მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლი · სსსკ 316
თავი XXXVI — იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(44)
საქმე №ბს-405(ს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების და საქმის უდავო წარმოების წესით განხილვის თაობაზე, რაც შეეხება განსჯადობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების პირობებში, უდავო წარმოების წესით უპატრონო ქონების დაკანონების საკითხი სსსკ-ის 11-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის, 310-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტისა და 312-ე, 316-ე მუხლების შესაბამისად უნდა განხილილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N2/3080-2006) გ.
საქმე №ას-1183-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მოსაქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 477-ე მუხლებზე და განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით,…
საქმე №ას-1245-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2023
სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
საქმე №ას-343-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა. 15. სსსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქმე №ას-453-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2022
…ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. (იხ. სუსგ ას-344-2019, საქმე №ას-925-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი). 20. სსსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქმე №ას-462-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
საქმე №ბს-1507(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
საქმე №ას-889-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2019
საქმე №ას-1937-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 316, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-316/