1. თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს.
2. თუ წარმომადგენელმა არ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მეორე მხარეს მიადგა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ამ უფლებამოსილებას.
3. წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მეორე მხარემ იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ. წარმომადგენელი პასუხს არ აგებს მაშინაც, როცა ქმედუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოქმედებდა თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
- სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი, 455-ე-456-ე მუხლები. არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 104-ე და 396-ე მუხლები.
- საქმე №ას-218-218-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2018
კასატორი მიუთითებს სსკ-ის 113-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს პარტნიორთა კრების თანხმობა უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებით და დირექტორის მიერ მოლაპარაკების წარმოება და თანხის მიღება სცდება საზოგადოების წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რის გამოც, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ დირექტორს, როგორც ფიზიკურ პირს.
- საქმე №ას-1158-1078-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2017
მითითებული დასკვნა შეესაბამება სსკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ…
- საქმე №ას-736-704-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2016
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოცემულ საქმეზე სსკ-ის 113.1-ე მუხლის „თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის…
- საქმე №ას-1292-1213-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
სასამართლომ, სსკ-ის 113-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისად, ის ვალდებული იყო, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება ან აენაზღაურებინა ზიანი.
- საქმე №ას-974-915-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.08.2012
- საქმე №ას-547-517-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2011
- საქმე №ას-1349-1188-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
- საქმე №ას-818-767-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2010
- საქმე №ას-745-698-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2010
- საქმე №ბს-1327-903(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2006
- საქმე №ას-648-941-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2005
- საქმე №ას-1442-1561-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2005
- საქმე №ას-14-398-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2005
- საქმე №ას-700-1342-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2004
- საქმე №ბს-328-462-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2004
- საქმე №ას-569-1233-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2004
- საქმე №ას-134-831-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2003
- საქმე №3კ/827-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2002
- საქმე №3კ/874-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2002
- საქმე №330210115704590 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.02.2019
- საქმე №100210018002263809 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება