1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.10.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. სახელმწიფო სუვერენიტეტი 1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. 2. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურიტერიტორია წყობილებისგანსაზღვრულია ფორმა1991 არისწლის დემოკრატიული21 რესპუბლიკა.დეკემბრის 3.მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაატერიტორიის „საქართველო“.გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-814(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2025
…საზღვრების კონტროლთან. „სახელმწიფოს უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ“ მონტევიდეოს 1933 წლის კონვენციის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს აქვს განსაზღვრული ტერიტორია. საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.
- საქმე №ბს-695(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2024
საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა მიუთითეს საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვითაც საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის…
- საქმე №ბს-738-713(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2010
…კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.
- საქმე №ბს-1035-998(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2009
…მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციას და «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის მინისტროს 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
- საქმე №3გ/ად-15-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2000
…და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ყოფილი სსრ კავშირის მიერ გაცემული საავტორო მოწმობა ვრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზეE (როგორც სსრ კავშირის შემადგენელ ნაწილზე) და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს უცხოურ დამცავ დოკუმენტად. საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, «საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31…
- საქმე №330310017002225785 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №330100119003211840 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №330100119003141321 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.09.2019
- საქმე №330100118002747463 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №190100118002717029 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 06.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 2 (22)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 2; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-58(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 02/05/2014 №1958 ორგანული კანონით), საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად, განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის…
- საქმე №ბს-929(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები წარმოადგენენ სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომების უფლებამონაცვლეებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე, განესაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის საფუძვლები.
- საქმე №ბს-89(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, კერძოდ, კონსტიტუციის მე-2 მუხლი აღიარებს მოსახლეობის უფლებას, თვითონ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეები.
- საქმე №2კ-693აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2018
- საქმე №ბს-169-163(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2009
- საქმე №ბს-15-15(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2008
- საქმე №ბს-247-235(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2006
- საქმე №ბს-494-425-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2004
- საქმე №ბს-24-228-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2003
- საქმე №3გ-ად-462-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2002
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება