თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 118. თვითდახმარება
სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლი · სკ 118
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-283-2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე, 149-ე, 170-ე მუხლებით და არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხე კომპანიამ ხეების გადაბელვითი სამუშაოები ჩაატარა მართლზომიერად, სამოქალაქო კანონმდებლობის სრული დაცვით.
- საქმე №ბს-1081(კ-24)
ღ-ის მიერ ზურაბ დარჯანიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ბრალდებული მ. ღ-ი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დაკავებული.
- საქმე №ას-665-2024
…გამომდინარე, საჭიროა მოხდეს სახლიდან 3-5 მეტრის რადიუსში ფერდის მოჭრა და საყრდენი კედლის გაკეთება, რომლის შემთხვევაშიც მოხდება სხვადასხვა არახელსაყრელი პირობების განვითარების თავიდან აცილება. 4.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს…
- საქმე №ას-192-2023
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს სხვა პირის კანონით დაცული ინტერესის (განსახილველ შემთხვევაში, ქონებრივი ინტერესის) ხელყოფას მისი ნების გარეშე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებს აუცილებელი მოგერიების ( სსკ-ის 116-ე მუხლი), უკიდურესი აუცილებლობის ( სსკ-ის 117-ე მუხლი), ან თვითდახმარების ( სსკ-ის 118-ე მუხლი) ფარგლებში. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან, რომელიც აღიარებულია სსკ-ის 170-ე მუხლით.
- საქმე №ას-601-2022
ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს სხვა პირის კანონით დაცული ინტერესის (განსახილველ შემთხვევაში, ქონებრივი ინტერესის) ხელყოფას მისი ნების გარეშე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებს აუცილებელი მოგერიების ( სსკ 116-ე მუხლი), უკიდურესი აუცილებლობის ( სსკ 117-ე მუხლი), ან თვითდახმარების ( სსკ 118-ე მუხლი) ფარგლებში. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან, რომელიც აღიარებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით.
- საქმე №ბს-388(კ-21)
- საქმე №ას-1002-923-2017
- საქმე №ას-1057-1012-2014
- საქმე №ას-607-572-2011
- საქმე №ბს-89-88(კ-11)
- საქმე №ას-307-712-06
- საქმე №ას-1231-1475-05
- საქმე №ას-165-478-05
- საქმე №ას-1361-1477-04
- საქმე №ას-957-1192-04
- საქმე №ას-188-874-03
- საქმე №ას-159-867-03
- საქმე №3გ-ად-53-კ-03
- საქმე №3კ/468-03
- საქმე №3გ/ად-178-კ-01
- საქმე №330210019002931846
- საქმე №330210017002151153
- საქმე №140310018002749129
- საქმე №140210117002232775
- საქმე №330210118002382013
- საქმე №150210017002227621
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. თვითდასაქმებისა და მეწარმეობის მიზნით დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირება
- მუხლი 18. თვითდასაქმება
- მუხლი 4. თვითდასაქმებულის მონიტორინგი
- მუხლი 18. თვითდაზიანება
- მუხლი 5. თვითდასაქმებულის გაწევრიანება და რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში
- მუხლი 13¹. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება
- მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას
- მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა
- მუხლი 115. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
- მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი
- მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი
- მუხლი 119. თვითდახმარების ფარგლები
- მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
- მუხლი 121. ვადების გამოთვლის წესების გამოყენების სფერო
- მუხლი 122. ვადის დასაწყისის აღმნიშვნელი დრო
- მუხლი 123. ვადის დამთავრება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 118, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-118/