1. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.
2. სასამართლო განიხილავს საქმეებს:
ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;
ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ;
გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;
დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;
ი) (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5977 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.64
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2011 კანონი №5569
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(243)
- საქმე №ას-299-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
…არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი). სსსკ-ის 312.2 მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც…
- საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო უდავო წარმოების წესით განიხილავს პირთა ნათესაური კავშირისა და მამობის დადგენის შესახებ საქმეებს.
- საქმე №ბს-405(ს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების და საქმის უდავო წარმოების წესით განხილვის თაობაზე, რაც შეეხება განსჯადობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების პირობებში, უდავო წარმოების წესით უპატრონო ქონების დაკანონების საკითხი სსსკ-ის 11-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის, 310-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტისა და 312-ე, 316-ე მუხლების შესაბამისად უნდა განხილილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N2/3080-2006) გ.
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
…მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXVI თავის დებულებებზე, რომლის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. მითითებული კოდექსის 312-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.
- საქმე №ას-545-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 201-ე, 2321-ე, 168-ე, 170- 172-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- საქმე №ას-1412-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-759-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ას-381-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2024
- საქმე №ას-989-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ას-981-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ას-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ბს-134(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №ას-1908-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2023
- საქმე №ას-186-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
- საქმე №ას-231-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
- საქმე №ას-29-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ას-5-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
- საქმე №ას-390-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2021
- საქმე №ას-432-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
- საქმე №ას-61-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №ას-73-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-654-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
- საქმე №ას-475-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2021
- საქმე №ას-1465-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ას-1060-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
- საქმე №ას-863-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2020
- საქმე №ას-1452-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2020
- საქმე №ბს-1507(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ას-1719-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2020
- საქმე №ას-1032-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-1106-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-1438-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2019
- საქმე №ას-48-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-420-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-206-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-522-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №ას-590-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2019
- საქმე №ას-282-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2019
- საქმე №ას-14-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 243-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება