1. ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.
3. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-968(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე, ხოლო 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით, უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება.
- საქმე №ას-480-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, ამასთან, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 დანაწესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმოებისა და კონკურენციის განვითარებაზე.
- საქმე №ბს-801(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
როგორც კონსტიტუციის მე-6 მუხლით აღიარებული თავისუფალი მეწარმეობის პრინციპის დარღვევა, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობის დარღვევა.
- საქმე №ას-280-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლიტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, ამასთან, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 დანაწესი, რომელის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმოებისა და კონკურენციის განვითარებაზე.
- საქმე №090310018002319429 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
…პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით (ეკონომიკური თავისუფლება) ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
- საქმე №330310017002218430 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №150210019003209626 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 10.12.2019
- საქმე №080210117002116977 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2019
- საქმე №330310018002727807 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №080210117001973992 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №080210117001817022 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №080210117001925974 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №150210019002851474 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330210016001655300 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №330210016001655369 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №190210118002462906 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №240310016001637731 · სენაკის რაიონული სასამართლო · 29.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება