1. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.
3. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია.
4. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
წერილში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო ენაზე და იგი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ეთნიკურ უმცირესობასთან კომუნიკაცია განახორციელოს შესაბამისი ენის მცოდნე მოხელის დახმარებით.
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
სწორედ საქართველოს მოქალაქეები აძლევენ ლეგიტიმაციას სახელმწიფოს მიერ მიღებულ(მისაღებ) გადაწყვეტილებებს ( კონსტიტუციის მე-3 მუხლი), თუმცა სახელისუფლებო ძალაუფლება არის არა განუსაზღვრელი, არამედ თავად კონსტიტუციითა და კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული კანონებით შეზღუდული ( კონსტიტუციის მე-4 მუხლი).
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.
- საქმე №010310017001970606 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
…საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.
- საქმე №010100107216100 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
…შეიარაღებული ფორმირება - ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი, რომელიც არ შედიოდა საქართველოს არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის შე-მადგენლობაში და რომელსაც ხელმძღვანელობდა პირადად, რის უფლებაც მას არ გააჩნდა და რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებ-ლობას განეკუთვნება.
- საქმე №020310019003167292 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №ას-841-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2022
- საქმე №010210014519241 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №010210015690992 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.12.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 5 (5)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 5; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-304(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
…შეუქცევად პროცესს. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხალხის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების პირველადი წყაროს ნების განუხრელ გამოვლენას, ხოლო, მეორე მხრივ, ხალხის ნების მიუკერძოებლად აღსრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
- საქმე №ბს-234-234(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2018
სააპელაციო სასამართლოს შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული კომპეტენციის ექსკლუზიურობასა და მოხელის აღდგენის თაობაზე სასამართლო კომპეტენციის გამორიცხვასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, საჯარო დაწესებულების მხრიდან ხსენებული ვალდებულების განხორციელება/განუხორციელებლობისა და ჯეროვანი თუ არაჯეროვანი შესრულების კონტროლის შესაძლებლობის გამორიცხვას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის საფუძველზეც, სასამართლო ხელისუფლება კონტროლს უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას.
- საქმე №ბს-545-516(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2007
გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და კონსტიტუციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გამგეობისათვის დაევალებინა, მიეღო დადგენილება ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ მოსარჩელეთა დაფინანსების თაობაზე (ს.ფ.
- საქმე №3გ/ად-166-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2003
- საქმე №831310017001895095 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.09.2018
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება