1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს.
4. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე.
6. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
7. სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე.
8. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(172)
- საქმე №ბს-486(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2026
…სამართალს. 8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დევნილი ოჯახისთვის, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. 9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე;
- საქმე №ბს-144(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
…ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპის სოციალური ქარტიით უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების სარგებლობის საყოველთაო უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე.
- საქმე №ბს-219(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2026
…პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
- საქმე №ბს-221(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2026
…არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის მართლზომიერება და მისი დანიშვნის წინაპირობების არსებობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
- საქმე №ბს-284(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
…ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. 8. საკასაციო პალატის შეფასების საგანია დევნილისთვის, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. 9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე;
- საქმე №ბს-233(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
- საქმე №ბს-109(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
- საქმე №ბს-31(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
- საქმე №ბს-920(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2026
- საქმე №ბს-1334(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №ბს-1375(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2026
- საქმე №ბს-1349(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ბს-122(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ბს-1248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-1013(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ბს-1135(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2026
- საქმე №ას-1132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ბს-460(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
- საქმე №ბს-1021(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ბს-844(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2025
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
- საქმე №ბს-1332(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №ბს-934(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ბს-446(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №ბს-985(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-1022(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
- საქმე №ბს-794(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2025
- საქმე №ბს-901(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-738(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-772(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-839(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2025
- საქმე №ბს-937(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2025
- საქმე №ბს-787(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2025
- საქმე №ბს-16(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ბს-641(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ბს-738(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ბს-889(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
- საქმე №ბს-575(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ბს-523(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ბს-553(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 172-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება