1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(243)
- საქმე №ას-1254-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
რაც შეეხება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობას მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლიდან და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკიდან, რომელთაც კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად უზენაესი იურიდიული ძალა აქვთ გამომდინარეობს, რომ პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის იმგვარმა დარღვევამ, რომელმაც შესაძლებელია ჯანმრთელობისადმი ვნება გამოიწვიოს, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც გახდეს.
- საქმე №ბს-539(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
…რელიგიის თავისუფლების დაცული სფეროდან, იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად იზღუდება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ნაგულისხმევი “უშუალოდ მოქმედი სამართალი“ გულისხმობს ინდივიდის სრულფასოვან იურიდიულ შესაძლებლობას, სასამართლო წესით…
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
…დაცვა და მასზე ზრუნვა, შედის არამხოლოდ ცალკეული პირის, არამედ მთლიანად საზოგადოების ინტერესებში (erga omnes), რომლის გამოც თითოეული პირი სპეციალურად არის აღჭურვილი კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისა და მისი დაცვის უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
- საქმე №ბს-601(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული…
- საქმე №ბს-996(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება კომპენსაციის საკითხი არ განეხილა.
- საქმე №ბს-1118(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
- საქმე №ბს-523(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ბს-1260(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
- საქმე №ბს-1309(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №ას-962-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
- საქმე №ბს-647(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №ბს-136(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ბს-676(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №ბს-122(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
- საქმე №ბს-1289(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-1043-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №ას-1908-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2023
- საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ბს-188(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-1340(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
- საქმე №ბს-145(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
- საქმე №ბს-411(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-3(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2022
- საქმე №ბს-1046(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
- საქმე №ბს-78(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-262(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
- საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
- საქმე №ბს-919(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
- საქმე №ბს-1065(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ბს-1190(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №2კ-110აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2019
- საქმე №ას-645-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №ბს-997(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
- საქმე №ბს-327-309(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №010310017001970606 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №330100117001996912 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №330310016001640568 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №010332219900023438 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 13.06.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 243-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 6 (196)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 6; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-643(კ-კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
…ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საჯარო მოხელის უფლებას, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლი განსაზღვრავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
- საქმე №ბს-949(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
კასატორის განმარტებით, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
- საქმე №ბს-260-260(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
…კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ა-458-შ-7-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2016
- საქმე №ა-952-შ-23-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2016
- საქმე №ბს-661-646(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №2კ-265აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2015
- საქმე №ა-3661-შ-102-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2015
- საქმე №ას-1189-1131-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2015
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება