1. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა „საქართველო“.
2. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.
3. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.
4. საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ას-1440-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო კონსტიტუციის მე-2 მუხლი და შრომის კოდექსის მე-6 მუხლი. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. შრომის კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს: „წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე“.
- საქმე №ას-1046-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
საკასაციო სასამართლო ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას მოიხმობს - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.
- საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.
- საქმე №ბს-492(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.
- საქმე №ბს-687(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი გაცნობის უფლება გარანტირებულია, რაც იმთავითვე გულისხმობს გადაცემული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას სახელმწიფო ენაზე, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური.
- საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-340-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
- საქმე №ას-1171-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ას-1171-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ას-112-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2019
- საქმე №ას-1959-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2019
- საქმე №ას-303-286-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2018
- საქმე №330100115001007205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №330310018002774812 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №010310018002347803 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №010310019002922573 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.12.2019
- საქმე №010310117002112437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება