებოდა დაფიქსირებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 314-ე, 315-ე და 316-ე მუხლების შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ, შეეძლო მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ.
- საქმე №150210219003319981 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 20.12.2019
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის თანახმად, განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება